კონტე : ” ჩემი ოცნება ახდა ”
გუშინდელი სამწვრთნელო სესიის დასრულების შემდეგ , ანტონიო კონტე , სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრებს შეხვდა , სადაც ბიანკონერის ახალგაზრდა თავკაცმა , საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა …
” ჯერ კიდევ მახსოვს ის პერიოდი , როდესაც შამპილიონში , წინასასეზონო მზადებისას გულშემატკივრებს შევხვდი ფეხბურთელის ამპლუაში . მაგრამ დღევანდელი დღე , პირადად ჩემთვის გამორჩეულია ” .
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე , იუვენტუსისთვის ბევრი რამ შეიცვალა , მაგრამ გულშემატკივრების სიყვარული ანტონიოსადმი უცვლელია …
” როდესაც სამწვრთნელო კარიერა დავიწყე , უდიდესი სურვილი გამიჩნდა დავბრუნებულიყავი ტურინში . ვგრძნობ თუ არა ფსიქოლოგიურ ზეწოლას აქ ყოფნით ? მშვენივრად ვაცნობიერებ , თუ რა კლუბის ნაწილი ვარ და შესაბამისად დარწმუნებული , რომ არ ვყოფილიყავი საკუთარ შესაძლებლობებში , ამ გამოწვევაზე უარს ვიტყოდი ” .
გულშემატკივრებში ყველაზე ხმაურიანი ემოციები გამოიწვია , ორმა დასმულმა კითხვამ კონტეს მისამართით …
” იუვენტუსში , რომელი ამჟამად მყოფი ფეხბურთელი მგავს ? მარკიზიო . რისი მიღწევა დავისახეთ მიზნად მოახლოებულ სეზონში ? დაინტერესებული ვარ ერთადერთიდ – იუვენტუსმა უნდა ჩაატაროს ისეთი სეზონი , რომელიც მას რეალურად ეკადრება ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
არც აგუერო ღირს 45 და არც ტევესი, მაგრამ თუ ტევესში აპირებს 45 ლიმონის გადახდას ჯობია აგუეროში გადაიხადოს, მაგრამ ყველაზე სწორი იქნება მოიყვანოს როსი(თუმცა ჩემი აზრთ აგუერო ჯობია როსის) და მოაყოლოს კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი ვიდრე იყიდოს აგუერო და მარტინესისნაირები მოიყვანოს კიდევ.
გეთანხმები მაგრამ ეხლა წუწურაქობის დრო არაა მითუმეტეს როცა 3-4 ფეხბურთელი კაპიკებში და უფასოდ ჩავიგდეთ ხელში…ამიტომ ჯობია აგუეროში 45 გადავიხადოტ ვიდრე 30 როსიში
მიდი რა ჩვენიც აახდინე……….
კონტე
ეს არის ჩვენი ლიდერი და მესია
წავიდეს აგუერო და აკეთოს ფული შეიხებთან , ჩვენ აქ ფეხბურთელები გვესაჭიროება
სწორი ხარ…ეგ მასეა…მოკლედ ამ სიტის არაბებმა და წლების წინ კიდევ ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო ტრანსფერების ფასები 2-3 ჯერ გაზრდეს…მაგათი ფულიანი ღორი დედა ვატირე რა…არადა აგუერო ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ 45 ლიმონი მართლაც არ ღირს…აგუეროს სავარაუდო ფასი 25 უნდა იყოს…ეს უკვე იქნება რეალური…არადა აგუეროს თამაშს უკვე დაახლოებით 5 წელია ვუყურებ და მაგრად მომწონს…და თუ სიტიში გადასვლა გადაწყიტა წავიდეს და აკეთოს ფული…ასე რომ ჯუზეპე გელოდებით…
აგუეროს უბრალოდ ცუდი პიარი გაუკეტა მასმედიამ…ეგრეც არაა როგორც წერენ…დარწმუნდებით მაგაში როცა ჯუვეს აირჩევს:))))))))))
ერთ ერთ საიტზე დევს იუვემ სიტის 45 ლიმონი შესთავაზა ტევესის სანაცვლოთო და მაგაში თU იხდის ტევეს მირჩევნია აგუერო და აგურო იყიდონ რაა
თუ ფეხბურთელს არ აქვს სურვილი?
მემგონი აგუეროს მართლა არ უნდა იუვეში…ეგ ყველაფერი ჭორი და სისულელე იყო რომ თითქოს ტრანსფერი დაწყვეტილი იყო უკვე…ისე ტევესს აგუერო 10 თავით ჯობია…ჩემი აზრით არც ტევესი არ ღირს 45 მილიონი…
”იუვენტუსში , რომელი ამჟამად მყოფი ფეხბურთელი მგავს ? მარკიზიო”
ეს მომწონს ანტონიო
ამით პრაქტიკულად ნდობა გამოუცხადა
ნახეთ ტუტოიუვეზეა აგუეროს მოკლე ინტერვიუ, რომელიც არგენტინულ რადიოს მისცა? აგუერო: მე თამაში მინდა ესპანეთში ან ინგლისში…
ასე რომ კუნი რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს დაკარგულია იუვესთვის…
ისე სიტიში თუ გადავიდა ფულის მონა იქნება…
ჯუზეპე როსი გელოდებით…
იუვენტუსში , რომელი ამჟამად მყოფი ფეხბურთელი მგავს ? მარკიზიო
ესეც მე არ ვარ.

მარკიზიო ფიზიკურად უფრო სუსტია კონტე პირიქით თან კონტე ისეთი მოთამაშე იყო მოედნიდან არ გადიოდა თუ ვინმე სერიოზულ ტრავმას არ მიაყენებდა თან იშვიათად იტანდა გოლებს მაგრამ ერთი გოლი დღემდე მახსოვს 2000 ევროპაზე თურქეთს გაუტანა მაკრატელა.
კონტე მართლა თავდადებული მოთამაშე იყო, ფიზიკურად ძლიერი და ცოტა ხისტიც, ის გოლი თურქეთთან მეც გუშინდელი დღესავით მახსოვს, მერე ტრავმაც მიიღო, ფინალში ეგ და ძამბროტა ძალიან გვაკლდნენ, რომ ყოფილიყვნენ იტალიას შეიძლება დიდი ანგარიშით მოეგო ის ფინალი
ნუ იქნებოდა დიდი ანგარიში ისე 1-0 მიეყვანათ ბოლომდე მაშინ ტრეზეგემ გაგვიტანა ოქროს გოლი თან კანავარო ნესტა მთელი ჩემპიონატი უშეცდომოდ თამაშობდნენ და სწორედ ფინალში აიჭრა ორივე გოლი მათი ბრალი იყო თორემ ეხლა ევროპაც ჩვენ გვექნებოდა.
მთავარია გუნდი ერთ მუშტად შეიკვრას ისე როგორც მის ფეხბურთელობის პერიოდში თან მაშინ ისეთი დიდი მწვრთნელების გვერდით უწევდა მუშაობა როგორებიც არიან ჯოვანი ტრაპატონი, მარჩელო ლიპი, კარლო ანჩელოტი და ამათგან ბევრი რამის სწავლება შეიძლება და იმედი მაქვს რომ რკინის ნერვები, სიმტკიცე და გამარჯვებისკენ სწრაფვა.
იუვენტუსმა უნდა ჩაატაროს ისეთი სეზონი , რომელიც მას რეალურად ეკადრება