აგუერო: ” ესპანეთი ან ინგლისი “
“იუვენტუსისა” და სერხიო აგუეროს ისტორია წარსულს ჩაბარდა. ახლა “ბებერი ქალბატონის” მთავარი სამიზნე “ვილიარეალის” იტალიელი ფორვარდია, არგენტინელის მსგავსად, მასაც უკვე დიდი ხანია “იუვეს” უკავშირებენ: ” ესპანეთში ან ინგლისში ვისურვებდი თამაშს, ეს ქვეყნები საუკეთესოდ მიმაჩნია. ” -აცხადებს აგუერო – ” აქამდეც მითქვამს, რომ მადრიდის “ატლეტიკოში” არ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. იმას გავაკეთებ, რაც ჩემი კარიერისთვის იქნება საუკეთესო. ვიცი, ამ თემაზე ჩემი აგენტები დაუღალავად მუშაობენ, თავად კი ფიქრი არ მინდა. “კოპა ამერიკას” დასრულებამდე დავიცდი, ამის შემდეგ ყველაფერი ცოტათი დაწყნარდება. იმის თქმა, რომ ისევ “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ვარ, ტყუილი იქნებოდა. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ტევესს გაასხვისებს და ფორვარდსაც საკუთარი თანამემამულე შეცვლის.
აუ კაროჩე რაა.. დავაი დაიკარგე რაა. მაგრამ მე მაინც ჭორი მგონია, აბსოლიტურად ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილია!!! მე პირადად ველაპარაკე კუნს და ვიცი რო პრემიერლიგა არ ევასება
აუ ეს თუ არ მოვიდა რა გვეშველება:D ამას როსი ჯობია ბევრად და უფრო ითამაშებს იუვეში