ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დებატები : იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა

ყველანი სრულიადში  !

პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნებისმიერ ადმინს, ჟურნალისტსა თუ უბრალო წევრს იმისთვის, რომ ბევრს აკეთებთ ჩვენი საიტის გაუმჯობესებისთვის.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ თემას, რისთვისაც ეს სტატია იწერება..

საფეხბურთო კლუბები, მათ შორის რა თქმა უნდა “იუვენტუსიც” ახლა საზაფხულო შეკრებაზე იმყოფება და გულშემატკივრების მთავარი სასაუბრო თემა ამჟამად არა მეგობრული მატჩები, არამედ ევროპის წამყვან კლუბებში მომხდარი ცვლილებებია.იტალიური, ბრიტანული თუ ესპანური გრანდის პრეზიდენტები ჯიბეზე აქტიურად იკრავენ ხელს და გუნდის გასაძლიერებლად, საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ.

ჩვენთვის, როგორც ForzaJuve.Ge – ს მომხმარებლებისთვის, უდიდესი ყურადღება ტურინის “იუვენტუსის” მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს ეთმობა.გუნდმა უკვე 5 ახალი ფეხბურთელი დაიმადა და ფაქტია, სუსტი რგოლების გასაძლიერებლად ჯუზეპე მაროტა მუშაობის გაგრძელებას კიდევ აპირებს.

მოკლედ, მე გთავაზობთ დროებით მოირგოთ საფეხბურთო ექსპერტის სტატუსი და სურვილისამებრ, დაწეროთ დიდი მოცულობის სტატია, რომელიც შეაფასებს “იუვენტუსის” მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს, დაწვრილებით აღწერს მაროტას მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორესა თუ შეცდომებს.სტატია უშუალოდ უნდა შეეხოს იმ ფეხბურთელებს, რომელიც უკვე ჩაირიცხნენ ტურინულ გრანდში, რომლებმაც ახლახან დატოვეს ბიანკონერები და იმათაც, ვის შეძენასაც მაროტა&პარატიჩის დუეტი აპირებს.

გთავაზობთ ფეხბურთელების სიას, რომელზეც სტატიაში მწერალმა უნდა ისაუბროს : ანდრეა პირლო, მიკელე პაციენცა, შტეფან ლიხშტაინერი, რეტო ციგლერი, არტურო ვიდალი, კარვალიო ამაური, ვინჩენცო იაკინტა, ფელიპე მელო, მომო სისოკო, მარკო მოტა, მარტინ კასერესი, ლუკა ტონი, მარკო სტორარი, როლანდო, კლაუდიო მარკიზიო, ჯუზეპე როსი, სერხიო კუნ აგუერო, მირკო ვუჩინიჩი, ხორხე მარტინესი, ანდრეა პოლი

ამ მოთამაშეთაგან “ექსპერტი” ვალდებულია ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც შეეხოს და უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი ეთანხმება თუ არა მაგალითად პირლოს მოსვლას, მელოს წასვლასა და როსისთვის ბრძოლას..ბოლოს, სტატიას უნდა თქვენი “იუვენტუსი” 2011/12 წყობა, რომელიც შეგიძლია ააწყოთ ამ ლინკზე – – – დააკლიკე – – –

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ სტატია უნდა იყოს გრამატიკულად გამართული, ვრცელი და აზრიანი..სტატიის დაწერის ორი მსურველი უკვე არის, დავწერ მე და დაწერს ჩვენი მომხმარებელი, GoGa, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორია ჩემთან ერთად.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ ჩემი იდეა მოგეწონებათ, შეგიძლიათ ნამუშევრები მოგვაწოდოთ Skype – ს საშუალებით : gio-gio778 და gogra13.სწორედ ამ მისამართზე შეგიძლიათ მოგვმართოთ დაწვრილებითი ინფორმაციისთვისაც..ნაშრომები გადამოწმდება, მცირე ხარვეზები გასწორდება და გამოქვეყნდება, შემდეგ გამოვაქყენებთ სამ სტატიას, რომელთაგან საუკეთესოს მომხმარებლები აირჩევენ..

გთხოვთ, საკუთარი აზრი კონკურსთან დაკავშირებით კომენტარების საშუალებით გამოხატოთ..

პატივისცემით, Forzajuve.ge – ს ადმინისტრაცია…


49 thoughts on “დებატები : იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა

  1. დარჯა შეგიძლია შენ დამამატოო… ჩემი სკაიპი ატრაკუნიებს : ( კონტაკტის დამატებას რომ ვაჭერ იტვირთება და არ შედის.

    irakli1019

  2. ვაა მაგარიაა :bugi: დიდი სიამოვნებით განვიხილავ ჩვენთვის ეგზომ საინტერესო თემას!!! დარჯა შეიძლება ერთი ერთ ფეხბურთელს ისეთს ცავსვავ რომელიც საერთოდ არ ყოფილა ნახსენები მაგრამ ჩემი აზრით იუვეს ჭირდება?

    1. უი ეხლა ვნახე

      იორდანიასთან გვაქვს ამხანაგური … ამერიკულ ტურნეში ვაფშე არ იყო ეს თამაში გაწერილი

  3. ჩამოწერილ ფეხბურთელთაგან ყველაზე არ არის აუცილებელი დაწერო, მაგრამ სასურველია უმეტესზე..ნუ რავი თქვენ გემოვნებაზეა რა, ეგ იმიტომ დავაწერე რომ დაიწყებდნენ მერე პასტორე, კავანი, ბენზემა, ბეილი და ეგეთ არარეალურ ტრანსფერებს..

    Turinski ……

    შენ თუ არ გინდა საერთოდ არ დაწერო, მინდა თუ არა იმ ფეხბურთელების მოსვლა იმას შეეხება საუბარი..

  4. დარჯა

    გთავაზობთ ფეხბურთელების სიას, რომელზეც სტატიაში მწერალმა უნდა ისაუბროს : ანდრეა პირლო, მიკელე პაციენცა, შტეფან ლიხშტაინერი, რეტო ციგლერი, არტურო ვიდალი, კარვალიო ამაური, ვინჩენცო იაკინტა, ფელიპე მელო, მომო სისოკო, მარკო მოტა, მარტინ კასერესი, ლუკა ტონი, მარკო სტორარი, როლანდო, კლაუდიო მარკიზიო, ჯუზეპე როსი, სერხიო კუნ აგუერო, მირკო ვუჩინიჩი

    აუცილებელია ყველაზე ისაუბრო?

  5. ხო რა აქ დაპოსტეთ ვის გინდათ სტატიის დაწერა..მერე დაწერეთ და ან მე ან გოგა დაგვამატეთ სკაიპში ;) ეგ მეორე სკაიპი რო წერია გოგა ქვია..ძმაკაცია ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.