პეპე წარმატებულ სეზონს გვპირდება
ფეხბურთელები ნელ-ნელა ანტონიო კონტეს მეთოდებს ეცნობიან. ერთ-ერთი მათგანი სიმონე პეპეა, იტალიელმა ნახევარმცველმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა…
” კონტემ იცის, რა არის “იუვენტუსი”. შავ-თეთრი მაისურით მან არაერთი ტიტული მოიგო და “ბაინკონერების” კაპიტანიც ყოფილა. ანტონიოს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვს. გვინდა, “იუვენტუსს” ის სული დავუბრუნოთ, რომელიც მას წლების მანძილზე სხვებზე მაღლა აყენებდა. ”
” გამარჯვების სურვილი გასულ სეზონშიც დიდი გვქონდა. იანვრამდე ცუდად არ გვითამაშია, იყო კარგი და ცუდი მომენტები. ფაქტი, რომ “იუვენტუსი” ვართ გვავალდებულებს, მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. გავხდი თუ არა “ბიანკონერო”, მივხვდი, რა განსხვავებაა “უდინეზესა” და “იუვეს” შორის. ”
” ვიცი, რომ კლუბი კიდევ ერთ განაპირა ნახევარმცველს ეძებს, თუმცა ეს აბსოლუტურად არ მანაღვლებს. ეს გასაგებიცაა, ასეთი ამპლუის სამი ფეხბურთელი გვყავს, როცა ოთხი გვჭირდება. ის, რაც ახლა მსურს გუნდისთვის სარგებლის მოტანაა, მინდა მომავალი სეზონი სატურნირო ცხრილის მაღალ საფეხურებზე დავასრულოთ. ეს დიდი ბრძოლა იქნება და შანსი ყველას მიეცემა. ბოლო პერიოდში ჩემს შრომას აფასებდნენ და მეც ჩემს ადგილს მოედანზე ყოველთვის ვპოულობდი. ”
” ახალ სტადიონზე პირველ შეხვედრამდე ვერ ვითმენ. მხოლოდ მშვენებლობის პროცესში მინახავს, მაგრამ უდაოდ ფანტასტიკურია. ვიცი, რომ ფანები უკვე ყიდულობენ აბონემენტებს, გუნდთან ძალიან ახლოს არიან და ეს მუდამ ასე იყო. მათი ნდობა დაუღალავი მუშაობითა და ნაჩვენები შედეგით უნდა გავამართლოთ. ” -აცხადებს პეპე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი
მაგარი კაცია
არ არსებობს ამან რამე სისულელე რო იბაზროს
ძან მაგარი კაცია პეპე მაგარი მევასებაა. საკაიოთ და ტან პოტხილიტ შეუძლია ბურტის პლობაა და პასის გაკეტება
არ შეიძლება იმის არ დანახვა რო პეპე მართლა ბოლომდე იხარჯება ნებისმიერ სიტუაციაში, ამის გამო ნამდვილად დასაფასებელია
magari kacia es sul bolomde ixarjeba da cdilobs gunds maqsimalurad daexmaros arc zamenaze jdomaze ambobs uars da imedia momaval wels kide ufro magra itamashebss
პეპე ბოლომდე იხარჯები, მაგრამ შედეგი 0 გაქვს :( აგერომ ატლეტიკოში დარჩენას არ ვაპირებო! რეალმა არაოო… დავიჯერო სიტიში წავაა? :(
რადგან როსისთან არ ქონია მაროტას მოლაპარაკებები, ეს იმას ნიშნავს რო აგუეროს ამბავი ფაქტიურად მოყუმარებული აქვს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ასეთ აზრამდე მივედი : )))
გავხდი თუ არა “ბიანკონერო”, მივხვდი, რა განსხვავებაა “უდინეზესა” და “იუვეს” შორის
ამის გამო ერთი ფრიულული პანღური არ აცდება
ის თქვა რაც სათქმელი იყო და მართალია
უდინეზე ფრთხილად იყოს იქით არ მიაპანღუროს სიმონემ
