ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “შემდეგ მატჩში აუცილებლად გავიმარჯვებთ”

მიუხედავათ მატჩის სტატუსისა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ჯორჯო კიელინის მარცხი არ სიამოვნებს : “გამარჯვება ყოველთვის მოტივაციას გმატებს, მაგრამ პირველ მატჩში მარცხი გასაკვირი არაა, რამეთუ აქამდე საკმაოდ დამღლელი და რთული მომზადების კურსი გავიარეთ.ახლა გუნდი მეტად შეთამაშდება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში გამარჯვებას მოვიპოვებთ.”

“მე-16 წუთამდე მეტოქემ თამაშის ძალიან სწრაფი ტემპი შემოგვთავაზა, ფაქტია, ფიზიკურად პორტუგალიელები უკეთესად არიან მომზადებულნი.ამის შემდეგ, სპორტინგმა უფრო საკუთარი კარისკენ დაიხია, ჩვენ კი გონივრული შეტევის წამოწყების საშუალება მოგვეცა.მარცხი რა თქმა უნდა არასასიამოვნოა, მაგრამ შეცდომებზე სწავლობენ და ახლა გასაგებია, რაზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.კონტეს დავალებები პირნათლად უნდა შევასრულოთ, სწორედ ეს არის წარმატების გასაღები.”

“უშუალოდ მატჩიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი პროგრესირებს.უბურთოდ თამაშისას გაცილებით ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ, კონტემ მისი გუნდის მოედანზე პროგრესირებით უნდა იამაყოს.”

წყარო : Juventus.com

3 thoughts on “კიელინი : “შემდეგ მატჩში აუცილებლად გავიმარჯვებთ”

  1. აქ გამარჯვებას ვინ უყურებს, მთავარია ხარისხი გააუმჯობესეთ. გუნდი რო დაკომპლექტდება და სერია A მოახლოვდება მერე ვიფიქროთ შედეგზე!!! ჯერ ერთი თვე წინ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.