ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური ტრიუმფი გერმანულ მიწაზე !

2006 წლის ზაფხულში , მსოფლიო , საფეხბურთო ზეიმის მოლოდინში იყო . წინასწარი ფავორიტებიც სახელდებოდა : ბრაზილია , არგენტინა , გერმანია … მაგრამ ფეხბურთში კარგად ჩახედული ადამიანები ,  მათ გვერდით იტალიის ნაკრებსაც მოიხსენიებდნენ , იმ მიზეზის გამო , რომ სკუადრა აძურის გუნდი კარიერის პიკზე მყოფი ფეხბურთელებით გამოდიოდა ტურნირზე , რომელთა უმეტესობაც სავარაუდოდ დაადასრულებდნენ კიდეც შემდეგ სანაკრებო კარიერას …

თავად განსაჯეთ : კანავარო , ნესტა , მატერაცი , გატუზო , დელ პიერო , ტოტი … ფეხბურთელები , რომელთა უტიტოლოდ წასვლა , მართლაც გულდასაწყვეტი იქნებოდა .

ჯგუფური ეტაპი ლიპის ფეხბურთელებმა საკმაოდ ადვილად განვლეს , თუ არ ჩავთვლით აშშ-სთან მცირეოდენ გართულებას .

შემდეგი ეტაპი უკვე გასაოცრად რთული და მოულოდნელი აღმოჩნდა , რადგან გუუს ჰიდინკის მიერ დამოძღვრილმა ავსტრალიის ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია იტალიის ნაკრებს . უამრავი სადაო ეპიზოდი , დანიშნული პენალტი აძურის სასარგებლოდ , მატერაცის გაძევება … მაგრამ ასეა თუ ისე გროსოს ფანტასტიური თამაშით იტალიამ შემდეგ ეტაპზე გააღწია . სადაც მეტოქედ უკრაინის ნაკრები ელოდა .

აქ უკვე აძურიმ ძალების დაზოგვით დაამარცხა მოწინააღმდეგე და ამ თამაშით ნახევარ ფინალში გასულ გარემანიას კარგი მესიჯი გაუგზავნა . ერთადერთი აღსანიშნავი ეპიზოდი , როდესაც უკრაინამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კარს მიაჯაჭვა იტალია და ჯიჯის და ძამბროტას შესანიშნავი თამაშით ბურთმა საოცრად არ გადაკვეთა კარის ხაზი .

ნახევარფინალში შანსები 60/40 ზე იყო გერმანიის სასარგებლოდ , ტურნირის მასპინძლობის გამო . თამაში მართლაც თანაბარი იყო , ამაზე ისი მეტყვლებს , რომ გუნდებმა 90 წუთის მანძილზე ვერაფერი მოუხერხეს ერთმანეთს , თუმცა აი ისევ გროსო , რომელმაც პირლოსგან შესანიშნავი პასი მიიღო და ლამაზი , ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა . რამოდენიმე წუთი და პოდოლსკის მიერ განხორციელდა დარტყმა , მაგრამ ჯიჯი მოწოდების სიმაღლეზეა . თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და ჯილარდინოს გადაცემით დელ პიეროს გააქვს საოცრად ლამაზი და ტექნიკური გათვლით დარტყმული ბურთი . აცრემლებული გერმანიის ფანებს და ასევე ბედნიერების ცრემლებით აღვსილი იტალიის ფანების სახემ დაიკავა საეთერო კადრი . არ შემიძლია არ გავიხსენო დელ პიეროს ფრაზა : ” სხვა შემთხვევაში სისულელედ ჩავთვლიდი , რომ 80 მეტრი გამერბინა იმისათვის , რომ პასსზე გავხსნილიყავი ” – მაგრამ მას საგოლე ალღომ არ უკარნახა და შედეგიც მივიღეთ ! გზა ფინალისკენ !!!

ფინალი მართლაც ლამაზი და დაძაბული გამოდგა , რაზეც უამრავი ლამაზი მომენტი და ზიდანისა და მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს . თამაში ფრანგების კარნახით დაიწყო და მალევე მიიღეს შედეგიც – ზიზუს უბადლოდ შესრულებულმა პენალტმა , მამლები დააწინაურა . მინდა გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი , ეს იყო პირველი გოლი , რომელიც ჯიჯიმ მოწინააღმდეგე ფეხბურთელიდან გაუშვა ( აშშ-სთან , ბურთი საკუთარ კარში , ძაკარდომ ჩაჭრა ) . დრო ბევრი იყო დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე და შესაბამისად იტალიამ წყნარად და მშვიდად განაგრძო თამაში და აი 12 – იოდე წუთში მათ ანგარიში გაათანაბრეს , თავი მატერაციმ გამოიჩინა . სწორედ ასე დასრულდა მატჩის ძირითადი დრო 1-1 .

დამატებით დროში იყო ორი საოცარი ეპოზიდი , მომხდარი კამათი , რომელმაც ფრანგები კაპიტნის გარეშე დატოვა და ეპიზოდი რომელიც ამ მოვლენას უსწრბდა , ზიზუს თავური დარტყმა და ბუფონის საოცარი რეაქცია .

თამაში პენალტების სერიამდე მივიდა , რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი . აქ მინდა გავუსვა ლიპის გათვლებს , რომელმაც საოცრად შეარჩია ის 5-ეული , რომლებმაც გაიმარჯვეს კიდევაც ამ სერიაში .

ანდრეა პირლო – პენალტების უბადლო შემსრულებელი , პირველმა მან დაარტყა რადგან სერია გატანილი თერთმეტ მეტრიანებით უნდა დაეწყო გუნდს .

მარკო მატერაცი – რკინის ნერვებისა და საკუთარ თავში დაჯერებული ფეხბურთელი .

დანიელე დე როსი – ცივ სისხლიანი ადამიანი , რომელიც ნამდვილი გლადიატორია .

ალესანდრო დელ პიერო – ასევე სტაჟიანი პენალტისტი , თუმცა გაჩნდა კითხვა თუ რატომ არ დაარტყა ალემ ბოლო თერთმეტ მეტრიანი ? პასუხი მარტივია – რადგან მის მიერ გატანილ ბურთს უნდა ფორა უნდა შეენარჩუნებინა , ბოლო დარტყმამდე , რომელიც შედეგად გამარჯვებას მოიტანდა .

ფაბიო გროსო – რომელიც ამ ტურნირზე კარიერისა და ფორმის პიკზე იყო , ნამდვილი აღმოჩენა , რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა იტალიის ფანებსა და ნაკრები მომდევნო 4 წლით დიდების მწვერვალზე აიყვანა ! სახელწოდებით მსოფლიო ჩემპიონები !!!

ეს დღე მარად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში !

სტატიიის ავტორია : George

9 thoughts on “იტალიური ტრიუმფი გერმანულ მიწაზე !

  1. სტატიას ვკითხულობდი და საოცრად აღმიდგა ყოველი ის ბედნიერების და სიხარულის წამი რასაც მაშIნ ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ის ყველა თამაშI და ყოველი წუთი დაყოფილი სტადიონზე ხელახლა ვნახე… :italy: :italy: :italy:

    პ.ს. ფინალში როგორც იტალიელი ტიფოზები და გუნდის სრული შემადგენლობა დიდი ემოციით მღეროდა ჰიმნს, არანაკლებად ვუბერავდი მეც…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.