ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო პარტნიორების და გულშემატკივრების მადლიერია

გუნდის შეკრების პირველივე დღიდან , ანდრეა პირლოს მიმართ დიდი სითბო იგრძნობა , რომელიც გულშემატკივრებისგან და ახალი პარტნიორებისგან მოდის .

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დამატებულ ფეხბურთელზე , დიდი იმედები მყარდება . თავის მხრივ მილანის ექს ნახევარმცველს ,  მოახლოებულ სეზონში  მიეცემა საშუალება საკუთარი წარმატებული ასპარეზობით მადლობა გადაუხადოს ყველას ასეთი დახვედრისათვის :

” უკვე ავღნიშნე , რომ ბრანდონეკიოში გამოჩენისთანავე , აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელში გამარჯვების დაუფარავი წყურვილი იგრძნობოდა . განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი საკმაოდ თბილი მიღება , ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას . სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის ეს მოვლენა , ამიტომ აუცილებელია მოედანზე წარმატებული ასპარეზობით მადლობის გადახდა “ .

როსონერიში გატარებული არა ერთი სეზონის შემდეგ , პირლოს კარიერაში ცვლილებების დრო დადგა .  გუშინ მეტოქე , დღეს კი თანაგუნდელი და მწვრთნელი :

” ანტონიო განუმეორებელი ფეხბურთელი იყო , რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი არც მწვრთნელად მუშაობის პერიოდშიც დაუკარგავს . ” იუვენტუსი ” ყოველთვის ის კლუბი იყო , რომლის დამარცხებაც წარმოუდგენლად რთული მისია იყო . დღეს კი უკვე აქ ვიმყოფები და უნდა ვიფიქრო იმაზე , თუ როგორ მივაღწიო გამარჯვებებს სწორედ ბიანკონერისთან ერთად ” .

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giigga
13 years ago

უიშვიათესი შემთხვევა) ფეხბურთელი რომელსიც იტალიის სამივე გრანდში ყოფილა) ჯერ ინტერი მერე მილანი ახლა უკვე იუვეში ითამაშებს)

Z u R a noniashvili
13 years ago

შენ გენავალე ანდრეა ჯიგარი ხარ :forza:

flip flap
13 years ago

ცენტრში გვეშველა შენით :forza:

13 years ago

ზნაჩიტ კაცმა მსოფლიო მოაგებინა იტალიას და ყველას უყვარს.. :italy:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x