მატრი : ” კონტემ გამარჯვებებისთვის დაგვმუხტა ”
ბიანკონერის ფორვარდმა , ალესანდრო მატრიმ – Juventus Channel – თან ჩაწერა ინტერვიუ , სადაც ის ბრანდონეკიოში გატარებულ პირველ დღეებზე საუბრობს …
ბრანდონეკიოში , შეკრების პირველი დღეები მიმდინარეობს , როგორი შეგრძნებაა ეს შენთვის ?
” პოზიტიური . უკვე პირველივე დღიდან იგრძნობა მუშაობის სურვილი , სურვილი იმისა , რომ მივაღწიოთ წარმატებას , რაც ვფიქრობ ყველაზე მთავარია ჩემპიონატის სასურველი შედეგით ჩასატარებლად ” .
რას ფიქრობ , გუნდის ახალ თავკაცზე , ანტონიო კონტეზე ?
” სიმართლე გითხრათ აქამდე არ ვიცნობდი , თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა . კონტემ გუნდში ენით აუხსნელი სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი შემოიტანა , რომლითაც ყოველდღე გვმუხტავს . მას გამარჯვებები სწყურია ისევე როგორც ჩვენ ” .
გაგაკვირვა პირველივე დღეს სატესტო მატჩმა ? ან თუნდაც იქ ფაქტმა , რომ მისი დასრულების შემდეგ გუნდმა გაანალიზა ის ?
” რათქმაუნდა , ძნელია პირველივე დღეს მოასწრო ყველაფერი , მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ , მან გვკითხა გვსურდა თუ არა ჩანაწერის ნახვა , ამაზე კი სიმართლე გითხრათ ძნელია უარის თქმა , რადგან საკუთარი თვალით გეძლევა საშუალება იხილო შეცდომები , რის გამოსწორებასაც მომავალში შეეცდები ” .
რას იტყვი , მოგეწონა კუალიარელას გვერდით ასპარეზობა ?
” დიახ , ჩვენ მატჩის განხილვაც კი მოვასწარით . არაჩვეულებრივი ფეხბურთელია , რომლის გვერდით ასპარეზობა ერთი სიამოვნებაა , პრინციპში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარტნიორთან გუნდში ” .
რამდენი გოლის გატანა გსურს მომავალ სეზონში ?
” არ მინდა კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრო . ბუნებრივია ფორვარდი ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი შედეგი სეზონიდან სეზონამდე . მშვენივრად მესმის , რომ გასულ წელს არცთუ ისე ცოტა გოლი გავიტანე , ამიტომ მომავალშიც არანაკლებად ვგეგმავ თავის გამოჩენას ” .
ის გოლი , რომელიც ბუფონს გაუტანა მარცხენა ფეხით , პირველი დღის ნამდვილი შედევრი გახდა …
” უბრალოდ გამიმართლა . თუმცა , ასეთი ბურთები , მიუხედავად იმისა რომ ვარჯიშზე იქნა გატანილი , თავდაჯერებულობას გმატებს . ჯერ ჯერობით გზის დასაწყისში ვიმყოფებით , სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ” .
წყარო : TuttoJuve
milanese
კონტე აპირებს 4-2-4 სქემით თამაშს და მაგ პონტში ვამბობ ორი გამოკვეთილი თავდამსხმელი არის მარტო მაგ სქემაში
ანუ 4-2-4 სქემა არის 4-4-2 ოღონდ ძალიან გაძლიერებული ფლანგებით, რომლებიც აქტიურად მიდიან შეტევაში
მანჩესტერის თამაში არ გამიმაზია ამ სეზონში და შენი აზრით ლიგის ფინალში გასვლა რაიმენაირად ნანის დამსახურებაა ?
მეორე კიდევ , სეზონის მეორე ნახევარში მყარად დაჯდა სკამზე , 39 წლის გიგს ვერ უწევდა კონკურენციას , რა გარემარბობაზე მელაპარაკები
ხოდა წარმოიდგინე მეორე ნახევარი სკამზე იჯდა როჟა და მაინც ინგლისის საუკეთესო მეპასე გახდა :D
Datka
მე თავდამსხმელს არ ვგულისხმობ შემტევ ნახევარმცველს ვგულისხობ რომლისთვისაც აუცილებელია კარგი დრიბლინგი და პასი. ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ მაქ ნაყურები მანჩესტერის თამაშს და დამიჯერე ნანი ერთი პერიოდი მარტო მიათრევდა გუნდს და სადამდე მივიდია მანჩე ყველამ ნახეთ. რაც შეეხება კრასიჩს თავიდან მართლა მაგრად დაიწყო მაგრამ მერე ვეღარ ქაჩავდა იმედია გადაღლილობის გამო მოხდა ეგ ყველაფერი.
აუ ეხა ვკითხულობ და ნანი რად გვინდა გამაგებინეთ ვინმემ რა ამას ბეილი ჯობია. და იგივე იტალიიდანაც შეიდლება უკეთესი ვარიანთEბი ნანი არანაირად არ მინდა :X :X
ნასრის ნახვა მინდა იუვეში) მიდის თან არსენალიდან..
მაგ ტესტ-მატჩის მომენტებს ვერ ვნახავთ? მაინტერესებს რა გაუტანა ასეთი :P
კრასიჩი ბევრად ჯობია ნანის
ტიპი ჩვენთან რო გადმოვიდა , ნუ გავიწყდებათ წელიწად ნახევარი შეუჩერებლივ თამაშობდა – რუსეთის ჩემპიონატი , მუნდიალი და მერე ეგრევე იუვენტუსი … გადაიწვა მასტი უბრალოდ , თორე რა ნანი
კაცის მოტყუება კიდე მთავარი არ არის : ) ტრეზეგეს ეგ თვისება არ ჰქონია , მაგრამ … რა გოლეადორიც იყო კი იცით
მატრიზე იმის თქმა შეიძლება , რომ პირლოს გუნდში ყოფნით , მშვენიერი მეპასე ჰყავს : )
მარა ტრეზეს გვერდით კიდე ერთი ტრეზე რო ყოლოდა ვერ გაიტანდა იმდენს დელპოს გევრდით რო გაქონდა. იმედია შეავსებენ ერთმანეთს
ეგ თავისთავად , ალე – ტრეზე დაფრინავდნენ , მაგრამ ტრეზეგოლი იყო მკვლელი შემსრულებელი , დამიჯერე ეგ ნებისმიერთან ერთად გაქაჩვდა … ნახევარი მომენტი შეგექმნა ტიპი გაიტანდა უეჭველი
ერთი კაცი გვინდა გუნდში რომლის იმედიც გვექნება რომ კაცს მოატყუებს და ჩააწვდის რა მომბეზრდა კრასიჩის უაზრო გაგდებებდი ფლანგზე უკვე ყველამ დაუმუღამა თავიდან კარგად თამაშობდა მაგრამ მერე ვეგარ ქაჩავდა მე ნანი მინდა მოვიდეს ტექნიკურიც არის სწარფიც და კარგადაც ურტყავს მაგრამ ვერ წარმომიდგენია ეგ იუვეში :D . აგუეროზე რატო დაზადნეს არ ვიცი იმედია ან მაგას ან როსის მოიყვანენ.
შეილება ვაფშე მაგრად ააწყოს მატრი-კუალიამ მარა შეილება ვერც. თუ არავინ ვიყიდეთ სერიოზული შიშით დაველოდები მაგათი დუეტის პრემიერას, გვეყიდა ვინმე არგენტინელი მარადონას სიძე მაგალითად მშვიდად ვიქნებოდი : D მარა თან სკამისთვის მეცოდებიან ესენი
მკლავენ რა, დაცვაშიც რო დაიტრავმონ იყავი მერე მოტას იმედზე, მოკლედ ბეწვის ხიდზე გავლაა ეს სეზონი. არადა რაღაც ბოლო შანსივითაა ამდენი კატასტროფის მერე, კიდე მეშვიდე ადგილი დაგვმარხავს თან ახალ სტადიონზე, თან დელპო მიდის 
ხო მეც ეგრე ვარ ცვეტში… აი აგუეროს ტრანსფერზე ბაზარი რო ჩაკვდა ფაქტიურად თავს იმით ვიმშვიდებ რო მატრიარელა სერიოზული დუეტია, მარა ვაი და რაღაც ნიტოდ იყოს მერე სად მივდივართ…
ალექსი, კვალი, მატრი, როსი კიდევ ნანი გვინდა იგუაინი, ერთიც ბასტოსი და ბარსასაც ეშინოდეს ბიანკონერის!!

ნანი თუ მოვიდა ბარსას კი არა ჩვენი პიაჩენცას არ შეეშინდება
არა ტო ნანის ყიდვა დანაშაული იქნება
აი როსი თუ მოვიდა კაი ჩავთვალოთ, რომ ამაური და იაკინტა ორივე გავუშვით დელ პიერო, კუალიარელა, მატრი, ტონი, როსი დელ პიეროს სულ ზამენაზე ხო ვერ გააქვავებენ შანსი არაა, უნდა შემოვიდეს ხოლმე რიგ მატჩებში უეჭველი კუალიარელა – მატრიდანაც იმენა ზამენად რომელი გვემეტება? მე არც ერთი მაგალითად. ვაბშე ორივე ძირითადში უნდა იყოს 100%-ით ჩემი აზრით რაც შეეხება უკანა ხაზს, აქ პრობლემები ბევრად უფრო მეტია მარცხენა ფლანგელი აუცილებლად უნდა გავიფორმოთ ვინმე მხეცი, ცენტრშიც მიდის საუბრები ვიდალის მოყვანაზე. იტოგში… დაცვა და ნახევარდაცვაა ყველაზე პრობლემატური ჩემი აზრით ამ ეტაპზე გუნდში. აი დაცვაში ლიხტშტაინერის და ციგლერის მოსვლით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გავაკეთეთ, მაგრამ ლიხტის ზამენა რო მოტაა მაგაზე… Read more »
მატრი და კვალი თუ 100%ით როსი ზამენაზე?
მე ზოგადად ვამბობ, რომ ორივე სასტავში იმსახურებს ყოფნას და არ მემეტება არც ერთი ზამენაზე. ამ შემთხვევაში ვინ იქნება ზამენაზე არ ვგულისხმობ, მატრიზე და კუალიარელაზე ვუსვამ ხაზს რო ორივე სასტავის კაცია. როსი არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ მომენტში
არა თავიდან დაიწყე “როსი თუ მოვიდა” და მერე გიწერია მატრი და კვალი100%, მე ალბათ სხვანაირად გავიგე. მე უფრო კვალი როსი მირჩევნია
ხო იმ წინადადებაში ზოგადად გამოვხატე რო არცერთი არ მემეტება ზამენად : )
სამივე იყოს ძირითადში რა უჭირს :) :)
———მატრი————კვალიარელა———-
——————როსი————————-
——–მელო——პირლო———–ვიდალი——-
-ციგლერი——-კიელინი——ბარძალი(ბონუჩი)—ციგლერი__
——————–ჯიჯი—————————–
უკანა ხაზს რაც შეეხება: თუ სისოკოს და მელოს ვუშვებთ პირველ რიგში ჩამშლელი გვჭირდება.. ვერანაირად ვერ აიწყობა თამაში კარგი ჩამშლელის გარეშე. დაცვაში არვიცი ეხლა ეგ ციგლერი და ლიხშტაინერი რა როჟები არიან მაგრამ მე ბოსინგვაზე ვიჩალიჩებდი არ თამაშობს ცუდად თან ჩელსი ყიდის. ან საერთოდ ფული თუ არ დაენანათ ტაივო იყიდონ დღესდღეობით ერთერთი საუკეთესო ფლანგის მცველია ევროპაში.
კუალიარელაში რაც მოწმონს სხვაზე მეტად ინდივიდუალიზმია რა, ტიპს ხელწერა აქ ისეთი რო იშვიათია მსოფლიოში. მარა ეგ არამგონია საკმარისი იყოს, რაღაც გვინდა რო ჩემპიონი გუნდი გახდეს…
რატო , სანამ ტრავმას მიიღებდა , რამდენი ქულა მოგვიტანა და სად ვიყავით ხო გახსოვს სატურნირო ცხრილში …
თან მატრი რო ყოლოდა თავიდანვე გვერდით
მე პირადად ახლა ბევრად უფრო დიდი მოლოდინით ვარ გამსჭვალული ბასტოსის ტრანსფერზე და მინდა რაც შეიძლება სწრაფად გავიფორმოთ
მამენტ ვარგასიც საკაიფო ვინმეა, მაგრამ ბასტოსის ტრანსფერი მინდა
დიდი პატივისცემის და მიუხედავად აგუეროსთან და როსისთან … ორივეს კუალიარელა მირჩევნია … MR. DREAM GOAL
სუფთა გემოვნების ამბავში ვამბობ , ჩუვაკია როჟა რა … წარმოიდგინეთ უბრალოდ რა დუეტი გვყავს წინ , მატრი და კუალიარელა … არ დაიწყოთ ეხლა ეგენი უკლასოები და ბებრები არიანო
ნაკლებად გაპიარებული ფეხბურთელი , ცუდ ფეხბურთელს არ ნიშნავს , დამიჯერეთ
არცერთი ამ დუეტიდან ტექნარი არაა რა,ორივეს აქვს რაღაც მარა აი სამ კაცში რო გაძვრება და დასარტყმელზე გავა არ არიან. მე თუ მკითხავ სისწრაფე ორივეს აკლია, აგუერო შეავსებდა თავიდან ბოლომდე იდეალურს გახდიდა შეტევას
მე თუ მკითხავ კუალიარელას თავისუფლად შეუძლია აიწყვიტოს და სამ კაცს გასცდეს რაღაც მომენტში
კვალი იმენა უმხეცესი გვყავს : )
ხო რეალიზაციასთან პაწა პრობლემები შეიმჩნევა , მაგრამ მამენტ გასულ სეზონში რაც შეუქმნეს ყველაფერი გაიტანა : D
მე პირადად წინ მატრიარელას იმედზე ვარ … არ მინდა რომ დაშალონ ეს დუეტი
კაი ფეხბურთელია. ზამთარში რო გადმოვიდა არ ველოდი რომ რამის გამკეთებელი იქნებოდა. კაია რომ ეგეც და კუალიარელაც დავიტოვეთ 25-25 გაეტანოთ ორივეს შემდეგ სეზონში))
გახსნაში იმენა მხეცია, ცოტა “ქილერი” რეალიზაცია აკლია, მოუმატებს წელს. არადა სიღრმიდან რა პასის მიმცემი გვყავს
milanese
მატრიარელა
მატრის გაცილებით მეტი შეუძლია.. მომავალ წელს ღმერთმა ქნას ტრავმა არ მიიღოს და ოც გფოლს გადააჭარბებს
milanese
არა ნუ გამიკვირდა , ეხლა შენ როგორც ობიექტურ გულშემატკივარს ისე გიცნობ
ეს ახალი სეზონიდან კიდევ უფრო მხეცი იქნება
კიდევ უფროოო? :D წინა დავხაზეთ :D :-|
აი კაცი… აბა ამაური რო გაჰყვიროდა 20 გოლს გავიტანო…
მგელი ხარ ალე :*