ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებმა თავი გულშემატკივარს წარუდგინეს

ტურინის “იუვენტუსმა” არც  წელს დაარღვია ჩვეული ტრადიცია და ბრანდონეკიოში გულშემატკივრებს შეხვდა.დე გასპერის მოედანზე შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილმა ასობით ტიფოზმა მოიყარა თავი.გასულ სეზონებთან შედარებით, წელს არც მსოფლიო ჩემპიონატია, არც ევროპის პირველობა, ასე რომ ფანებს საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ საყვარელი ფეხბურთელები : დელ პიერო, ბუფონი, კრასიჩი და კიელინი, მოედანზე იმყოფებოდნენ ახალწვეულები : ლიხშტაინერი, ციგლერი, პაციენცა და პირლო.ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებს გულშემატკივარი დიდი სიყვარულითა და აპლოდისმენტებით შეხვდა, განსაკუთრებული სიყვარული კი მაინც ანტონიო კონტეს მიმართ იგრძნობოდა.ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა, სამედიცინო პერსონალმა, ხელმძღვანელობამ, ჯუზეპე მაროტამ, ფაბიო პარატიჩიმ და ჯოვანი როსიმ თავი დიდ სცენაზე მოიყარეს.დღეს მოთამაშეებს მსუბუქი ვარჯიში ჩაუტარდათ, ხვალ დილიდან კი გუნდი სრულ მომზადებას განაგრძნობს.პარასკევს, კონტეს შეგირდები ადგილობრივ გუნდთან მეგობრულ შეხვედრას გამართავენ.

წყარო : Juventus.com

86 thoughts on “ბიანკონერებმა თავი გულშემატკივარს წარუდგინეს

  1. ძალიან კრიტიკული ხარ სორენსენის მიმართ და პირიქით ლოალური დედამიწის მუწუკუს მიმართ ( მოტაზე მაქვს საუბარი )

    ძალიან ახალგაზრდაა და დანიის რომელიღაცა ლიგიდან დავიმატეთ არენდით , პრიმავერასთვის !!! და ტიპმა რა კარგად ითამაშა , რატო გავიწყდება ? თან ამპლუით ცენტრ ბექია და არა კრაინი მცველი , მაგრამ მშვენივერად კი გაართვა თავი მაგ პოზიციაზე თამაშსაც … გაზირდება დაიხვეწება და სერიოზული მცველი დადგება მისგან და მოტასგან აწი სალამურს თუ გამოთლი :blin:

  2. სანამ ტრამვას მიიღებდა მოტა ჯობდა, სორენსენმა ბევრი ჯარიმები და ყვითლები აიკიდა 1 თამაში იყო 1 ტაიმის ბოლოს წითელი აიკიდა ტოტალიზატორში მედო და მახსოვს მარტო მაგან გამისხა, პოზიციურად ბევრჯერ შეცდა

  3. ეხა ორივეს ერთად დამატება არ ღირ აი თუნდაც იუვემ იყიდოს ბასტოსი ვიდალი პოლი აგუერო როსი და მერე გაყიდოს ის ვინც საჭიროა მე მაინც
    მგონია რო ეს გადამეტებული ძალააა თან ეხა კვალი მატრი დასაკარგი არაა
    მაგრამ ისე რა კარგი იქნებოდა კონტე 4-3-3 რო თამაშობდეს და ხშირად 4-2-4 რო გადადიოდეს აი ესე
    —–ბუფონი—–
    ლიხშტაინერი—ბონუჩი–კილინი–დეჩელიე
    —-კრასიჩი–ვიდალი–პირლო—-
    —-კვალიარეა-მატრი–აგუერო(როსსი)

    1. პრინციპში მართალი ხარ, ორივეს დამატება არც გვაწყობს.. იმ ერთადერთი მიზეზის გამო რო კაპიტანი ჯერ ჩვენთან არის და ნებისმიერ შემთხვევაში თითო ტაიმის მაღალ დონეზე თამაში ნამდვილად შეუძლია!!!

      1. რავიცი კონტეს სქემაში მარკიზიო არ ჯდება ზაპასნოია კლაუდიო დიდ შედეგს ვერც იძლევა პრინციპში სამწუხაროდ მე უფრო მინდა ხშირად ათამაშონ ჯანდონატო ბონიპერტი სორენსენი და ჯანეტი

  4. ikajuve არცერთიც რო არ მოვიდეს კარგი დაცვის შემთხვევაში ამ თავდასხმითაც შეიძლება სკუდეთოსთვის ბრძოლა, მარა დაცვის ფლანგების დიდად არ მჯერა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.