სატრანსფერო ჭორი ( ვიდალი )
ჩილეს ეროვნული ნაკრების დრო კოპა ამერიკაზე ოფიციალურად გუშინ გვიან ღამით ამოიწურა, მას შემდეგ, რაც ჩილელები ვენესუელის გუნდთან 1/4 ფინალში 2-1 დამარცხდნენ.მსოფლიო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პირველობაზე გამოსვლის დასრულებისთანავე ლევერკუზენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ტურინის “იუვენტუსს” მიაშურებდა.24 წლის ნახევარმცველის ბებერ ქალბატონთან კავშირს ახლა თვით გერმანული კლუბის წარმომადგენელი, ენდი ჰოლსჰაუზერი ადასტურებს : “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იუვენტუსთან მოლაპარაკებებს ვიდალის თაობაზე მართლაც ვაწარმოებთ.ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ჩილელი მომავალ სეზონს ბუნდესლიგაში არ გაატარებს”.გარდა ტურინული გრანდისა, ვიდალის უფლებათა პაკეტით მიუნხენის “ბავარიაც” იყო დაინტერესებული, მაგრამ ლევერკუზენელებს არ სურთ მოლაპარაკებები ბუნდესლიგის კლუბთან აწარმოონ.”კოლო-კოლოს” ყოფილ ფეხბურთელს “ბაიერთან” კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, ამიტომ გერმანელები მის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აპირებენ.შუახაზელის სანაცვლოდ ჯუზეპე მაროტა 15 მილიონს გადაიხდის.
მულატო ზვიგენო

მოდი მოდი მოეთრიე იუვეში
მოდი ჩემოოო მულატოო ზვიგენოო:roll::oops:
ნამდვილად კარგი ფეხბურთელია.. თავის კლუბში და ნაკრებში ზღვა სამუშაოს ასრულებს, და ასრულებს უმაღლეს დონეზე. 24 წლის ასაკში უკვე სტაბილური და გამოცდილი ნახევარმცველია.
მოდი მოდი გაამარტლებს ესსს
მოდი ვიდალ გვინდიხარ შენც და როსიც
ჩემი აზრიტ ვინგერის ადგილზე მარკიზიო გაქაჩავს და რო დაიტრავმოს დე სილვესტრო ითამაშებს