სატრანსფერო ციებ ცხელება ( ანდრეა პოლი )
მას შემდეგ რაც გუნდი ფელიპე მელომ დატოვა და სავარაუდოდ მის გზას , მალე მოჰამედ სისოკოც დაადგება , ბიანკონერი კვლავინდებურად შეუდგება ცენტრალური ნახევარმცველის ძიებას . ბოლო პერიოდში , არტურო ვიდალთან ერთად , განიხილებოდა ახალგაზრდა იტალიელის , ანდრეა პოლის პერსონაც . ამასთან დაკავშირებით , კომენტარი სამპდორიას სპორტულმა დირექტორმა პასკუალე სენსიბლემ გააკეთა : ” სიმართლე გითხრათ , ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა , თუ რა ბედი ეწევა ანდრეას . ორი აზრი არაა , რომ კლუბი მაქსიმალურად შეეცდება ასეთი მაღალი დონის მოთამაშის დატოვებას , რომელიც ჩემი ღრმა რწმენით იტალიური ფეხბურთის მომავალია “ – განაცხადა პასკუალემ di Radio Crc – სთან საუბარში .
ეს კაი ვარიანტია
magari fexburtelia es aucileblad unda moiyvanos marotam albat yvelaze perspektiulia raa am momentshi italiashi
ამასაც აუცილებლად გავიფორმებთ, მაროტა ეგეთ ფეხბურთელს ხელიდან არ გაუშვებს, მითუმეტეს ევასება სამპდორიადან მაგრად..
მაროტა მიეცი 8 მილიონი და იყიდე რააა
