კონტე : “ვუჩინიჩი იუვენტუსს კარგად შეეწყობა”
La Gazzetta Dello Sport – თან ინტერვიუში, დღევანდელმა იუბილარმა, ანტონიო კონტემ ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებულ პირველ კვირეებზე ისაუბრა.
“შედეგი ? – ვფიქრობ, დამაკმაყოფილებელი.ნებისმიერ შემთხვევაში, მე გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ.ფეხბურთელები ცდილობენ შეასრულონ ის, რასაც მწვრთნელი მათგან ითხოვს, მე კი ჩემი შეგირდების კარგად მესმის.ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, ახალი იდეებით.მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაშია.ჩემი ყოველდღიური მოთხოვნა ისაა, რომ ფეხბურთელებში დავინახო ენთუზიაზმი, გამარჯვებისკენ სწრაფვა და ბრძოლის სურვილი.ყოველდღიურად ვპროგრესირებთ.ბოლო მეგობრულ შეხვედრაში, დაცვამ მოწინააღმდეგეს მხოლოდ იმის შანსი მისცა, საჯარიმოს მიმდებარე ტერიტორიებიდან ეცადათ კარის დალაშქვრა.გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ ერთად მივიწევთ წინ.ვფიქრობდი თუ არა, რომ 20 დღის შემდეგ პროგრესი არ გვექნებოდა ? – არა, მაგრამ ვშიშობდი რომ მეგობრული შეხვედრებისთვის მზად არ ვიყავით.სპორტინგთან მშვენივრად ვიასპარეზეთ, შემდეგ მატჩებში კი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.ვარჯიშების ამ პერიოდში შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ეს მნიშვნელოვანია.ფეხბურთელები საკუთარ თავში მეტად დარწმუნებულნი არიან.დაცვა, რომელსაც ასე აკრიტიკებდნენ, ორი მატჩის განმავლობაში გოლს არ უშვებს.ფორვარდები რომ დაღლილები არ ყოფილიყვნენ, მეტს გავიტანდით.”
ორშაბათს მირკო ვუჩინიჩი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება : “ვუჩინიჩი – უმაღლესი დონის ფეხბურთელია ? – ჩემთვის სულ ერთია, მთავარია მისი მიზანი გამარჯვებაა.მირკო იუვენტუსს კარგად შეეწყობა, ამაზე მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც იგი ჩვენი გუნდის ფეხბურთელი გახდება.”
კონტესთვის ძირითადი შემადგენლობისა და სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი არ არსებობს : “მეგობრულ შეხვედრებში შემადგენლობას ხშირად ვცვლიდი.გუნდის შეცვლამ არ უნდა შეცვალოს შედეგი.რეზულტატი დადებითია : ბოლო ორ შეხვედრაში გუნდის ძირითადი ბირთვი რამოდენიმეჯერ შევცვალე, მაგრამ თამაშის აზრი არ შეცვლილა.ეს პროგრესია.”
უჩინიჩი თუ შეეწყობა კონტე იუვეს მაშინ რაღა გვიჭირს
ლავ იუ კონტე
ანუ ოფიციალურია ხო უკვე?
Welcome !!!
გუშინ მსოფლიო ჩემპიონათში ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა იყო და ესპანეთი და საფრანგეთი მოგვიწია მაგ კბილებ დაკრეჭილების გამო მარა არაუშავს ესპანეთსაც და საფრანგეთსაც დედის სულს ავაძრობთ ეგ 1-0 ის გუნდები
რახდება რა რატოაგინებთ ამ განსოს და რონალოდს
რონალდო და განსო თქვენი კბილებდაკრეჭილი დედაც დადეთ რა სტატია
პრესის მიმოხილვა დადეტ