ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს

ტურინის ” იუვენტუსის ” გულშემატკივრებს , არცთუ ისე სასიამოვნოდ გაახსენდებათ 2009/10 სეზონი , თუმცა მარტინ კასერესის კარგი ასპარეზობა ნამდვილად ახსოვთ . შესაძლოა , მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ურუგვაელი ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდეს .  გასულ წელს , როდესაც იტალიის 29 გზის ჩემპიონის რიგებში , ჯუზეპე მაროტა გამოჩნდა , მან არ ისარგებლა კასერესის გამოსყიდვის უფლებით , რადგან გარდა იმისა , რომ ბარსელონა საკმაოდ ძვირად აფასებდა სამხრეთ ამერიკელს , მარტინს ტრავმებიც ხშირად აწუხებდა . თუმცა  , დღეისათვის სიტუაცია თითქოს შეიცვალა . ურუგვაის ნაკრები შთამბეჭდავად ასპარეზობს კოპა ამერიკას ტურნირზე , ხოლო კასერესი ერთ ერთი საუკეთესოა მოედანზე . მაროტას მხრიდან მისი ტურინში დაბრუნება , კონტეს საშუალებას მიცემდა გარკვეული ვარიაციები განეხორციელებინა დაცვის ხაზში . გასული სეზონი , ბარსელონას ექს მოთამაშემ , სევილიაში გაატარა , სადაც 25 შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც მოახერხა .

წყარო : juvemania

20 thoughts on “კასერესი შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს

  1. ამის დაბრუნება მართლა მაგრათ გაასწორებს, ეს და კრასიჩი ერთად მარჯვენა ფლანგის რისხვა იქნება ნებისმიერი დონის მეტოქისთვის :forza:

  2. აუუუ კი რა ჩემი მარტინი მინდაა მოდიი რა მაროოოტააა ამაზე კაი ფლანგის მცველი იუვეს არ ყოლია 2006 წლის მერე მგონი მოათრიე რაა :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. სხვათაშორის ნაკრებში კოპაზე მარცხენა მცველს ტამაშობს და საკმაოდ კარგადაც, ისე ხომ მარჯვენნაა და ცენტრშიც შეუძლია

  4. ყოველთვის მომწონდა ფარჩაკ იუვეში რომ კარგად ვერ იტამშა ეგ არაფერს ნიშნავს…23 წლისაა და ახლა უკვე ნორმალური მწვრთნელის ხელში გამოგვადგება

  5. ეს დააბრუნონ და დაცვა დალაგდება… მეც ძააან მაგრად მევასება თან 23-24 წლისაა მგონი…)))) მომავალი წინ აქვს. დააბრუნეთ! :juventus:

  6. აუ ვგიჟდები ამ მცველზე, ძალიან მაგრად მევასებაა :juvee: ეს დამიბრუნე მაროტა და შენს სურათს ოთახში ჩამოვკიდებ ტოო :lool: უნივერსალი მცველი, დაცვის ოთხივე პოზიციაზე და ნახევარდაცვის ფლანგებზე შეუძლია თამაში, მოითხოვე კონტე მარტინი რაა :euf: მოტა გადააგდეთ მძულს მაგის :mad:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.