ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა Goal.com – თან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“ხუთი წლის წინ, როცა იუვენტუსის ისტორია საბოლოოდ შეიცვალა, მე მივიღე გადაწყვეტილება დავრჩენილიყავი გუნდში და ახალი პროექტის შენებაში მიმეღო მონაწილეობა.ჩვენ დავისახეთ გეგმა, რომელიც დამაკმაყოფილებელი რეზულტატისკენ მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოლოდინი ვერგავამართლეთ.ახლა ყველაფრის გამოსწორება გვსურს, იუვენტუსი საკუთარ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს.”

“ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ნებისმიერი ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც მე და ალესანდრო დელ პიერო ვართ, ყველა ტურნირზე უმაღლესი დონის მატჩებში მიგვიღია მონაწილეობა.შემდეგ სეზონში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროსარბიელს დავუბრუნდეთ.არ დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ წელს იტალიას ევროპაში მხოლოდ 3 გუნდი წარადგენს.”

“გასულ წელს ვერცერთმა იტალიურმა გუნდმა ევრო ტურნირების ნახევარფინალებს ვერ მიაღწია.ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიური გუნდების ბიუჯეტი ჩვენი კონკურენტი ქვეყნების ბიუჯეტთან შედარებით გაცილებით მცირეა, შესაბამისად ცუდია შედეგიც.”

“სამწუხაროდ, ბებერი ქალბატონი უკვე არ არის ისეთი მიმზიდველი ფეხბურთელებისთვის.საუკეთესო ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურთ, ამიტომ იუვეში ტრანსფერზე უარს აცხადებენ.კარგი ანაზღაურების შემთხვევაში, რიგი მოთამაშეები ტურინში გადმობარგებაზე მზად არიან, მაგრამ გუნდი მზად არაა ამაზე წავიდეს.”

“იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ, ამის მიზეზი არ არსებობს.ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მე კი კლუბის ინტერესებს გვერდს ვერ ავუვლი.მინდა ტურინში დავრჩე და მონაწილეობა მივიღო იმ პროექტში, რომელიოც ხელმძღვანელობამ წარადგინა და იგი ამბიციური გუნდის შექმნას გულისხმობს.”

“ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია.ამის შემდეგ, სხვა გუნდში შეიძლება მშვიდად გადავიდე.სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს საზღვარგარეთ, მაგრამ არცერთი იტალიური გუნდიდან შემოთავაზებას არ მივიღებ, რა თქმა უნდა იუვეს გარდა.”

წყარო : Goal.com

13 thoughts on “ბუფონი : “უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია”

  1. 4 წელი გარანტირებული გვაქვს კარების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე და მერე კიდევ გამოჩნდება მეორე ბუფონი!! :juvee: :juvee:

  2. ბუფონი 100 % იანია ყველაფერში…… რაც შეეხება კასილიიიას რომელ კასილიასეე ბაზრობთ დირკების მეფე როაა ? იგერს დარწმუნებული ვარ დელპიერო კოშმარში ესიზმრება იმნაირი ბურთები გაუტანა :D

  3. რათქმაუნდა ითამაშებ კასილიასი აბლატავდა ნამეტანი და მოაჯინო უნდა მის ადგილზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.