როსის ტრანსფერზე პრობლემები წარმოიშვა
ბოლო პერიოდში , ესპანური და იტალიური პრესა ჯუზეპე როსის ტრანსფერს ტურინის ” იუვენტუსში ” უკვე მოგვარებულ საკითხად მიიჩნევდა , თუმცა სიტუაცია ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება . დღეს ფედერიკო პასტორელო , იტალიელი ფორვარდის აგენტი , ესპანური კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდა , მაგრამ Sky Sport Italia – ს მტკიცებით , ამას მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოუღია . როსის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა განხორციელებული იყო , მაგრამ ამ ეტაპზე ეს უახლოეს სამშაბათამდე წარმოუდგენელია . მთავარი პრობლემა მდგომარეობს ფეხბურთელის ფასში . იუვენტუსი არ აპირებს 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას , არანაირი საბონუსო სისტემის გამოყენებით . ჯერ ჯერობით არც ესპანური მხარე მიდის დათმობაზე . მოარული ხმების თანახმად , ვილიარეალი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დაიტოვოს ჯუზეპე და პრინციპში ეს არც იუვენტუსისთვის არის პრობლემა , რადგან ტურინელები არ ასპარეზობენ ევრო თასებზე , მაგრამ მიუხედავად ამისა , უშუალოდ ანტონიო კონტეს სურს , მოთამაშის მოსამზადებელ ეტაპზე დამატება და არა მაშინ , როდესაც სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი .
კარგია იქნებ ახლა მაინც გადაერთონ საბოლოოდ აგუეროზე
ეს ფეხბუღტელი 25 ზე მეტი არ ღირს ..
30 მილიონზე მეტი კიდე დაუტოვებ 3-4 წელი და რო დაებერდება გადმოვიდეს და ვარჩენ ესე არ უნდათ
30 მილიონზე მეტი უნდათ ტო ფუუუ ამ ვილიარეალის რა!!!!!
არადა ეს თუ ვერ დავითრიეთ დაერხევათ :(
+
აგუეროში თU 45 აფასებენ ეს 30 ღირს რო ? ამის ფასი 1 წლის უკან 10 თუ 15 მილიონი იყო და აგუერო სულ დიდი თანხებიი არა რა მაროოოტა ბენზემა დაითრიე ჯობიააა ფრანგიაა და მომავალი ტრეზეგე გვინდა მატრი არის მარა მატრი მაგაზე უკეთესი იქნება
marTAlia mere es კონტე..ლიგა თU არა ეხლა ვილიარეალი დაბდღვნის ყველაფერს:arrow: