ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როსის ტრანსფერზე პრობლემები წარმოიშვა

ბოლო პერიოდში , ესპანური და იტალიური პრესა ჯუზეპე როსის ტრანსფერს ტურინის ” იუვენტუსში ” უკვე მოგვარებულ საკითხად მიიჩნევდა , თუმცა სიტუაცია ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება . დღეს ფედერიკო პასტორელო , იტალიელი ფორვარდის აგენტი , ესპანური კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდა , მაგრამ Sky Sport Italia – ს მტკიცებით , ამას მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოუღია . როსის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა განხორციელებული იყო , მაგრამ ამ ეტაპზე ეს უახლოეს სამშაბათამდე წარმოუდგენელია . მთავარი პრობლემა მდგომარეობს ფეხბურთელის ფასში . იუვენტუსი არ აპირებს 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას , არანაირი საბონუსო სისტემის გამოყენებით . ჯერ ჯერობით არც ესპანური მხარე მიდის დათმობაზე . მოარული ხმების თანახმად , ვილიარეალი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დაიტოვოს ჯუზეპე და პრინციპში ეს არც იუვენტუსისთვის არის პრობლემა , რადგან ტურინელები არ ასპარეზობენ ევრო თასებზე , მაგრამ მიუხედავად ამისა , უშუალოდ ანტონიო კონტეს სურს , მოთამაშის მოსამზადებელ ეტაპზე დამატება და არა მაშინ , როდესაც სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი .

წყარო : football-italia

7 thoughts on “როსის ტრანსფერზე პრობლემები წარმოიშვა

  1. აგუეროში თU 45 აფასებენ ეს 30 ღირს რო ? ამის ფასი 1 წლის უკან 10 თუ 15 მილიონი იყო და აგუერო სულ დიდი თანხებიი არა რა მაროოოტა ბენზემა დაითრიე ჯობიააა ფრანგიაა და მომავალი ტრეზეგე გვინდა მატრი არის მარა მატრი მაგაზე უკეთესი იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.