დელ პიერო : “გულშემატკივრებისგან სიყვარულს ვგრძნობ”
ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო Facebook – ის საშუალებით გულშემატკივრებს ეკონტაქტება : “სალამი ყველას, მინდა გითხრათ, რომ გუნდი მომავალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ხვდება.ბრანდონეკიოში ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, ისინი სიყვარულს ყოველ ვარჯიშზე გვაგრძნობინებენ.სერიოზული ფიზიკური ვარჯიშები გვიტარდება, რაც კიდევ უფრო სერიოზული მიზნებისკენ გვიკაფავს გზას.ძალიან მიხარია, რომ იუვენტუსის მაისურით მორიგ სეზონს ჩავატარებ.ახლა პირველი ამხანაგური მატჩისთვის ვემზადები.ალე”
კაცი-ლეგენდა
ყველაზე მაგარი კაციიიი
ალეეე მიყვარხარ:** ჩვენი თილისმა ხარ,საუკეთესო ხარ:****
მიყვარს ეს კაცი ნამდვილი იუვენტინოა… ეს რო მოედანზეა ვმშვიდდები…