ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი მარკიზიოს სანაცვლოდ ?

რომაული ” რომას ” სპორტულმა დირექტორმა , ვალტერ საბატინიმ , განაცხადა რომ მზადაა გაუშვას იუვეში მირკო ვუჩინიჩი , თუმცა სანაცვლოდ , არც მეტი არც ნაკლები – კლაუდიო მარკიზიოს ითხოვს . ჩერნოგორიელი ფორვარდი , ღიად აფიქსირებს საკუთარ სურვილს კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით . მისი სურვილის წინააღმდეგ არც ხელმძღვანელობა მიდის , თუმცა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სურთ მირკოს გაშვება . იტალიური პრესის ინფორმაციით , ვუჩინიჩი 17 მილიონ ევროდ არის შეფასებული , ბიანკონერის კი სურს ეს თანხა რომელი ფეხბურთელის მონაწილეობით შეამციროს . საბატინი კი მხოლოდ მარკიზიოს ითხოვს : ” იუვენტუსი მართლაც არის დაინტერესებული მირკოთი , მაგრამ თუ მათ ამ ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა სურთ , მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ კლაუდიო მარკიზიო უნდა იყოს “ . აღსანიშნავია , რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სულ ცოტახნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი 2016 წლამდე , მაგრამ როგორც ჩანს არტურო ვიდალისა და ანდრეა პირლოს იუვეში მოსვლის შემდეგ , კონტე შეეცდება კიდევ უფრო გადაახალისოს ნახევარდაცვის ხაზი .

წყარო : football-italia

44 thoughts on “ვუჩინიჩი მარკიზიოს სანაცვლოდ ?

  1. თუ აგუერო და როსი ვერ მოიყვანეს მაშინ ვუჩინიჩის ტრანსფერი აუცილებელია გუნდისთვის, აბა ტევესი ვერ გადმოყავს და … სხვა ვინ

    1. თუ ვერც აგუერო და ვერც როსი და ვერც ვინმე ნორმალური ვერ გადმოიყვანეს მაშინ მაროტას გაუხმეს ის გასიებული და მელოტი თავი :chuk: :givi:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.