ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საბატინი და მაროტა შეთანხმდნენ ?

La Stampa – ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , ჯუზეპე მაროტამ და ვალტერ საბატინიმ , როგორც ჩანს მიაღწიეს შეთანხმებას მირკო ვუჩინიჩის თაობაზე . 27 წლის ფეხბურთელს , თავდასხმის ხაზში რამდენიმე განსხვავებულ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა და სწორედ ეს უნივერსალიზმი ხიბლავდა ყველაზე მეტად , ბიანკონერის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს , რომლის უშუალო სურვილითაც ხორციელდება ეს გარიგება.  ზემოთხსენებული წყაროს ცნობით , მხარეები 15 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან , პლიუს ბონუსები , წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში . თავად ვუჩინიჩი კი სამი უახლოესი სეზონის მანძილზე , წლიურად 3.5 მილიონი ევროთ შეივსებს ბიუჯეტს .  ლუის ენრიკეს , რომას მთავარ მწვრთნელს – უკვე არჩეული ჰყავს ფორვარდი , რომელიც ჩერნოგორიელს შეცვლის დედაქალაქურ კლუბში , ეს გახლავთ ვილიარეალის ბრაზილიელი წინა ხაზელი ნილმარ ონორატო და სილვა .

წყარო : tuttojuve

47 thoughts on “საბატინი და მაროტა შეთანხმდნენ ?

  1. პირლოზე რო ეგრე ლაპარაკობთ ეს არის საკუთარი თავის შეურაცხოფა და ვუჩინიჩი ძირითადის ფეხბურთელად არ მოდის!!!

  2. alex delpiero
    ჩვენთან ტოპ კლასის ფეხბურთელი არავინ არ წამოვა ბრატ აქიდან უნდა დაიწყოს გუნდის გაძლიერება და ზევით ზევით ასვლა აიი ამ ნორმალური ფეხბურთელებით თორე ერთად ვერაფერი ვერ გამოვა მე მგონია რო სკუდეტოს მილანი აიღებს იუვე და ინტერი კი 2 3 ადგილისთვის იბრძოლებენ , მაგალითად ავიღოთ მაგალითი სიტის რეალის ერთად შეყარა ვარსკვლავები მარა შედეგი ვერა აქვთ ბარსელონას ყველა ფეხბურთელს ჯობია რეალში ვინც თამაშობს ფეხბურთელები …..უბრალოდ ბარსამ როგორ ამოქაჩა პედროო პიკე უნაიტედშI იყო დააბრუნა გახადა ვარკვლავი ეტო გაუშვა მერე იბრა გაუშვა და მოიყვანა ვილლა რომელიც იბრასთან და ეტოსთან შედარებით არაფერი არაა ….სიტიი ვაფშე ყლაპავს ფეხბურთელებს აიი ასე უნდა დაიწყოს ძმა გუნდის აშენება შემდეგ სენზე გავალთ ლიგაზე მაშინ თუ შეთავაზება იქნა მოვა ვარკვლავი ნუ ნერვიულოობ …რომელი კაცი წავა ახლა იმ გუნდში სადაც არც ევრო ტურნირებზე და არსად არ ღებულბს მონაწილეობას …… ამიტომ კიდე ვუჩინიჩი ეგ 2 3 სეზონს იმენა მაგრა გაქაჩავს მაგარია ეგ ფეხბურთელი პასებსაც მაგრა ჩითავს და ყველაფერი ნიჭიერი ფეხბურთელია რა ….

    1. ფულს თუ გადაუხდი წამოვა ძმაო ნებისმიერი ფეხბურთელი. შენ ფული თქვი თორემ მესის გადმოიყვაბ ბარსადან

      1. ტრუხა ბაზარს ბაზროობ შანსიი არაა ეგ ტოპ კლასის ფეხბურთელების პრინციპებში არ შედის ძმა მოჯიმ იუვეში გახადა ვარსკვლავები ტრეზეგე ნედვედი ბუფფონი იბრამ იუვეში აიდგა ფეხი მაგრად ვიდრე აიაქსიდან აქ უფრო მაგარი ფეხბურთელის ტიტული მიანიჭეს,,, იუვე გუნდში ავლენდა ვარსკვლავებს

  3. მშვენიერი ტრანსფერი იქნება მაროტას მხრიდან, მე ვუჩინიჩი ძალიან მომწონს, სწრაფია, ტექნიკურია, გოლის ალღო აქვს და ურტყავს კიდეც :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.