კასერესმა “იუვენტუსში” დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა ?
Corriere Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარტინ კასერესმა ტურინის “იუვენტუსში” შესაძლო დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა.ურუგვაელი უნივერსალი დაცვის ხაზს სერიოზულად გააძლიერებს, რამეთუ “სევილიას” ფეხბურთელს რამოდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის კასერესის შეძენა ჯუზეპე მაროტასაც სურს, 2 წლის წინ კი, ბიანკონერების სპორტულმა დირექტორმა ურუგვაელის გამოსყიდვაზე მაღალი ფასის გამო უარი განაცხადა.გასული სეზონი კოპა ამერიკის გამარჯვებულმა “სევილიაში” არენდის წესით გაატარა, მისი ტრანსფერი ტურინელებს 10 მილიონზე ნაკლები დაუჯდებათ.ცენტრალური მცველის ძიებაში ტურინელთა უმთავრესი სამიზნე დიეგო ლუგანოა, რომელიც შესაძლოა მაროტას უფასოდ ჩაუვარდეს ხელთ.ურუგვაელის ალტერნატივა “ჩელსის” ბრაზილიელი ლეგიონერი, ალექსია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს.
წყარო : Tuttojuve
მოვიდეს გამოგვადგება
მოკლედ ეხლა კასერესს რაც შეეხება უდაოდ კაი ფეხბურთელია თან ციგლერს ჯობია მოკლედ ჩემი აზრით ეხა გუნდმა და მაროტამ ესენი უნდა იყიდონ და დახურონ სატრანსფერო ფანჯარა
1 ალექსი(ლუგანო)
2 კასანო
3კასერესი
კასარესი მაგარია თან ახალგაზრდააა დრიბლინგიც აქ სისწრაფეც და დარტყმაც

ლუგანო კასერესი ალექსი
3ვე კარგი ვარიანტია, მაგრად მიხარია… კარგი ამბებია ჩვენს ირგვლივ, ვუჩინიჩი მაგად გამისწორდა. მოკლედ ერთის მწამს რომ წელს ძაან ძლიერად ჩავატარებთ სეზონს, კარგი იგროკები დავიმატეთ, მაგრამ შიში გამიჩნდა კონტე თუ გაქაჩავს… წარმატებები.. მიყვარხართ ყველა იუვენტინო, ნოემბრიდან მეც იუვესთან ერთად ვიქნები იტალიაში და უნდა მივიდე სტადიონზე სადაც მილანსა და ინტერს გავაბახებთ… ალე იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მეც წამიყვანე :X
მოტას მაინც აჯობებს. მოვიდეს
მოტას ? ეს ლიხშტეინერსაც აჯობებს
სლაიდზე ლუგანო 20 წლის ბიჭს გავს ტოო
კასერესი მაგარი კაცია.. ძალიან მინდა მაგრამ.. გამოცდილი და ამავე დროს მაღალი დონის მცველი გვჭირდება.. ლუგანო ნამდვილად არ არის ცუდი ვარიანტი.. ამის მოსვლას მივესალმები ისე..
მოვიდეს !