ლიხტშტაინერი : “აქ გამარჯვებებისთვის მოვედი”
ევროპა მოიცდის, ცხოვრებაში ასეთი შანსის ხელიდან გაშვება შეუძლებელია.სტეფან ლიხტშტაინერი ბებერ ქალბატონში დიდი ენთუზიაზმით მოვიდა, შვეიცარიელს სურს საკუთარი თავი საუკეთესო მხარით წარმოადგინოს და ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი მცველის წოდება დაიმსახუროს.
რომის “ლაციოს” ყოფილი მცველი დარწმუნებულია, რომ ტურინის “იუვენტუსთან” ერთად ევროთასებს დაუბრუნდება : “ამ გუნდს აქვს კლასი,ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი კიდევ გვექნება და მას აუცილებლად გამოვიყენებთ.რომში დიდი გამოცდილება მივიღე, ლაციოსთან ერთად ევროპის პრესტიჟულ ჩემპიონატებშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ იუვენტუსი მაინც იუვენტუსია.ეს ის კლუბია, რომელსაც გამარჯვება სურს, ისევე როგორც მე.”
გამარჯვება.ეს ის სიტყვაა, რომელსაც ბრანდონეკიოში გამართულ პრესკომფერენციებზე ხშირად ახსენებენ.გამონაკლისი არც ლიხშტაინერია : “ტრანსფერზე ჩემი აგენტი და ჩემი ძმა მუშაობდნენ.მე მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი, შესანიშნავად მესმის, რომ მცველი დაუღლელად უნდა მოძრაობდეს წინ და უკან, შეტევაში და დაცვაში.ჩემი მიზანი მუდამ გამარჯვებაა.იმ შემთხვევაში, თუ მას ვერ მოვიპოვებ, ძალიან ვბრაზდები.”
ლიხშტაინერი დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა გუნდს და სურს “იუვეს” წარმატებაში წვლილი შეიტანოს : “ვიცი, რომ ტურინში ზეწოლა დიდი იქნება, მაგრამ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება ადვილი არც რომში გახლდათ.ტურინულ გრანდში შესანიშნავი კოლექტივი მუშაობს, გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების დახმარებით ყველაფერს შევძლებ.ნამდვილ ჩემპიონებთან ერთად ვარჯიში დიდი სიამოვნებაა.კონტე ? – იგი პროფესიონალია, პირველ ვარჯიშებზე აქცენტი ტაქტიკურ მონახაზზე გაკეთდა, ჩემს დავალებებზე მწვანე მინდორზე ჯერ-ჯერობით საუბარი ნაადრევია.ახლა გულმოდგინედ ვმუშაობ, რათა სეზონი წარმატებულად ჩავატარო.”
უდინეზე სანჩესში 35 მილიონს ითხოვს ეგ მაინც იყიდონ
მოტა არ მიდის?!
!!! ეს მაგარია !!!
მე ასე დავალაგებდი ტრანსფერებს…
1. პირლო (მილანიდან იუვეში გადმოყვანას დიდი ნიჭი უნდა, მერე რაა რომ 32 წლისაა, პირლოა ბოლოსდაბოლოს)
2. კრასიჩი
3. მატრი
4. კუალიარელა
5. ლიხშტაინერი
6. სტორარი
7. ციგლერი
8. ნუ დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა…
ჩემი სიაც მიახლოებულია, ერთი კრასიჩს გადავაგდებდი უკანა პოზიციებზე : )
მოკლედ რა ცუდი ხალხი ხართ რა მარტინესი რატო დაგავიწყდათ? ასე მალე დაივიწყე ხო მთელი ამაგი?
მარტინესი ჩემი ტკივილია
მაგარი შრომისმოყვარეა და შვეიცარული საათივით გამართულად მუშაობს ყოველთვის.
დიდი დოზით ჟილკიანია და ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. როჟაა იმენა…

გეტანხმები მაგარი მუშაა მაგარი ტრანსფერი გაჩარხა მაროტამ

საუკეთესო Aტეული ვინც აქამდე უყიდია
1.მატრი
2.კრასიჩი
3.ქუალიარელა
4.პირლო
5.ლიხტშტაინერი
6.პეპე
7.სტორარი
8.მოტა
9.ზიგლერი
მოტა წაშალე თუ ძმა ხარ

ადმინი შენ არ ხარ ხოდა ამოშალე ეგ სახელი კაცურად მოტას ვერ ვიტან
ვერ მივეკარები მე , მეშინია ვირუსი არ ავიკიდო რამე
ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ,მას არ აქვს თავისუფალი აზრის შეზღუდვის უფლება
ბიწო მოტა მაგარი მცველია ძან უბრალოდ ახალგაზრდაა 85 თუ 86 იანია და დიდი მომავალი აქ ვერ გაიხსნა ჯერ უბრალოდ ეგ თუ არ გააგდეს ნახავთ კაი მცველი დადგება
აუ კაი რა დატკა მოტას თამაშები ნანახი გაქ უდინეზეში მე მაგას დიდი მომავალს ვუწინასწარმეტყველებ იუვემ თუ არ გააგდო შორს წავა ძან პრესპექტიულია
მარტინესი მტელი ტურინის ტკივილია
