ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი”

თანაგუნდელებთან ერთად ალესანდრო დელ პიერომ ამერიკული ტურნე დაასრულა და ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა : “სულ მალე ახალი სეზონი დაიწყება.ვინოვოზე 4 აგვისტომდე ვივარჯიშებთ, რის შემდეგაც კუნეოს პროვინციაში, კიუზა პესიოში გავემგზავრებით.იქ ჩვენი საზაფხულო შეკრების ბოლო დღეებს გავატარებთ.ყოველდღიურად მნიშვნელოვანი მატჩები ახლოვდება, ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი.”

ამით ალემ საფეხბურთო თემაზე საუბარი დაასრულა.ახლა ფეხბურთელი საქველმოქმედო აქციაზე ფიქრობს, რომლითაც იაპონიაში ტრაგედიის მიერ დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარება : “დღეს გავიგე, Ale10friendforJapan – ის ყველა მაისური გაიყიდა, ძალიან გამიხარდა.ეს ბოლო ტირაჟი იყო, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო იაპონიაში მათ დავხმარებოდით, რომელთაც ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ.4 თვის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი იდეა ასე ღრმად გაიდგამდა ფესვებს.ბედნიერი ვარ.რამოდენიმე დღეში ჩვენ იმ ხარჯებს გამოვაქვეყნებთ, რომელიც იაპონიაში იქნება გადაგზავნილი.მინდა აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო. “

წყარო : Juventus.com

23 thoughts on “დელ პიერო : “სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი”

  1. gio_juventino
    იუვეს ოფიციალური გვერდი facebook-ზე დაახლოებით 3 თვის წინ გაიხსნა და მაგიტოა ჯერ 2 მილიონი ლაიქი, თორე ისე ჩქარი ტემპით მიდის ლაიქები

  2. gio_juventino

    რაიყო მანჩგესტერს, რეალს და ბარსელონას მეტი ფანი რომ ყავს ვიდრე იუვენტუსს რა ახალი ამბავია ? ეგ ზუსტ ინფორმაციას არ გაწვდის, ზუსტი ფანების რაოდენობა ვის ან როგორ დაუთვლია, უბრალოდ ვის მეტი და ვის ნაკლები ჰყავს იმის სტატისტიკაა..

    1. ხო ეგ მე ვიცი მაგრამ გამიკვირდა 2 ლიმონი ცოტაა მილანთან შედარებით მითუმეტეს მილანს იტალიაში 5 ლიმონი ყავს ფანი იუვეს 12 ინტერს 6
      როგორც ჩანს მილანის ფანები უფრო ხშირად შედიან ფეისბუქზე :loool:

  3. gio_juventino

    ფანი ყავს მეთქი ვინ ამბობს, უბრალოდ Facebook – ის მომხმარებლების 80 იმ გუნდს ალაიქებს ვინც მოსწონს, აქედან გამომდინარე საშუალოდ ბევრი გულშემატკივარი რეალსა და მანჩესტერს ყავს, რასაც ეს “სტატისტიკაც” ამტკიცებს..

  4. gio_juventino

    Facebook – ზე გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს რამდენი Like აქვს დაახლოებით მაინც მოგცემს ინფორმაციას..

  5. gულშემატკივრების სტატისტიკა მინდა ვნახო ვის რამდენი ყავს მსოფლიოს მაშშტაბით და იქნებ ვინმემ დამეხმაროთ?

    1. დაახლოებით ინფორმაციას Facebook მოგცემს :)

      ბარსას 18 მილიონი Like აქვს, მანჩესტერს და რეალს 17-17, იუვენტუსს 2 :S

  6. ტრადიციულად,ყველაზე ბევრი გულშემატკივარი ესწრება მილანის და ინტერის მატჩებს, მიზეზი რათქმაუნდა სტადიონია, იმიტომ რომ ქალაქში არის და მასზე ფანტასტიკური ატმოსფეროა! ძალიან ახლოდან და ზემოდან უყურებ მოედანს. დელე ალპი ამ ყველაფრის რადიკალური განსხვავება იყო, მოედანი 30 მეტრში იყო სკამებიდან და თვითოს სტადიონი არაფრით მოგხიბლავდა. თანახ,ტრადიციულად, დიდების პერიოდშიც კი 32000 საშუალო დასწრებაა. ყველაფერთან ერთად ტურინში ტორინოს ძალიან დიდი არმია ყავს გულშემატკივართა

    1. ინტერის.. ანუ ჯუზეპე მეაცა იტევს 82 000 კაცს. მაგრამ სავსებით ლოგიკურია იუვესთვის ასეთი ტევადობა. შარშანდელ სეზონში დაახლოებით 20 000 კაცი დადიოდა საშვალოდ(მიზეზთა გამო) წელს თუ გაორმაგდება ეს ციფრი ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება. ასევე სტადიონის ინფოში წამიკითხავს რო ტევადობის გაზრდა შესაძლებელია. ზუსტი ციფრი არ ვიცი რამდენზე

    1. ვიკიpედიაზე 41 000 წერია. იქიდან გამომდინარე რო სკამების დამონტაჟება დასრულდა უკვე, ესეიგი ზუსტი ინფორმაციაა ; )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.