ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: ” კონტე ლიპის მაგონებს “

ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” ერთად წარმატების მიღწევის იმედი აქვს. ვეტერანმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ვარჯიშები ამ კვირაში დაიწყო და საკუთარი ამბიციების დამალვას არ აპირებს. მომავალ სეზონში “ბებერი ქალაბტონი” მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს: “ როგორც მე ვხედავ, სეზონს მილანური კლუბების გვერდით ვიწყებთ. “იუვენტუსისნაირი” გუნდები ლიმიტებს არ უნდა იწესებდნენ. ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა საჭირო. ენთუზიაზმისა და შემართების კუთხით, კონტე მარჩელო ლიპის მახსენებს, იმ სათამაშო სისტემით კი, რომელსაც მივდევთ, საერთოს “ბარსელონასთან” ვხედავ. როსი? ის დიდი ჩემპიონია, საშუალება მქონდა მის გვერდით ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. მილოშ კრასიჩმაც ძალიან გამაკვირვა, სერბი ძალიან სწრაფია. ” -აცხადებს პირლო.

წყარო: football italia

16 thoughts on “პირლო: ” კონტე ლიპის მაგონებს “

  1. ikajuve1011 – გაიხარე, მეც გეთანხმები 100% შემქმნელი აგუერო, როსი და კასანო ერთერთი გვინდა უეჭველი და მარცხენა ვინგერს რაც შეეხება აქ ჯიოვინკო გვყავდა მარა გავუშვით და ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია ბასტოსია, ეს ძირითადი ტრანსფერები და ამის გარდა წვრილ წვრილიც შეიზლება დიდი დანახარჯების აგრეშე :forza:

    1. მე როსი ჯერ არ მიმითვლია. ხომ გახსოვს იუვემ რამდენჯერ ააცილა ასეთი მიყვანილი ტრანსფერები. თუმცა როსის ამბავი გადაწყვეტილი მგონია უკვე

  2. falcao – პირველ რიგში გილოცავ აქ დარეგისტრირებას(წინა სტატიაზე ვნახე შენი კომენტიარი) : ) ხოლო თემას რაც შეეხება გეთანხმები ყველაფერში. სხვები თუ პირლოს სისწრაფეზე ატყუებენ, პირლო ტვინით და პასით ატყუებს. ბევრი ჯერ ვერ აცნობიერებს თუ რა გენიალური ფეხბურთელი დავიმატეთ. ამასთან ერთი შემქმნელი ფორვარდია საჭირო და ფლანგის ნახევარმცველი. ეს ორი პოზიცია დავიმატოთ და გუნდი დაკლომპლექტებულია ; )

      1. იაკინტა და ამაური გვტოვებენ ხო გახსოვს : ) ასევე თუ საჭირო გახდა ტონიც უნდა გავუშვათ. მატრის და კვალის ორივეს შეუძლია ცენტრალური ფორვარდის თამაში.

  3. კრასიჩი გიჟია გაასულელა პირლო, ტიპი იაგუარია ფლანგზე შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს თავისი მონაცემებით

  4. მაგარი კაცია პირლო მაგრად გამიხარდა ამის გადმოსვლა მილანმა კი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ამის გაშვებით.

  5. პირლოსი ძალიან მეიმედება, ვინც იმას იძახის რომ ბებერიაო და შენელებულიაო ის ნამდვილად ვერ ერკვევა ფეხბურთში რადგანაც ამდენი წელია 13 წელია ფეხბურთის აქტიური მაყურებელი ვარ ასე თუ ისე და პირლოს სიჩქარე მე არ მახსოვს, პირლო ცენტრია რათ უნდა სისწრაფე ერთი პასით 11 კაცს მოატყუებს, მასე რიკელმე არც ვარგებულა, ასე რომ პირლოს ასაკმა და სინელემ არ შეგვაშინოს :forza: რაც შეეხება კონტეს აქ ცოტა რთულადაა საქმე მაგრამ მაინც მეიმედება, კონტე ტაქტიკოსი ჯერ ვერააა მაგრამ პრინციპულია ძალიან და ფეხბურთელებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ მისი დავალებები თორე მისი გაბრაზება ბევრს ვირად დაუჯდება :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.