ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ბელუსი )

ევროპული პრესის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსმა ” კრისტოფ ბელუსი გაიფორმა , რომლითაც საკმაოდ სერიოზულად იყო დაინტერესებული ლივერპული . ბელუსი საფრანგეთში ერთ ერთი ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელია . Itasportpress – ის ცნობით , ვინგერი ორშაბათს ჩაფრინდება ტურინში და კონტრაქტზე ოფიციალურად მოაწერს ხელს . 18 წლის ფეხბურთელი , ამ ეტაპზე ნანტის ღირსებას იცავს . საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე , კრისტოფის მომავალს მჭიდროდ უკავშირებდნენ ” ლივერპულს ” და ” ლიონს ” , მაგრამ როგორც ჩანს იუვენტუსმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში .

წყარო : Football Italia

13 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება ( ბელუსი )

  1. არ ვიცი ეს ბიჭი პირველად გავიგე მაგრამ იმედია კაი ვინმე იქნება, თან 18 წლისაა და ეხლა იწყებს თამაშს მთავარია გაიაზროს იუვე რას ნიშნავს :forza:

  2. აგვისტომდე ყურადღება არ მიაქციოთ რა სიახლეც დაიდება და ტყუილად ნერვებს ნუ აიშლით , ვინც საჭირო იქნება იმას მოიყვანს მაროტა

    ხო რაც შეეხება ამ ბიჭს , მართლა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ , ხოდა ამპლუით არის ვინგერი , აი ტიპა გარეტ ბეილი რა

  3. მოკლედ აგვისტოს ბოლომდე არ უნდა წაიკითხო ინფორმაცია რა. გუშინ დაიწერა როსი შეთანხმდაო და ეხლა წავიკითხე მისი აგენტი წერს როსი ვილიარელში ბედნიერიაო და იუვეს ხელმძღვანელობასთან არავითარი კონტაქტი არ მქონიაო. ვეღარ გავიგე უკვე და ეს ყველაფერი ნერვების მომშლელია ძალიან. თან ანიელის როსიზე რომ ჰკითხეს ჩვენ უკვე გვყავს ჩემპიონები და შეიძლება ვიღაც კიდევ ვიყიდოთო. მე მგონი სულ გამოშტერდნენ ესენი

    1. ისე ვილიარეალი ლიგაზეა, მარა მაგის გამო არამგონია როსი დარჩეს, ან დარჩება ამ მოვა სხვა გუნდში წამსვლელი მაგი არაა :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.