რავანელი ბედნიერია ტურინში დაბრუნებით
მიმდინარე ზაფხულში , ტურინში არაერთი ყოფილი ” იუვენტინო ” დაბრუნდა . მაშინ როდესაც ანტონიო კონტე და ანჟელო ალესიო , ბიანკონერისთვის ძველი დიდების დაბრუნებას შეეცდებიან , ახალგაზრდულ სექტორს , ფაბრიციო რავანელი უხელმძღვანელებს : ” მიუხედავად იმისა , რომ საქმე 12 წლის მოზარდებთან მექნება , აუცილებლად ავუხსნი მათ თუ რას ნიშნავს ატარებდე იუვენტუსის მაისურს , უნდა ესმოდეთ კლუბის სტატუსი , რომელსაც მომავალში წარადგენენ . როდესაც იუვენტუსის ნაწილი ხდები , აუცილებელია მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო “ . წიგნი , რომელიც 15 წლის წინ დაიხურა , კვლავ გაიღო : ” დიდი იმედი მაქვს , რომ ისეთივე სიამოვნებას მივიღებ ტურინში , როგორიც ფეხბურთელობისას განვიცადე . კლუბში გამოჩენისთავანე , 1992 წელს , მაშინვე გამარჯვებები დავისახე მიზნად და შედეგად უეფას თასი დავისაკუთრეთ . ვიმედოვნებ , წარმატებას ჩემს 12 წლის ფეხბურთელებთან ერთადაც მივაღწევ ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
მაგარი კაცი
წარმატებებს გისურვებ ფაბრიციო, ჯიგრიანი პატრიოტები აგეზარდოს იუვესთვის
