ბუფონის გიჟური იდეა …
ჯანლუიჯი ბუფონს , საკმაოდ გიჟური იდეა აქვს , რომლის რეალიზებას უახლოეს პერიოდში გეგმავს : ” უპირველეს ყოვლისა , უნდა აღვნიშნო , რომ ჯერ ჯერობით არ მიფიქრია კარიერის დასრულებაზე და არც იუვენტუსიდან წასვლაზე . იქამდე დავრჩები ტურინში , სადამდეც ჩემდამი ნდობა იარსებებს . მაგრამ , 3-4 წლის შემდეგ , მაქსიმალურად შევეცდები ერთი გიჟური სურვილი რეალობად ვაქციო და გავხდე ან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ან ჩინეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი . ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ , თუ მომეცემა ამის საშუალება “ . თუმცა , მანამ სანამ ჯიჯი მწვრთნელობას დაიწყებდეს , იგი ფეხბურთელის ამპლუაში საკმაოდ აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის : ” ორი აზრი არაა , რომ გუნდი ეტაპობრივად სერიოზულ სახეს იღებს . რაც მთავარია თითოეულ ფეხბურთელში ვხედავ დაუფარავ სურვილს , რეალიბიტირება მოახდინონ გასული სეზონის გამო . კარგად უნდა გავიაზროთ გასულ ორ სეზონში განცდილი წარუმატებლობა და იგივე შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ “ .
წყარო : Football-italia
თავი უნდა გამოცადოს ეტყობა :)
კონტე შეცვალე, რაღა ამერიკა ტო :D
ბუფონ დალეული ხარ
ამერიკის მთავარი მწვრთნელი გახდი ჯიჯი, დაგაფასებენ..
და რაზე გგონია რო ჩინეთში არ დააფასებენ?
მაინც კომუნისტური წყობაა
ჩინეთში ძეგლს დაუდგამენ :D
ამერიკელები ‘მარტინესები’ არიან
ამერიკის ან ჩინეთის რატო ალბათ იმიტო რო მაინც დაქცეულები არიან და ბუფონმა ტუ ვერ გაქაჩა მაგ გუნდების დამხობას მაინც არფ დააბრალებენ
ეგდე სადაც ხარ ერთი 10 წელი და დელპიეროც უნდა დარჩეს ერთი 10 წელი მაქსიმუმ მანამდე სანამ მე ტურინში ჩავალ და ავტოგრაფს გამოვართმევ 
Del Piero mteli cxovreba turinshi iqneba
4-5 წელი დარჩება და მერე დაასრულებს კარიერას!
აუ ბუფონ ნუ აჩმახებ რააა 3-4 წელი კიარა 7 წელი ეგდე სადაც ხარ