ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სატრანსფერო ბატალიები

ბიანკონერი განაგრძობს საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას . მირკო ვუჩინიჩის დამატების შემდეგ , ჯუზეპე მაროტა ცენტრალური მცველის და მარცხენა ნახევარმცველის დამატებას გეგმავს …

შარშანდელი სეზონის სტარტზე ლეონარდო ბონუჩი , ისევე როგორც ” იუვენტუსი ” , საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ , მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა . დადის ხმები , რომ ახალგაზრდა იტალიელი მცველი დატოვებს ტურინს , ამ ყველაფერს ის ფაქტიც ამყარებს , რომ ლუჩიანო სპალეტის ” ზენიტი ” სერიოზულად დაინტერესდა ” ბარის ” ყოფილი ფეხბურთელით . რუსები მზად არიან 8 მილიონი ევრო გადაიხადონ მოთამაშეში , რომელიც გასულ სეზონში ჯუზეპე მაროტას 15 მილიონ ევრომდე დაუჯდა ( თუმცა , საგულისხმოა , რომ რეალურად იუვემ 5 მილიონი ევრო გადიახადა , ხოლო დანარჩენი თანხა რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვით დაფარა ) .

მიუხედავად ამისა , ნაკლებად არის მაინც მოსალოდნელი ლეოს გუნდიდან წასვლა , რადგან ბონუჩი იტალიაში ერთ ერთ ყველაზე პრესპექტიულ ცენტრალურ მცველად ითვლება , რომელიც სკუადრა აძურის წევრიც კი არის . მაგრამ მეორეს მხრივ ანტონიო კონტეს არ სურს გარისკვა და მაქსიმალურად ცდილობს ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას , რომელიც რეალურად ეცდება პირველი პოზიციების დაკავებას , სწორედ ამიტომ ჯუზეპე მაროტა რამდენიმე ვარიანტს გახილავს . ერთ ერთი კი ფენერბახჩეს ურუგვაელი მცველი დიეგო ლუგანოა , რომლის ამჟამინდელ კლუბს სერიოზული პრობლემები გააჩნია . შესაძლოა თურქული ფეხბურთი გრანდი დაბალ დივიზიონში დააქვეითონ არა სპორტული საქმიანობის გამო , ამ შემთხვევაში კი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი არ აპირებს გაჩერებას და კარიერას 100 % – ით სხვა კლუბში გააგრძელებს : ” იმ შემთხვევაში თუ ჩემს კლუბს დააქვეითებენ , აუცილებლად დავტოვებ თურქეთს . დღეისათვის აქ საკმაოდ დაძაბული ვითარება სუფევს და ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა . მართალია კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს , თუმცა უკვე დღეს მე სხვა გუნდების შემოთავაზებებსაც განვიხილავ “ .

არის შანსი , რომ ლუგანო საერთოდ უფასოდ ჩაუვარდეს ხელში მაროტას , რომელიც 3.5 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა , მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება , თუ დიეგო თავისუფალი აგენტის სტატუს მიიღებს .

კიდევ ერთი პრობლემატური პოზიცია , რომელიც ნამდვილად რომ საჭიროებს გაძლიერებს , არის მარცხენა ვინგერის ვაკანტური ადგილი . სავარაუდო კანდიდატები არიან : ნანი , ვარგასი , აფელაი და პეროტი . იტალიური პრესის აზრით , კონტეს სქემას იდეალურად მოერგებოდა ლუიშ ნანი , თუმცა მისი გაფორმება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული , მაგრამ აქ მეორე მომენტიც გასათვალისწინებელია . სავარაუდოდ პორტუგალიელს უკვე აღარ მოხიბლავს სათადარიგოთა სკამზე ჯდომის პრესპექტივა … ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი იქნება 25-30 მილიონ ევროთ .

რაც შეეხება აფელაის , მან საკუთარი შესაძლებლობები ძალზედ კარგად წარმოაჩინა 2010  წლის მსოფლიო ჩემპიონატზე , მაგრამ კატალონიაში კი ვერაფრით მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება . შესაძლოა ბარსელონამ იგი ან გაყიდოს , ან არენდის წესით გაუშვეს , რომელიმე კლუბში .

კიდევ ერთი ფეხბურთელი კი არის დიეგო პეროტი . არგენტინელი წარმოშობის გარემარბი , გამოირჩევა საკმაოდ კარგი დრიბლინგით , სისწრაფით და ამასთან ერთად მას იტალიური პასპორტი გააჩნია . რაც შეეხება სევილიას , ესპანური კლუბის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს უარი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვაზე , მაგრამ ” სწორი წინადადების ” შემთხვევაში ისინი დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან .

37 thoughts on “იუვენტუსის სატრანსფერო ბატალიები

  1. romelma tqva bichoi nani jobiao vargasso dagcino bicho ? )))) nanis 1 italieli mcveli ro sheexos 10 clit daitramveba )) vargasi seria A-s sauketeso legioneria youtubeze naxem ainc vargasi ra ispanitelia ra chacodeba aq ra shesvla aq sajarimoshi ra prastreli aq da rac mtavaria ra kargi dartma aqvs da kide rac upro mtavaria ra sizuste aqvs ))) sirbilic ar ezareba nani kide sopikoa magari )))))) tan nani 90 procenti ver itamashebs italiashi manchestershic verari iseti rasac elodebodnen ) ai rogorc ronaldoa exla realshi isetia nani manchestershi ogond dabali donis upro )

  2. მაგრამ ღიპიანი ვეძახოთ და რომ დავიმატოთ დარწმუნებული ვარ ათ თამაშში გაცილებით მეტს გააკეთებს ვიდრე კრასიჩი ოც თამაშში

  3. არადა ვარგასი უტალანტესი და უშემსრულებელესია!!! მაგრამ ღიპს რა მოვუხერხოთ?? რაა?? არადა მარცხენა ფლანგზე ბადალი არ ყავს მაგ ღიპიან ყმაწვილს

  4. ნანის ფერგიუსონი ჭკვიანურად იყენებს და ამიტომა ასე პროდუქტიული. სხვა საქმეა კონტეს რა იდეეები აწუხებს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ ბასტოსი და ნანი ერთნაირი ტიპის ფეხბურთელები არიან. აი ვარგასი სხვა საქმეა, უფრო იტალიურ სტილში ჯდება, ერთი ისაა პრობლემა როდემდე იქნება კაი სათამაშო ტონუსში!

  5. ნანი: “მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ”
    ამის მერე არ მევასება ეს ჩვარი რამე მაინც ქონდეს გაკეთებული და არაფერს ვიტყოდი მაგის ნათქვამზე თავში ავარდნილი სახეა ეს რო ფინტებს დაიწყებს მოხვდება ერთი ბომელისგან და მორჩება მაგის კარიერა

  6. იუვეს მთავარი სამიზნე იყო როსი, მისი ალტერნატურა კი ვუჩინიჩი, ჯუზეპესთან მოლაპარაკებები ჩიხში რომ შევიდა იუვემ მირკო გაიფორმა, ანუ ფორვარდად იყიდეს ჩერნოგორიელი..

    მარცხენა ვინგერად ჩამოთვლილთაგან არცერთს არ დავიწუნებდი, ყველაზე მეტად ალბათ ნანი მაინც რა ვიცი, არც ვარგასზე ვგიჟდები და არც პეროტიზე, ნანი საუკეთესოა თორე არც ლუიშია მსოფლიო დონის..

  7. ფეხბურთელის ასაკს რატო უყურებთ ?

    ასაკს უყურებს არსენალი და იმიტომაც იგებს ტიტულს ტიტულზე : | გამოცდილი ხალხი გვჭირდება ამ ეტაპზე , გუნდის ხერხემალი რომ შეიქმნას და მერე იზრუნონ ახალგაზრდების მოყვანაზე

    27-28 წელი ფეხბურთელისთვის არის საკმაოდ იდეალური ასაკი , ჩამოყალიბებული , შემსრულებელი და რაც საჭიროა იცის როდის და რა გააკეთოს მოედანზე

    1. და ნანი არაა მაგნაირი ? შემსრულებელი არაა ? სისწრაფე არ აქ ? დრიბლინგი არ აქ ? ვარგას სისწრაფე არ აქ ვარგასი უფრო ცხოველია ….. და ნანის კაიაა თან ეგ რო ივეში გადმოვა აქ თუ გაიზრდება დადგება მგონი კაი ფეხბურთელიი : )

      1. 24 წლის ფეხბურთელი რო დღემდე არაა გაზრდილი და თAნ ფერგიუსონის ხელში , ეგ იტალიაში არაფრის გამკეთებელი არ არის : ) არანაირად არ არის არც შემსრულებელი და არც არაფერი … არაფერი არ გაუკეთებია საკუთარი კარიერის განმავლო ბაში არც საკლუბო დონეზე და არც სანაკრებოზე …

        ვარგას მაგასთან შედარებით ბევრი პლიუსია აქვს სხვათაშორის … ნელიაო მაგაზე ვერ იტყვი , ფიზიკური კონდიციებით ჯობია და უკან თამაშიც მშვენივრად გამოსდის და ეხლა შენ განსაჯე რამდენად გვირჩევნია , კრისტიანო რონალდოს უსაზიზღრესი კაპიროვკა , ფეხბურთელს რომელმაც იცის კალჩოში თამაში და ამას საკმაოდ პროდუქტიულადაც აკეთებს .
        ეს ჩემი აზრია , უბრალოდ ნანი რო იტალიაში 0-ი იქნება ეს ფაქტია

    1. დამიჯერე.. ფეხში მოარტყავს ვიღაც კალიარის ან ნოვარას მცველი და დაიტრავმება!!!

      ვარგასი ცხოველია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით :givi:
      რო ჩაარტყა აქეთ გეტკინება :boli:

      ტიპი კარგად უტევს,კარგი დარტყმა აქვს,დიდი ენერგია, დაცვაში ხო ჩამოდის და ჩამოდის. პასიც იცის და კაცის მოტყუებაც არ უჭირს.

      მე მინდა ვარგასი :forza:

  8. მე ვუჩინიჩიდან და ვარგასიდან ვარჩევდი და მოიუვანეს მირკო..
    როგორც ჩანს ფორვარდის პოზიციაზე და მაშინ აქიდან ვარგასი მინდა!!!

    ტიპი ცხოველია.. ეგ თუ მოვიდა ჩათვალეთ მარცხენა ფრთაზე არც დაცვაში გვექნება პრობლემა

  9. სად სტოკის მცველი და საერთოდ ბრიტანეთში მოთამაშე ლუზერი მცველები და სად კალჩოსი … ვინ მისცემს აქ დროს რომ თავი ზემოთ აწიოს :lool: მაგარი ხეა როჟა იმენა

  10. ჩვენი პრეს-ცენტრის დირექტორს არსად გავუშვებ!!!!!!!!! მე კიდე ყველას პეროტი მირჩევნია!!!!!!!!!!

  11. ხო რა ნანი კარგი ფეხბურტელია მაგრამ ინგლისში ძალიან გახსნილ თამაშს თამაშობენ სერია აში რაღაც არა მგონია მაგ ფეხების გადატარებები შეძლოს ისე როგორც ამას ინგლისში აკეთებს

  12. ნანის გადმომყვანები რატო არ არიან ? ვინ არის ნანი :blin: ნანი არა კვაზიმოდო , ეგ იტალიაში არ დავინახო ! კუარეზმა 2 და დაჟე უარესი ლუზერი :blin:

    იქ ერთი ორი ფეხის გადატარება შეუძლია წამში და მაგარი ჰგონიათ : |

  13. აფელაი არამგონია გადმოვიდეს დანარჩენებს თანაბარი შანსი აქვთ მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ან პეროტი ან ვარგასი გადმოვა ნანის გადმომყვანები არ არიან ესენი :x

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.