ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” მორატი სკუდეტო დააბრუნე ! ”

ლუჩიანო მოჯი ,  მოუწოდებს მასიმო მორატის დააბრუნოს 2006 წელს სასამართლოს მიერ მინიჭებული სკუდეტო , რომელიც ტურინის ” იუვენტუსს ” ჩამოართვეს . მისივე თქმით , მორატი არ უნდა ეფარებოდეს აწ უკვე გარდაცვლილი  ჯანჩიტო ფაკეტის სახელს . ლუჩანონემ ასევე დაამატა , რომ მილანის ბრალეულობა კალჩიოპოლში , ინტერზე ნაკლები არ არის …

” დროა მორატი შეეშვას უაზრო თამაშებს . დიახ , ჩვენ ყველანი განვიცდით ჯანჩიტოს სიკვდილს , თუმცა ვერავინ უარყოფს რომ სატელეფონო ჩანაწერში მის ხმა არ ფიგურირებს . იუვენტუსს დაუყონებლივ უნდა დაუბრუნონ 2006 წლის სკუდეტო . მასიმოს შექმნილი სიტუაციიდან , ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – საკუთარი ნებით თქვას უარი ტიტულზე და ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს . იფფ  ორი აზრი არაა ბიანკონერის არანაირ სკუდეტოს არ დაუბრუნებს , ის იმას მიანიჭებს ჯილდოს , ვინც ინტერის ქვევით იმყოფებოდა სატურნირო ცხრილში , რომლისთვისაც ქულები არ დაუკლიათ . რაც შეეხება მილანს , ისინი ინტერზე უკეთესები არაფრით არ არიან . შეადარეთ მათი წარმომადგენლების სატელეფონო ჩანაწერები , ჩემს საუბრებთან . გამოვა , რომ მე უბრალო მოყვარული ვარ და მეტი არაფერი . დღეისათვის ისეთი სიტუაცია შეიქმნა , რომ არ არის გამორიცხული იუვენტუსმა სასამართლოში , მილანის წინააღმდეგაც შეიტანოს სარჩელი , მიყენებული ზარალისთვის .

წყარო : Football-Italia

10 thoughts on “მოჯი : ” მორატი სკუდეტო დააბრუნე ! ”

  1. ოხ ერთი დაერივნენ ამ მილანურ გუნდებს და ისე დასაჯონ როგორც იუვე დასაჯეს 2006-წელს მაგრამ მათდამარცხებით მოპოვებული ჩემპიონობა უპრო მაგარი იქნება უფრო მაგრათ მოვიფხან გულს რო ოთხივე თამაშზე გადავუვლით მილანელებს

  2. ეს ძაან ალაპარაკდა) მოიშორებენ. ბერლუსკონის ერთი ზარი და ჩათვალეთ მოუყომარებენ.. ისე 100% მართალია ადრე ვაგინებდი ამას მეგონა ამისი სულელობების გამო დაიღუპა გუნდი მაგრამ ახლა ვხედავ მაგრა უყვარს იუვე)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.