ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( როსი , ბასტოსი , ვიდალი )

La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , დღეს ფედერიკო პასტორელო ვილიარეალის ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდა და ” იუვენტუსის ” წინადადება გადაეცა ჯუზეპე როსის საკითხზე – 25 მილიონი ევრო და პლიუს ერთი ფეხბურთელი . ამ ტრანსფერის განხორციელებას ,  ხელს  იტალიელი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურებაც უწყობს  . თუ აგუერო/ტევესი – გუნდს წელიწადში 7.5 მილიონი ევრო დაუჯდება , როსი სულ რაღაც 3.5 მილიონ ევროზეა თანახმა . ყველაფერთან ერთად , ავტორიტეტული გამომცემლობა მიიჩნევს , რომ წინადადება საკმაოდ მიმზიდველია ესპანური კლუბისთვის , რადგან 25 მილიონთან ერთად , მათ შეუძლიათ ამოირჩიონ ერთი ფეხბურთელი შემდეგი სიიდან : მარკო მოტა , ზდენეკ გრიგერა, ხორხე მარტინესი , ტიაგო მენდეში და სერხიო ალმირონი . სავარაუდო კანდიდატებად ფელიპე მელო და მოჰამედ სისოკოც სახელდებიან . მენდეშთან დაკავშირებით კი მისი მამა შემდეგ განცხადებას აკეთებს : ” იუვენტუსს არ სურს ტიაგოს დაბრუნება , ხოლო თავის მხრივ არც ჩემს შვილს უნდა კარიერის ტურინში გაგრძელება . მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული , რომლებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ . ( გაგრძელება სრულაიდში )

არტურო ვიდალი მზადაა კარიერა ტურინის “იუვენტუსში” განაგრძოს.გერმანიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “ლევერკუზენს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს, ბებერი ქალბატონი კი ნახევარმცველის შეძენასთან ყველაზე ახლოსაა.“გააგრძელებს თუ არა კარიერას ვიდალი იუვენტუსში ? – ამ კითხვით შეგიძლიათ ჯუზეპე მაროტას მიმართოთ, მას ორი კვირის წინ შევხვდი და ვუთხარი, რომ არტურო მზადაა ტურინში გადაბარგდეს.31 აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა.” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი, ფერნანდო ფელილევიჩი.ჩილელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

Corriere Dello Sport – ის მტკიცებით კი , ჯუზეპე მაროტამ ფაქტიურად გაიფორმა მიშელ ბასტოსი . ეს საპნის ოპერა , უკვე ერთ წელზე მეტია რაც გრძელდება . ბოლო პერიოდში პრესაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს ანტონიო კონტემ საერთოდ დაბლოკა ეს ტრანსფერი . მაგრამ , ავტორიტეტული გამომცემლობების ინფორმაციით , ფაბიო პარატიჩიმ და ბასტოსის აგენტმა , როგორც იქნა მიაღწიეს შეთანხმებას მის პირად კონტრაქტზე , რომელიც ძალაში ოთხი წელი იქნება . ეხლა კი დროა , მოლაპარაკება უშუალოდ ორ კლუბს შორის შესდგეს . ლიონი ითხოვს 16 მილიონს , მაშინ როდესაც იუვენტუსი 12-ს სთავაზობს .

არა ოფიციალური ინფორმაციით , ბიანკონერის სურს ტრანსფერის დასრულება 1 აგვისტომდე , მანამ სანამ გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება მორიგი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად .

წყარო : Football Italia, Gazzetta Dello Sport, Corriere Dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

103 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha khalvashi
13 years ago

KoBeSha… წინა კომეტარებს გადახედე და გაიგებ ასაკსაც და რაც ვიცი ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე ძმა… ისე გეტყვი რომ ვილიარეალის თამაში წელს ვნახე დაახლოებით 30, 38 თამაშიდან (ვიძახი მხოლოდ პრიმერადან) და როსი იმაზე მეტს აკეთებდა ვიდრე აგუერო, თუნდაც კლუბების შედეგს გადახედე. ატლეტიკო სადაა და ვილიარეალი სად. და ეხლა არ მითხრა კაზორლა, კანი და ნილმარი ყავდა და მარტო მისი მონაპოვარი არააო. ეხლა მატრი და როსის შესახებ, ეს ორი ფეხბურთელი რითი გავს ერთმანეთს? იტალიის ბოლო თამაშზე წინ აწია პრანდელიმ და იმიტო მატრის სტილისაა. იტალიაშI 2 სტილის თავდასხმას ვიცნობ მე, ერთი-წინ აწეული და დასწრებაზე დახამებული და მეორე-ე.წ. მხატვარი, ანუ უკან ამოწეული. მაგალითად: 1-ინძაგი, ვიერი, ჯილარდინო,… Read more »

Vaxooo
13 years ago

Steklo
ძმა რა გვარი ხარ?

steklo
13 years ago
Reply to  Vaxooo

მინაშვილი

Vaxooo
13 years ago
Reply to  steklo

იმიტო გკითხე, რომ წარმოშობით ქობულეთელი ვარ. სოფელიც მაქვს ქობულეთის რაიონში, ისე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე :c:

steklo
13 years ago
Reply to  Vaxooo

შენ რა გვარი ხარ ძმა? სოფელი სად გაქ?

Vaxooo
13 years ago
Reply to  steklo

ბეჟანიძე ვარ და ჩემ სოფელს სამება ჰქვია

irakli kobeshavidze
13 years ago

Don zoLa

ფეხბურთის ყურებაზე კაცურად ნუ მელაპარაკები ჩემი მტელი ცხოვრებაა ნტვ ფუტბოლზე და ევროსპორტზე ვზივვარ ახლა კიდე გმგ იქნება მანდ რო ჩამოვალ და მაგას ჩავრთავ აა როსსიმ თუ ტორბედოს სნაირ გუნდს თუ გაუტანა ესეეგი ჩემპიონია ? და მაგარიააა აგუერო კი ვისაც შეხვდა ყვეკას გაუტანა მგონი ბურთI…რანდენი წლის ხარ ერთი გამაგებიე შენ

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

kი 3ჯერ ჩემპიონი გავხდი :yes:

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

არა PES-ს მერე ფიფას ვერ ვთამაშობდი

steklo
13 years ago

Don zoLa

სად ცხოვრობ?

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

ბათუმელი ვარ ძმა… გარეუბანში ვცხოვრობ კერძოდ, ხელვაურში…
შენც ხო ბათუმელი არა ხარ?

steklo
13 years ago

მეც მეზობელი ვარ, ქობულეთელი ვარ.. ოღონდ თბილისში ვცხოვრობ

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

:up:

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

ხელვაჩაურში უფრო სწორად :buhee:

gocha khalvashi
13 years ago

steklo

ვერ გამიგე შენ… არასწორად თქვი მეთქი არც მაგი მითქმია, ყველას თავისი აზრი გვაქვს და პატივს ვცემთ ყველას აზრს… უბრალოდ მე იმას ვიძახი გუნდისთვის რომელი უფრო სასარგებლო და მომგებიანი იქნება ამის მიდგომა გაქვს შენეული, აი ისეთი დღეს და გუშინ რომ ნახეს ფეხბურთი, ყოველ შემთხვევაშI მე ეს ამოვიკითხე შენ კომეტარებშI. მეტი არაფერი…

2 წლის შემდეგ თუნდაც 1, როცა დალაგდება გუნდი და ჩამოყალიბდება ხერხემალი მაშIნ აგუერო იქნება ჯეკ-პოტი…

steklo
13 years ago

დღეს და გუშინ ეგ იმიტო ამოიკითხე რო აგუერო ჯერ ახალგაზრდაა და 5-10 წლის წინათ ეზოში დასდევდა ბურთს.. მაგრამ 3წელია რაც მე მაგის თამაშებს ვუყურებ და ყველა თამაშზე ადასტურებს რო უმაღლესი კლასის ფორვარდია.. არა ძმა არც მე არავის ვეკამათები, არც სურვილი არ მაქ, უბრალოდ მემგონი არავის ექნება პრობლემა რო დებატებში შევიდე და ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირო

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

გაიხარე :yes:

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

მაგისთვის ვარ აქ ძმა და ყველაც მაგიტოა… :davliot:

აბა შემოვირბენ 2 წუთით, წავიკითხავ ნიუსს და გავალ ისევ… :juvee: :forza:

gocha khalvashi
13 years ago

ფეხბურთელის გემოვნება სხვაა და გუნდს რომელი გამოადგება და მასთან ყველა პრობლემა სულ ხვაა… ანუ
დაწყებული ბიზნესის კუთხით და დამთავრებული გუნდში ადაპტაციით. აგუეროს ერთი წელი დაჭირდება მარტო იმისთვის რომ ენას გაუგოს, ფეხბურთელებში ჩასასტავდეს, ატმოსფეროს შეეგუოს და ა.შ. ეს ყველაფერი პრობლემა არ იქნებოდა მაშIნ როცა უკვე აწყობილ-დაწყობილი გუნდი გვყავდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გუნდში არა გვყავს არგენტინელი და საერთოდ მაგის ენაზე მოლაპარაკე კაცი… სულ არ მიკვირს მაროტას ასეთი მიდგომა, გათვლილი აქვს ეს ყველაფერი…

steklo
13 years ago

გუნდს რომელი გამოადგება ეგ ლატარეაა, შეიძლება გამოადგეს შეიძლება არა.. ეგრე წინასწარ ვერ იტყვი, შეიძლება ისე გამოადგეს რო დახნას მოედანი, შეიძლება კიდე ვაბშე ჩაიკარგოს :no ე უფრო ტრენერზეა დამოკიდებული თავის ტაქტიკას როგორ მოარგებს

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

ამ საკითხშI გეთანხმები, შეიძლება როსიმ საერთოდ დაიკარგოს იმისდა მიუხედავად რომ ადაპტაციის საკითხში პლიუსი აქვს… მაგრამ ალბათობით აგუეროს უფრო მეტი აქვს დაკარგვის…

steklo
13 years ago

ხოო გეთანხმები,მაგრამ ხო იცი ყველაფერი რისკია :forza:

gocha khalvashi
13 years ago

“კოსტა რიკასთან გატანილმა ორმა გოლმა აგუეროს ირგვლივ შექმნილმა ლეგენდებმა პოზიციები გაიმყარა”

ყწარო: khelvachauri volte
:lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

steklo
13 years ago

არამარტო კოსტარიკასთან, ესპანეთის ჩემპიონატში გატანილმა გოლებმაც

steklo
13 years ago

ხო მაგრამ არცერთი არაა არც მესი არც ტევესი და არც იგუანი :no

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

რამდენი წლის ხარ?

steklo
13 years ago

26

gocha khalvashi
13 years ago
Reply to  steklo

ერთი ხანის ვყოფილვართ… :davliot: შენი ლაპარაკიდან გამომდინარე 16-18 წლის მეგონე და მაგიტო გკითხე ძმა ასაკი…

steklo
13 years ago

და დაიცა რატო გეგონე 16-18? რამე არასწორი ვთქვი?? თავიდანვე დავაყოლე რო რასაც ვამბობ მხოლოდ ჩემი პირადი აზრიათქო.. უბრალოდ რასაც ვფიქრობ ის დავაფიქსირე.. ფეხბურთში ცოტა რამ არ გამეგება, ყველაფერს რო თავი დავანებო 10წელი ვთამაშობდი

Juventino17
13 years ago

ნეტა სამივე ტრანსფერი განახორციელონ და წინ ვეღარავინ დაგვიდგება, ამ წელსვე ამოვლენ ყველა ვალიდან!!!!!!!!!!!!!!!! ახლა დელ ნერიც რო გვყოლოდა მაინც გავქაჩავდათ ეგ კიცე ისე გუნდის ფსიქოლოგად უნდა დაეტოვებინათ:mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

კარგი რა.. რომელი ყავს ზაბივალა?? დღესდღეობით იტალიას ფორვარდებში მაგრად უჭირს.. ეხ რა დრო იყო ბაჯო, დელ-პიერო, ვიერი რო დაფრინავდნენ :(

Juventino17
13 years ago
Reply to  Dutch

კვალიარელა დღეს საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელია ჩემი აზრით

Juventino17
13 years ago
Reply to  Juventino17

და არ დაგავიწყდეთ ფედერიკო მაკედა, იტალიის მომავალი

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

მეთუ არ ვუყურებ მაშინ აღარ ვიცი რა ვთქვა, იტალიის თამაშს ვუყურებ რაც ბაჯომ ფინალში პენალი გამაზა..

steklo
13 years ago

როგორ ვერ მიაღწია?? აბა მესი ვინაა? :D თან არ დაგავიწყდეს 2007-08ში მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა უეფასგან, მერე კიდე ტუტოსპორტმა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ;)

zura 3003 გეთანხმები 45მილიონი ბევრია, მაგრამ ეგ ყველაფერი არაბი შეიხების ბრალია, ყველა ფეხბურთელზე რო 2ჯერ მოიმატა ფასებმა

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

ნაკრებით ვერც როსიმ მიაღწია ვერაფერს (ჯერჯერობით)

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

კი ბრატ, ოღონდ კონკურენტები მესი, ტევესი და იგუანი რო ყავდეს დამიჯერე სკამის ხეხვაში მოკვდება

zura chkheidze
13 years ago

როსის და აგუეროს შედარება უფრო გემოვნების ამბავი ჩანს, გასულ სეზონში როსისაც ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, გუნდმაც უფრო ზევით დაამთავრა ჩემპიონატი, დღეს კიდევ იუვე არაა იმ მდგომარეობაში რომ ამხელა ფული ერთ ფეხბურთელში მიაყაროს, ჩემი აზრით აგუერო იმ დონის ფეხბურთელია, რომ ნებისმიერ ლიგაში გაქაჩავს, მაგრამ ბიზნესის კუთხით მაინც ძვირი და ცოტა სარისკო პროექტია, დღევანდელი გუნდისთვის როსიც სრულიად მისაღები ვარიანტია და თუ მართლა ეს სამივი ვიყიდეთ, სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი გვეყოლება, მთავარია კონტემ დააწყოს გუნდი, როგორც საჭიროა, ძალიან ჭკვიანი და ინტელექტუალი ფეხბურთელი იყო, მაგი დროს მაგრად იდგა ნახევარდაცვა, თუ ეხლაც ისე ათამაშებს, მიახლოებით მაინც, შედეგიც მოვა და მომავალ წელს უკვე შეიძლება 1-2 აგუეროს კლასის… Read more »

zura chkheidze
13 years ago
Reply to  Dutch

გიყვარს რიჩი? მე მაგისი ყველა ეპოქის მუსიკის ფანი ვარ, და კიდევ იუვესი, უკვე ძალიან დიდი ხანია :love:

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

არა კოპა ამერიკაზე არ ვამბობ, ესპანეთის ჩემპიონატს ვგულისხმობდი

steklo
13 years ago
Reply to  Dutch

ხო მაგრამ ფაქტია ჩამორჩა ;) რაც შეეხება 20წლამდელთა ჩემპიონატს აგუერო ჩემპიონი გახდა, პლიუს საუკეთესო ბომბარდირი და რაც მთავარია საუკეთესო მოთამაშე

| Newsphere by AF themes.
103
0
Would love your thoughts, please comment.x