ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “კვალიარელა ფორვარდად ითამაშებს”

ანტონიო კონტეს სადებიუტო მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” ვალ დე სუსა 12-1 დაამარცხა.მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იტალიურ პრესას ინტერვიუ მისცა : “ვცდილობდით ის გვეჩვენებინა, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით.ეს ჩვენი საფეხბურთო სტილის სტარტია, თამაშის ხარისხი უნდა განვითარდეს.დღეს 4-4-2 ტაქტიკა გამოვიყენე, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები შეასრულეს.კვალიარელა ? – ის ტიპიური ფორვარდია და სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშებს.შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფაბიოს ვინგერად თამაშს არ ვაპირებ, ის ფიზიკურ ფორმას აღიდგენს, რაც დღეს კარგად გამოჩნდა.ჯუზეპე როსი ? – ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ჯერ ტრანსფერი უნდა მოგვარდეს.მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვფიქრობ, მე ვალდებული ვარ ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბო.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on “კონტე : “კვალიარელა ფორვარდად ითამაშებს”

  1. აბა მცველად როდის თამაშობდა?

    მარა თუ სულ ძირითადში იქნება მერე გვერდზე მატრი იქნება და …..(დელ პიერო???????)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.