ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო პარტნიორების და გულშემატკივრების მადლიერია

გუნდის შეკრების პირველივე დღიდან , ანდრეა პირლოს მიმართ დიდი სითბო იგრძნობა , რომელიც გულშემატკივრებისგან და ახალი პარტნიორებისგან მოდის .

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დამატებულ ფეხბურთელზე , დიდი იმედები მყარდება . თავის მხრივ მილანის ექს ნახევარმცველს ,  მოახლოებულ სეზონში  მიეცემა საშუალება საკუთარი წარმატებული ასპარეზობით მადლობა გადაუხადოს ყველას ასეთი დახვედრისათვის :

” უკვე ავღნიშნე , რომ ბრანდონეკიოში გამოჩენისთანავე , აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელში გამარჯვების დაუფარავი წყურვილი იგრძნობოდა . განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი საკმაოდ თბილი მიღება , ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას . სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის ეს მოვლენა , ამიტომ აუცილებელია მოედანზე წარმატებული ასპარეზობით მადლობის გადახდა “ .

როსონერიში გატარებული არა ერთი სეზონის შემდეგ , პირლოს კარიერაში ცვლილებების დრო დადგა .  გუშინ მეტოქე , დღეს კი თანაგუნდელი და მწვრთნელი :

” ანტონიო განუმეორებელი ფეხბურთელი იყო , რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი არც მწვრთნელად მუშაობის პერიოდშიც დაუკარგავს . ” იუვენტუსი ” ყოველთვის ის კლუბი იყო , რომლის დამარცხებაც წარმოუდგენლად რთული მისია იყო . დღეს კი უკვე აქ ვიმყოფები და უნდა ვიფიქრო იმაზე , თუ როგორ მივაღწიო გამარჯვებებს სწორედ ბიანკონერისთან ერთად ” .

წყარო : Juventus.com

4 thoughts on “პირლო პარტნიორების და გულშემატკივრების მადლიერია

  1. უიშვიათესი შემთხვევა) ფეხბურთელი რომელსიც იტალიის სამივე გრანდში ყოფილა) ჯერ ინტერი მერე მილანი ახლა უკვე იუვეში ითამაშებს)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.