კრასიჩი: ” საუკეთესო ფორმაში ვარ “
მილოშ კრასიჩი მთელი ზაფხულია ძირითად გუნდთან ერთად მუშაობს. ანტონიო კონტეს სერბი ნახევარმცველის იმედი აქვს, ურთულესი გამოცდისთვის კი, როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელიც მზადაა…
” შვებულება ძალების აღდგენაში დამეხმარა. სახლში, კოსოვოში ვიყავი. იქ ხალხი ჩემი წარმატებით ამაყობს. მიხარია, რადგან კარგ ფორმაში ვარ და მზადების პროცესიც მთელი კურსით წინ მიდის, გრანდიოზული სეზონისთვის მზად ვარ. იმედი მაქვს, ეს განწყობა მე და ჩემს თანაგუნდელებს სეზონის ბოლომდე გაგვყვება. კლუბის ამბიციები დიდია, თუმცა სეზონი მხოლოდ ახლა იწყება და კონკრეტული მიზნის დასახვა არ გვსურს. თითოეულ მატჩს მთელი შემართებით ვითამაშებთ, ყოველ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით.”
” გზას მხოლოდ ახლა ვიწყებთ, მაგრამ ყველაფერი ნათელია, არა მგონია, რამე შეიცვალოს. ჩვენს მწვრთნელს ფეხბურთის განსაკუთრებული ფილოსოფია აქვს, ფეხბურთელები უნდა შევეცადოთ მის იდეებს მხარი ავუბათ. გვსურს, ისინი მოედანზე პრაქტიკად ვაქციოთ, გავითვალისწინოთ მისი ხედვა როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. ”
” ყველა მწვრთნელი თავისმხრივ განსაკუთრებულია, მაგრამ გასულ სეზონებთან შედარებით, ყველანი უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ. ასეთი ფორმაცია ჩემთვის საუკეთესოა, შეტევაზე მეტად ვიქნები გადართული. წინ თამაში და კომპაქტური ჯგუფებით შეტევა ძალიან მიყვარს. ”
” პირლო? ის ნამდვილი საოცრებაა. უამრავი წარმატებისთვის მიუღწევია და ყველაფერთან ერთად, საოცარი პიროვნება. ძალიან კარგია, როცა ეს ყველაფერი ერთ ფეხბურთელშია, მის გვერდით თამაშით მოხარული ვარ. მისნაირი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს, შეუძლია თამაშის ნებისმიერ მომენტში გააკეთოს გადაცემა. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
აუუ გუშინ ვნახე იუვეს ორიგინალი ზედააა 50 დოლარი ღირს მარა დიდებიააა …. :( ჩემო ზომა არააა
სად ნახე?..
ანტალიაშI ნაიკის მაღაზიში
მიაწექი მილოშ!!!
იმედია დარტყმასაც ისწავლი
ეს მაგარი ფეხბურთელია თავიდან რო მოვიდა რამდენი საგოლე პასები გააკეთა ! მერე მოუკლო ეგ არაფერი შემდეგ სეზონზე თავის ჩვეულ სტილში ითამაშებს :)
კოსოვოში რო გაქვს სახლი რა ცუდია ტო
იმედია საღ სალამათი ჩამოვიდა და არცერთი ორგანო არ აკლია
არადა გროზნოში ყოფილა ჰავა კაი
სპორტინგთან როდის გვაქვს შემდეგი თამაში ?
xval dzma
ოჰოო მტრის რისხვა ხარ რაა… :D
მელო ოფიციალურად გალათასარაიში გადავიდა. მადლობ ყველაპრისთვის მელოო დზააან მეწკინა. მიკვარხარ ფელიპე მელო აუცილებლად ჩავალ სტამბულში და ვნახავ ცოცხლად მელოს. ciao F E L I P E M E L O
არ გადასულა, განიხილება განათხოვრების საკითხი
ოფიციალურად გადავიდა დზმა 100% ვიცი
აბა შენ იცი … შარშან პირველი სეზონი რო ჩაატარე ისე უნდა ითამაშო მთელი სეზონი … ბიჭმა 9 გოლი გაიტანა წინა სეზონში რას ერჩით ახლა 18 ტს გაიტან ..
მიდი შე მაზილა დარტყმაზე იმუშავე