ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როსი , ვუჩინიჩი და იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები

ესპანური პრესის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” ძალზედ ახლოს არიან ჯუზეპე როსის  დაკარგვასთან . ამ ინფორმაციას ავრცელებს Football Italia .  იტალიელებს იმედი ჰქონდათ , რომ 25 მილიონ ევროდ შეიძენდნენ ფორვარდს და პლიუს დამატებით ბონუსებსაც გადაუხდიდნენ ვილიარეალს , წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში . მაგრამ , პარასკევს გამართულმა შეხვედრამ ფედერიკო პასტორელოსთან , როსის აგენტთან , არანაირი შედეგი არ მოიტანა . ესპანელები კვლავინდებურად 30 მილიონს ითხოვენ და არცერთი ევროთი ნაკლებს . სხვათაშორის , იმავე წყაროს ინფორმაციით , იმ შემთხვევაში თუ მადრიდის ” ატლეტიკო ” მოახერხებს სერხიო კუნ აგუეროს გაყიდვას 45 მილიონად , მაშინ სწორედ ისინი შეეცდებიან როსის შეძენას , რომელიც მათი აზრით იდეალურად შეცვლის არგენტინელ ფეხბურთელს … ( გაგრძელება სრულიადში )

იტალიური პრესა კი ამასობაში მირკო ვუჩინის ტრანსფერზე ალაპარაკდა . არავისთვის არის ახალი , რომ ანტონიო კონტეს ძალზედ ესიმპატიურება ჩორნოგორიელი ფეხბურთელი მისი სათამაშო მახასიათებლების გამო . ვუჩინიჩს თანაბრად კარგად შეუძლია წინა ხაზზეც და მარცხენა შემტევ ნახევარმცველად ასპარეზება  . ეს პოზიცია კი ჯერ ჯერობით ვაკანტურია ტურინში . რაც მთავარია ბებერ ქალბატონს , 27 წლის ფეხბურთელი გაცილებით იაფი დაუჯდება , ვიდრე თუნდაც როსი . რომაელი ფორვარდის წასვლას არც დედაქალაქური კლუბის წარმომადგენლები გამორიცხავენ .

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა , როსის ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა . იტალიაში სხვადასხვა ავტორიტეტული გამომცემლობის ჟურნალისტები და საფეხბურთო სპეციალისტები , ერთმად აღნიშნავენ , რომ ბიანკონერი სატრანსფერო ბაზარზე მცირე პაუზას აიღებს და აგვისტოს ბოლოსთვის ხმაურიანი გარიგებებით დაბრუნდება . შესაძლოა გუნდმა როსიც გაიფორმოს და ვუჩინიჩიც ! ჯუზეპესთან დაკავშირებით , ტრანსფერს უშუალოდ ვილიარეალი აფერხებს , რომელსაც სურს მისი გამოყენება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე , ეს ყველაფერი კი იუვენტუსისთვის ამ ეტაპზე პრობლემას არ წარმოადგენს , რადგან ტურინელები არ ასპარეზობენ არცერთ ევროპულ გათამაშებაში . საინტერესოა , თავად ანტონიო კონტე რამდენად დათანხმდება ამ ვარიანტს , რადგან ფეხბურთელს ფაქტიურად მთელი წინასასეზონო მომზადება გაუცდება ბიანკონერიში .

რაც შეეხება ვუჩინიჩს , თუ მირკო მართლაც ჩაირიცხება იუვეში , დღევანდელი გადმოსახედიდან ის არ შეუქმნის პრობლემას ჯუზეპე როსის ტრანსფერს , რადგან კონტეს მისი გამოყენება ფლანგზე სურს,  4-2-4 სათამაშო სქემაში .

ერთი სიტყვით , მთავარ ტრანსფერებს აგვისტოს თვეში უნდა ველოდოთ …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ეს რა იციან – თუ იაფი ჯდება ესეიგი ეს ვარიანტი ჯობია??? თუ რისი თქმა უნდათ ვერ გავიგე. რაც მთავარია ვუჩინიჩი იაფი დაჯდებაო. არც კი ვიცი რა ვთქვა. აგერ ტიაგო გვყავს ნაყიდი იაფად, პოულსენი, მოტა.. ფეხბურთელები რომლებსაც ჩვენი პრიმავერას ბიჭები არც კი ჩამორჩებიან

ilia koreli
13 years ago

საღოლ, კარგად მუშაობენ იუვეს ,,მეტრანსფერები”. გაუხმათ მაგათ თავი. მაროტას თავი ისევ სამპდორიაში გონია და სამპდორიას კლასის ტრანსფერებს ჩარხავს. ვუჩინიჩს ასი თავით ჯობია იოვეტიჩი, ეგ მაინც იყიდოს მაგ დებილმა. აგვისტოში რაღას გააკეთებენ როცა ყველა უკვე გაყიდული და დაბინავებული იქნება. მე ერთი აზრი მაქვს, დელ პიეროს კლონი გააკეთონ და ის ათამაშონ

BESO BARAMIA
13 years ago

როსის რომ ვკარგავთ ეს უვე ცუდის ნიშანია, აგუერო არ გამოვიდა,ნეიმარი არ გამოვიდა, ვუჩინიჩს კიდევ ჯობია კრეიგ ბელამი ვიყიდოთ-იაფიცაა(სულ რაღაც კაპიკებში) და მირკოსაც აჯობებს!!

BESO BARAMIA
13 years ago
Reply to  Dutch

მე ბელამი ფასის გამო ავღნიშნე მხოლოდ;
http://www.youtube.com/watch?v=2sRYkrftRRM

Turinski ....... 444444444444444

ვუჩინიჩი არა კვახი .. რომას ზამენა მაგრა გაგვაძლიერებს

Gio Darja
13 years ago

როსი ატლეტიკოში არ წავა, 0 % – ია ამის შანსი :X

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x