ბუფონი: ” გუნდში სრული ჰარმონიაა “
გასული სეზონი “იუვენტუსმა” მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ევროპული პირველობების მიღმაც აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჯანლუიჯი ბუფონს თავისი გუნდის იმედი აქვს და ახალ თავგადასავალს დიდი ენთუზიაზმით ელოდება: “ ფანებსა და “იუვენტუსის” მთლიან კოლექტივს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თვითონ ფეხბურთელებიც იმავეს გრძნობენ. ჯერ ვერავინ იტყვის, შევძლებთ თუ არა “სკუდეტოსთვის” ბრძოლას. უბრალოდ უნდა ვიმედოვნოთ, გასული ორი სეზონი წარსულში დარჩება. ანტონიო კონტე ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელმაც შესანიშნავად იცის ყოველი ჩვენგანის ძლიერი და სუსტი მხარეები. მას უნდა ყველაფერი უნაკლოდ იყოს და ჩვენც ვცდილობთ, ეს სურვილები რეალობად ვაქციოთ. ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ბრწყინვალე ურთიერთობაა. ” -აცხადებს ბუფონი.
ჯიჯი წელს უნდა დაგლიჯო ყველაფერი აბა შენ იცი
მიყვარს