ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” მენტალიტეტი ტაქტიკაზე მნიშვნელოვანია ”

სპორტინგთან დაპირისპირების წინ , ანტონიო კონტემ გუნდის მომზადების შესახებ ისაუბრა და ასევე მენტალიტეტს და სატრანსფერო საკითხებსაც შეეხო …

” მეორე კვირაა რაც საკმაოდ ინტენსიურ ტემპში ვაგრძელებთ მომზადებას . დღეისათვის იხვეწება ფიზიკური კონდიციები და ტაქტიკური ნიუანსები . მაქსიმალურად შევეცდებით , ის ჩანაფიქრი რაც გაგვაჩნია მოედანზე , რეალობად ვაქციოთ . ყველაზე მნიშვნელოვანი კი მენტალიტეტია   და არა ტაქტიკური წყობა , ჩემთვის ეს უბრალოდ ციფრებია და მეტი არაფერი . ძირითადათ ვიასპარეზებთ 4-4-2 ით , სადაც ფლანგზე მოთამაშე ვინგერები იქნებიან ახლოს ფორვარდებთან და საჭიროებისამებრ ახლოს მცველებთანაც . ვიდალი ? მისი სახით , შევიძინეთ საკმაოდ ხარისხიანი და ენერგიული ფეხბურთელი . ის დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს . სრულიად ბუნებრივი პროცესია , რომ სეზონის ამ ეტაპზე ვეძებთ მაღალ კვალიფიციურ ფეხბურთელებს შემადგენლობის გასაძლიერებლად . რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს , ჩვენ , კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ . შევხედოთ , როგორ განვითარდება მოვლენებში მომავალში ” .

წყარო : Football-Italia

პ.ს. დღეს , როგორც იცით გაიმართება მორიგი ამხანაგური მატჩი სპორტინგთან . ეს შეხვედრა ღამის სამ საათზე დაიწყება და მაქსიმალურად შევეცდებით პირდაპირი ტრანსლიაციის ლინკების გამოქვეყნებას .

5 thoughts on “კონტე : ” მენტალიტეტი ტაქტიკაზე მნიშვნელოვანია ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.