კონტე: ” სამუშაო ისევ ბევრია “
“იუვენტუსმა” სეზონი გასაოცარი გამარჯვებით დაიწყო. ბარდონეკიაში კონტეს შეგირდებმა “რეპრეზეტივა ვალ სუსას” ანგარიშით 12-1 სძლიეს. მატჩის შემდეგ, შთაბეჭდილებებს კლუბის მთავარი მწვრთნელი გვიზიარებს…
” მოხარული ვარ ყველაფერი იმით, რაც მოედანზე ვნახე, მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღის მუშაობის შედეგია. პასუხისმგებლობა ყველას ეტყობოდა, ახალგაზრდებს მუშაობის დიდი სურვილი აქვთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, განსაკუთრებით, ინტენსიურობისა და ორგანიზების მხრივ, თუ გვინდა, რომ თამაშის წესებს ვკარნახობდეთ, მაღალი რიტმის შენარჩუნებაა საჭირო. “
ჟურნალისტებმა მწვრთნელს აზრი ფეხბურთელებზეც ჰკითხეს: ” სატრანსფერო ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ და ვიცი, ამ საკითხზე ხელმძღვანელებიც მუშაობენ. მცირე პრობლემები დიდ სივრცეებზე თამაშისას შეიმჩნევა, მაგრამ გუნდში მარკიზიოსნაირი ფეხბურთელის ყოლა არჩევანს ზრდის. კლაუდიოს ტაქტიკურმა განსწავლულობამ გამაკვირვა, მშვენივრად ესმის იდეები და ზუსტად იცის, როდის შეუტიოს. ბოლო დღეებში როგორც ცენტრში, ისე ფლანგზეც გამოვცადე. ” -აცხადებს კონტე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
არასწორი სათაურია უნდა ეწეროს: გასაკეთებელი კიდევ ბევრია! :D
როგორ ვერ უნდა დაინახოს იუვეს ჭეშმარიტმა ფანმა მარკიზიოს გენიალურობა… ძალიან მაგარი კაცია და მარკო ტარდელის ვამსგავსებ თამაშის სტილით (ჯერ ბევრი უკლია მაქამდე , მარა წინ აქვს ყველაფერი)
გაუჭირდებათ მისი ძირითადიდან ამოგდება და ვფიქრობ კონტეს გუნდში ერთ-ერთ ლიდერად იქცევა
ეგ და სორენსენიც ძან მაგარი ფეღბურთელი დადგება
მარკიზიო მაგარია, მაგრამ წინა წელს აშკარად მოუკლო. წელს უნდა დაამტკიცოს რო მართლა უმაღლეის კლასის იგროკია და იმედია ეგრეც იქნება
სამუშაო იუვეში როა ეგეთი უნდა და მარკიზიო მართლა ზაან მაგარია პროსტა არ ჩანდა დაშლილ იუვეში იმდენად გვერდში დგომა ჭირდება მაგ ბიჭს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს
martla magar formashia marchisio da imedia ase gaagrdzelebs nu markizio gundidan aranairad ro ar wava es natelia ukve
ფრთხილად იყავი ანტონიო, ე მანდ კლაუდიომ არ გაჯობოს რვიანობაში :D
ნეტა ეხლა იმ ხალხის გულებში ჩამახედა ვინც მარკიზიოს აძაგებს და ფიქრობს რომ აკვილანი, ლასანა დიარა და კიდევ რა ვიცი ჯობიაო ეხლა ხომ დაამტკიცა რომ იუვეს სული და გულია ცოტა ხანში ლეგენდაც გახდება მთავარია ნდობა გამოუცხადონ.
სწორად ლაპარაკობს რაც ძაან სასიამოვნოა ჩვენთვის, დიდი ხანია ასედალაგებულად ჩვე ტრენერს არ ულაპრაკია, და რაც შეეხება მარიკიზიოს, მინდოდა დაწერა მაგაზე ვარჯიშებს რო ვუყურებდი მარა მაინც მოვერიდე ვარჯიშის გადმოსახედიდან, და კონტემ რახან აღნიშნა ასე ხმა მაღლა მარკიზიოს თამაში ესეიგი სწორად დამინახია, ძალიან მაგრად აქვს დახვეწილი დარტყმა შორიდან და უდავოდ გენიოსი ბიჭია რაა
ჩემი აზრით ფლანგზე მაინც უფრო სწრაფი ფეხბურთელი გვჭირდება
სად არიან მარკიზიოს კრიტიკოსები?:)))))))))))))
ეგეც მარკიზიო, ვერ ხედავთ როგორ ენდობა კონტე ? გენაცვალე კლაუდიო :*
აი მარკიზიოოოოო