ცორკი: “ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი მელოს შეძენით”
გერმანული “დორტმუნდის ბორუსია” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “დორტმუნდი” “იუვენტუსისგან” ბრაზილიელი ნახევარმცველის ფელიპე მელოს შეძენას გეგმავს. “ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი მელოს შეძენით , ამ თემაზე მწვრთნელთან არანაირი საუბარი არ მქონია, ეს მხოლოდ სატრანსფერო ჭორებია” – განაცხადა ცორკმა. შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ ფელიპე მელო ამერიკულ შეკრებაზე არ წაიყვანა და მელოს გუნდში დარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა. მელო “იუვენტუსში” 2009 წელს “ფიორენტინადან” 25 მილიონ ევროდ გადავიდა.
gamixardeba tu viliarealshi wava es fexburteli magra momwons eg gundi pelegrinis dros gansakutrebit dzlieri iyo da riqelmes ra vtxra me penali ro ver gaitana tore primerahsi 2 mougo barselonas da aramgonia iq damarcxebuliyo
მგონი, რომ ვილიარეალს შერჩება…
მიყვარს მელო