სატრანსფერო ციებ ცხელება
მაშინ როდესაც , ბიანკონერი ამერიკული ტურნეს მაშტაბით , მეორე ამახანაგური მატჩისთვის განაგრძნობენ მზადებას , ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი ტურინში , იმაზე ფიქრობენ , თუ როგორ გააძლიერონ შემადგენლობა . ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემატურად გამოიყურება მარცხენა ნახევარმცველის პოზიცია , რომელიც ნამდვილად რომ საჭიროებს მაღალკვალიფიციურ კადრს . ასეთად დიდი ხნის განმავლობაში მიშელ ბასტოსი მიიჩნეოდა , მაგრამ ბოლო პერიოდში ბრაზილიელ ფეხბურთელზე საუბარი მიწყნარდა . მოარული ხმების თანახმად , ამის თავი და თავი ანტონიო კონტეა , რომელსაც მაინც და მაინც არ მოსწონს ლიონის ფეხბურთელი . მაგრამ , საქმე როგორც ჩანს სხვაგვარად გამოიყურება . მაროტა განაგრძობს მოლაპარაკებებს , თუმცა ბასტოსის აგენტის განცხადებით , ჯერ ნაადრევია ტრანსფერის დასრულებაზე საუბარი …
” იუვენტუსსა და ლიონს შორის , ბასტოსის თაობაზე მოლაპარაკებები არ შეჩერებულა , უფრო მეტიც , ის საკმაოდ ინტენსიურ ტემპში მიმდინარეობს . ინტერის და ჩელსის ინტერესი ? მინდა გითხრათ , რომ ბიანკონერის გარდა , რამდენიმე კლუბი მართლაც არის დაინტერესებული ჩემი კლიენტით . მანამ სანამ ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს , კიდევ არაერთი დღე გავა ” – განაცხადა ფიფას აგენტმა პარიზიმ .
მარცხენა ნახევარმცველის გარდა , გუნდი განაგრძობს ცენტრალური მცველის ძიებას . იტალიური პრესის ინფორმაციით , იუვენტუსი შესაძლოა როლანდოს კანდიდატურას დაუბრუნდეს , რომელიც პორტოს ღირსებას იცავს , მაგრამ უშუალოდ მისი აგენტის განცხადებით , ნაკლებად მოსალოდნელია , რომ მისმა კლიენტმა კარიერა კალჩოში განაგრძოს :
” რამდენიმე ხნის წინ , ჩვენ საკმაოდ ხშირად გვეხმიანობდა ბიანკონერი , მაგრამ ბოლო პერიოდში მათგან არანაირი კონტაქტი არ დაფიქსირებულა . დღეისათვის მისით , მხოლოდ ვალენსიაა დაინტერესებული , მაგრამ ჩვენ წინ გველის საკმაოდ დამღლელი მოლაპარაკებათა რაუნდი . როლანდო მსოფლიო დონის მცველია , რომლის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა ” .
თავის მხრივ Sky ავრცელებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც , მაროტა დაინტერესებულია ფენერბახჩეს 30 წლის ურუგვაელი მცველით დიეგო ლუგანოთი , რომელმაც სულ ცოტახნის წინ კოპა ამერიკაზე მოიპოვა გამარჯვება საკუთარ ნაკრებთან ერთად . მისი სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს .
ეს რაც შეეხებოდა სავარაუდო შევსებას , ეხლა კი დროა წამსვლელებზე ვისაუბროთ …
უნიჭიერესი კრისტიან პასკუატო , შესაძლოა ძალიან მალე ნერიაძურის წევრი გახდეს , მაგრამ არა ინტერის – საუბარი , ბერგამოს ” ატალანტაზეა ” . მოარული ხმების თანახმად , მოკრძალებული კლუბი , ფეხბურთელის კონტრაქტის 50 % – ის გამოსყიდვას აპირებს .
ვინჩენცო იაკინტას მომავალი კი ბურუსით არის მოცული . მისით დაინტერესებას ნეაპოლიტანური ” ნაპოლი ” იჩენს . დღეისათვის , უდინეზეს ექს ფორვარდი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსს გადის .
აი მანუელ ჯანდონატო კი შესაძლოა დარჩეს ტურინში და არ გადაბარგდეს ჩეზენაში . წვრთნების დროს , მას საკმაოდ კარგი შთაბეჭბდილება დაუტოვებია ანტონიო კონტეზე , რომელიც აპირებს შანსი მისცეს 19 წლის ფეხბურთელს .
გეთანხმები მაგრამ,მინიმუმ ერთი-ორი ფეხბურთელი მაინც უნდა ვიყიდოტ ისეთი რომ ღირდეს…
თანამედროვე ფეხბურთში ვერ ხედავთ რაც ხდება ? თითზეა ჩამოსათვლელი მზა პროდუქტი რომელიც მოვა და იცი რომ უეჭველი დადებს შედეგს და ღირს საკმაოდ ძვირი ! საშუალო დონის იგროკებსაც ისე აპიარებენ და იმხელა ფასებს ადებენ , რომ სისულელეა უბრალოდ რა … არა აქვს გუნდს იმის ფუფუნება თითო ასეთ ფეხბურთელში 30 მილიონი იხადოს
მერე სწორედ ფსიქოლოგია თუ გინდა ძლიერი გქონდეს გუნდში ტრეზეგეს,ნედვედის,დავიდსის,ტაკინარდის,ძამბროტას და კანავაროს მსგავსი ფეხბურთლები უნდა გყავდნენ….მართალია იმათ ვერ დავაბრუნებთ მაგრამ იმ დონის გუნდს ვიდალით და ვარგასით ვერ ავაშენებთ…კრასიჩზე დაბალი დონის ფეხბურთელი იუვეს არ უნდა ყავდეს არადა დელპიეროს,ბუფონის და კიდევ ორიოდე ფეხბურთელის გარდა ყველა კრასიჩზე დაბალი დონისაა….
იგივე მუხტით რომ ვერ ვიტამაშეთ სხვა შეხვედრებში ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად ფიზიკური და ტაქტიკური სუსტი კონდიციების ბრალიცაა, ვინაიდან ყველა თამაშს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ტაქკტიკის შედგენა, ფიზიკური კონდიციების გეგმაზომიერად გადანაწილება და რა თქმა უნდა შესაბამისი მოტივირება-ეს კიდევ უკავშირდება ფეხბურთელების პროფესიონალიზმს, რაც აშკარად დაგვეწუნებოდა გასულ სეზონში, ვინაიდან გრიგერას, მარტინესის, მოტას, ტონის, თუნდაც მელოსა და აკვილანის დონე, ვერ იყო რბილად რომ ვთქვათ იუვეს შესაბამისი; ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის ინტერიც და მილანიც და სხვები, საკმაოდ ფრთხილ ტაქტიკას ირჩევდნენ იუვესთან სათამაშოდ, რაც ჩვენ უკეთ გამოვიყენეთ, თუმც ზემოთხსენებული ხარვეზები რომ არის და გამოსასწორებელი-ამაზედ აქვს უამრავი სამუშაო კონტეს!!
გუნდი რო 2-0 იგებს და 3-2 წააგებს , ფსიქოლოგიის პრობლემა არ არის ? აბა მეტი მე არ ვიცი რა … შეხედეთ რეალურად და იქიდან იმსჯელეთ
ყველაფერი ფსიქოლოგიის ბრალი შეიძლება არ არის და რაღაც მომენტში მოვიკოჭლებთ კიდევაც , მაგრამ მთავარია რომ გრანდებს ვამარცხებდით და ტოლსწორად ვეთამაშებოდით და შესაბამისად იგივე მუხტით რომ გვეთამაშა ყველა შეხვედრაში შედეგი რა უკეთესი არ გვექნებოდა ?
მართალი გითხრათ ფსიქოლოგიური პრობლემები იუვეს ნამდვილად ჰქონდა(იმედს ვიტოვებ რომ აღმოიფხვრა) და ეს უფრო ჩემი აზრით დელ ნერის საფეხბურთო ხედვის გამო იყო,რომელიც ვერ მოერგო იუვეს მოდელს- ხოლო რაც შეეხება სტატისტიკას, ძლიერ გუნდებთან პლიუსში ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაფერის კონკურენციას უწევთ და ამ დროს ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას რომ დაბრალდეს ყოველივე ეს-ნაკლებად სავარაუდოა!!
ერთი თამაში რა შუაშია
გრანდებიდან მოუგო ყველას და ეხლა სუსტ გუნდებთან სხვა ამბავია … ფსიქოლოგიური სახის პრობლემები უფრო აქვს იუვეს ამ ეტაპზე ვიდრე სხვა სახის ….
ძლიერებს უგებენ და შემდეგ ლეჩესთან კარგავენ ქულებს და ვინ დამაჯერებს ეხლა რომ იქაც რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და სწორად მიუდგნენ საქმეს თავზე არ დაახევენ ბურთს
უშუალოდ რომ უგებს მილანს და ინტერს ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ გუნდებს კონკურენციას უწევს….მთავარია იმაზე უფრო ნაკლებ გუნდებთან დაკარგო ქულები ვიდრე ისინი დაკარგავენ…თორე ერთი თამაშს იუვე ნებიმიერ გუნდს მოუგებს
სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დასრულებულა და იუვენტუსი კიდევ იყიდის ფეხბურთელებს , ამიტომ დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა
და კიდევ , ვინც იძახით იმას რომ მილანს და ინტერს ვერაფერს უზამსო : ) იუვენტუს ამ გუნდებთან პრობლემა არა აქვს, უგებს მაგათ : ) გადახედეთ სტატისტიკას და მიხვდებით : ) მთავარია გუნდმა სტაბილურობა შეიანრჩუნოს , რაშიც მწვრთნელი დაეხმარება
კი მაგრამ ნუთუ იუვე ისეთ დღეშია რო მსოფლიო დონის ფეხბურთელი ვერ გვიყიდია?…მარტო ვიდალით შემოვიფარგლებით?….თავის დროზე ფორლანი ვერ იყიდეს,კავანი ეყიდათ,როსიში ამხელა ფულს იხდიან და იმასაც ვერ ყიდულობენ…რა ბასტოსი და რისი ლუგანო და ვარგასი….ამ გუნდით იუვე მილანს და ინტერს ვერ გაუწევს კონკურენციას…….
ლივერმა იყიდა ეხლა სტიუარტ დაუნინგი-უპერსპექტიულესი მცველი,რა დიდებული იქნებოდა ასეთი კლასის მცველის ჩვენთან ხილვა-ნუ, ეს უკვე ჩავლილია….
ტრანსფერები ჩემი აზრით ვერ მიდის კარგად-ყველაზე იმედიმომცემი უკვე განხორციელებულისაგან არის ვიდალის დამატება; რა თქმა უნდა არც პირლოს საკითხია მეორეხარისხოვანი;
ცალსახაა, და ეს დეშამმაც აღნიშნა, რომ ამ ტრანსფერებით შორს ვერ წავალთ-აუცილებელია ნახევარდაცვის ბოლომდე ჩამოყალიბება-ჩემი ნება იყოს მოდრიჩს ვიყიდიდი, ჭკვიანი იგროკია-თავდასხმაში კიდევ სწრაფი ფორვარდი გვინდა, კარგი დრიბლინგით-შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს და ერთი ვაი-ვიში აწიოს, მაგრამ ვინაიდან აგუეროს ვარიანტი საბოლოოდ გაიმაზა, ტორესის ვარიანტს განვიხილავდი-აბ ბიჭისტვის ინგლისური ფეხბურთი აქილევსის ქუსლია და ზედგამოჭრილი იქნებოდა სერია ”ა”;
არადა ბოლო წლებთან შედარებით იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა სწორი კურსით მიმდინარეობს : ) მე კმაყოფილი ვარ )
უბრალოდ ერთადერთი გულდასაწყვეტი მელოს გაშვება იყო
ობიექტურად თუ შევხედავთ, საშუალო დონის ტრანსფერებია განხორციელებული და ასევე საშუალო დონის ტრანსფერებია განსახორციელებელი, მე დიდი ეჭვი მაქვს იუვემ სკუდეტოსთვის იბრძოლოს, მაგ შემადგენლობით სამეულში მოხვედრა ალბათ მაქსიმუმი იქნება. ბრაზილიელებზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ რომ კონტეს არ ევასება, ან ვერ ქაჩავდნენ ადრე, დიდი სისულელეა. ისევ მილანი აიღებს სკუდეტოს, ეგ ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ინტერი კი იბრძოლებს, მაგრამ მაგათი სასკუდეტო შანსები ჩემი აზრით ნულია. რომაული კლუბები მაგარ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. არ დაგვავიწყდეს ეს სერია ა არის და კიდევ ნებისმიერ გუნდს შეუძლია სასურველი ქულები აგვახიოს. მე გაწბილებული ვარ იუვეს სატრანსფერო პოლიტიკით
როდესაც გუნდში ირიცხება მატრი და კვალი, ამ დროს ვუჩინიჩის შეძენა რით არის განპირობებული ჩემთვის გაუგებარია, მირკო არც ტარანის ტიპის თავდამსხმელი არაა და არც დრიბლინგიორი-იუვესთვის ყველას გვინდა წარმატება-ვუსურვოთ იუვეს შტაბს ნაყოფიერი მუშაობა!!

ვუჩინიჩზე ეგრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებენ თუ ან საერთოდ არა აქვთ ნაყურები მისი ასპარეზობისთვის , ან კიდევ უბრალოდ არ ევასებათ : ) ობიექტური ადამიანი მაგას არ იტყვის : ) მანჩესტერი ჩამოდის 20 მილიონზე აგერ მირკოზე და თავად შეაფასეთ რა დონის მოთამაშეზეა საუბარი
ვუჩინიჩს რაც შეეხება მარცვალაძე ჯობიაო და მაშინ თავი დაანებონ რომას და საფეხბურთო კლუბ კრასნოდართან დაიწყონ მოლაპარაკება … ისე მარცვალაძე ვოლგადან რატომ წამოვიდა ნეტა?
მარცვალაძე არა კვახი კიდე..ვუჩინიჩს მიდარებ მარცვალაძეს? ვუჩინიჩი ისაა აზრზე რო არ ვიყავით იქიდან რო გაგვიტანა ბურთი
ეგრე ლაპარაკობდნე ამ საიტზე გუშინ
ლუგანო ძალიან კარგი ვარიანტია, მგონი თვითონაც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდა ტურინში …. ვარგასი უკეთესი ვარიანტი ჩანს ბასტოსთან შედარებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, შეიძლება ბასტოსის გადმოყვანით ძალიან ბევრი სარგებელი მიიღოს იუვემ … (ბრაზილიის ტრენერმა არ წაიყვანა ბასტოსი კოპაზე და რა ხეირი რო)/// ბენზემა იდეალური ვარიანტია, მაგრამ მაურინიო არ არის იმის ჩიტი მსოფლიო კლასის ფორვარდს რომ შეელიოს …
კონტე მაგარი კაცია, ბრაზილიელების მიმართ ანტიფატია აქვს
მარტო მაგიტო მომწონს…. :)))
დიეგო ლუგანო მართლაც მაგარი მცველია ეგ ერთი 3 2 სეზონი კიდე გაქაჩავს მასე როლანდოს თU ვიყიდით კაიაა 2 ოივეს თU ვიყიდით დაცვაშI პრობლემები აღარ იქნება ჩემი აზრIთ ბასტოსს მე ვარგასის კანდიდატურა მირჩევნია იტალიაშI თამაშობს და ადაპტაციაც არ გაუჭირდება ისე ბასტოსი კი ბრაზილიელია თან ბრაზილიელები ვერ ამართლებენ იუვეში კაი იქნება ვუჩIნიჩი ასევე მაგარი ნიჭიერი ფეხბურთელია ეგ მართლაც გოლის ალღო აქ ტიპს კონტე სწორ არჩევანს აკეთებს და თავდასხმაში მე მაინც ბენზემას მივესალმებოდი თანაც ფრანგია და ტრეზეგეს მოვალეობას გააგრძელებდა .. ბონიპერტი და პასკუატო ორივე იუვეს მომავალი უნდა გახდეს დაგანდონატო კი უნიჭიერესი ფეხბურთელია მაგი უნდა გაზარდონ და იუვესი ერთი ერთი წამყვანი ფიგურა გახდება !
კაი სტატიაა: )))