ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : “იუვენტუსი ძალიან მიყვარს”

არტურო ვიდალი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” განაგრძობს – ფაქტიურად გადაწყვეტილია.მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ამას ფეხბურთელის აგენტიც და ლევერკუზენის “ბაიერის” წარმომადგენელიც ადასტურებს.Goal.com – თან ინტერვიუში, საკუთარ მომავალზე თავად ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი საუბრობს : “ჩემი აგენტი იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, კლუბთან, რომელიც ძალიან მიყვარს.ფერნანდო ფასილევიჩისგან სულ მალე შევიტყობ, რა შემოთავაზება აქვს ტურინულ გრანდს.ვთვლი თუ არა თავს უკვე იუვეს ფეხბურთელად ? – უკვე გითხარით, რომ ტრანსფერზე აგენტები მუშაობენ.დიდ გუნდში გადასვლა იმ პერიოდს მახსენებს, როცა კოლო-კოლოდან ლევერკუზენში გადმოვბარგდი, ეს ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდია.წელს გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსს მივიღებ და ნებისმიერ გუნდს უფასოდ შევუერთდები.ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს საათებში.კარგი ინფორმაციის მოლოდინში ვარ.”

წყარო : Goal.com

14 thoughts on “ვიდალი : “იუვენტუსი ძალიან მიყვარს”

  1. ვფიქრობ რომ, ეს ტრანსფერი ძალიან გამართლებული იქნება-ძლიერი იგროკია, კალჩოს დაამუღამებს და დიდ სარგებელს მოუტანს ბიანკონერის!!

    ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

  2. ვისაც იუვეში მართლა სურს მოდის !!!!!!
    როსი თუ მართლა ვილიარეალში დარჩა იყოს და გახმეს ( ისე არა მგონია რო იქ დარჩეს :lool: )

  3. გადმოდი და ჩვენც შეგვიყვარდებიი აიიიიი ასეთი ინტერვიუ უნდა ეთქვა როსის მაგრამ მაგ ბიჭს იუვე არ უყვარს რარაც მგონია რო ეგ ინტერისტაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.