ვუჩინიჩი მარკიზიოს სანაცვლოდ ?
რომაული ” რომას ” სპორტულმა დირექტორმა , ვალტერ საბატინიმ , განაცხადა რომ მზადაა გაუშვას იუვეში მირკო ვუჩინიჩი , თუმცა სანაცვლოდ , არც მეტი არც ნაკლები – კლაუდიო მარკიზიოს ითხოვს . ჩერნოგორიელი ფორვარდი , ღიად აფიქსირებს საკუთარ სურვილს კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით . მისი სურვილის წინააღმდეგ არც ხელმძღვანელობა მიდის , თუმცა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სურთ მირკოს გაშვება . იტალიური პრესის ინფორმაციით , ვუჩინიჩი 17 მილიონ ევროდ არის შეფასებული , ბიანკონერის კი სურს ეს თანხა რომელი ფეხბურთელის მონაწილეობით შეამციროს . საბატინი კი მხოლოდ მარკიზიოს ითხოვს : ” იუვენტუსი მართლაც არის დაინტერესებული მირკოთი , მაგრამ თუ მათ ამ ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა სურთ , მაშინ ეს მხოლოდ და მხოლოდ კლაუდიო მარკიზიო უნდა იყოს “ . აღსანიშნავია , რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სულ ცოტახნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი 2016 წლამდე , მაგრამ როგორც ჩანს არტურო ვიდალისა და ანდრეა პირლოს იუვეში მოსვლის შემდეგ , კონტე შეეცდება კიდევ უფრო გადაახალისოს ნახევარდაცვის ხაზი .
თუ აგუერო და როსი ვერ მოიყვანეს მაშინ ვუჩინიჩის ტრანსფერი აუცილებელია გუნდისთვის, აბა ტევესი ვერ გადმოყავს და … სხვა ვინ
თუ ვერც აგუერო და ვერც როსი და ვერც ვინმე ნორმალური ვერ გადმოიყვანეს მაშინ მაროტას გაუხმეს ის გასიებული და მელოტი თავი
