ვუჩინიჩი: ” ჩვენ “იუვენტუსი” ვართ! “
მირკო ვუჩინიჩი ახალი “იუვენტუსის” ნაწილი გახდა. ჩერნოგორიელის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ფეხბურთელი საკმაოდ მოტივირებული ჩანდა. ბოლო თვეებში ტურინში ტოპ-კლასის ფეხბურთელის გადმობარგების შესახებ არაერთი გამოცემა იტყობინებოდა, აღმოჩნდება თუ არა ასეთი ვუჩინიჩი, დრო გვაჩვენებს…
“ სეზონი გვაჩვენებს ვარ თუ არა უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. მხოლოდ სიტყვა – “იუვენტუსი”, იმისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. როცა აგენტმა “ბებერი ქალბატონის” მხრიდან ინტერესის შესახებ შემატყობინა, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ. ჩემი მრავალწლიანი თავგადასავალი რომში დასრულებულია. მადლობა გადავუხადე როზელა სენსისა და კლუბის სხვა მაღალჩინოსნებს, მათი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ახლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბის ღირსებას ვიცავ. ”
კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ვუჩინიჩი პირდაპირ ვინოვოსკენ გაეშურა. ფეხბურთელი პირველივე დღეს აღმოჩნდა ანტონიო კონტეს დაქვემდებარებაში: ” კონტე მუშაობის უდიდეს სტიმულს გვაძლევს და იმედია, ის სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება. მწვრთნელს კონტრაქტის ხელმოწერისთანავე ვესაუბრე და ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სატურნირო ცხრილის ზედა პოზიციებზე გუნდების განლაგებას ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, რადგან “იუვენტუსი” ვართ. ვიცი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” მიღმა ვართ, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემა ნამდვილად არაა, დღეს “იუვე” ძლიერი გუნდია და ახალ სეზონში ევროთასებზე მოხვედრა არ გაგვიჭირდება. ”
” რაც შეეხება ნომერს, ცხრიანი იაკინტას ეკუთვნის და მეც 14 -ის აღება ვარჩიე. ამ ნომრით “ლეჩესა” და ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ” -განაცხადა ახალწვეულმა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ნუ ინერვიულებ ცხვირა დაახვევს და შენ გახდები 9
ეეხ იაკინტა რა სკამების ხეხვა გელის შენ თუ მართლა დარჩი იუვეში !!!!
დაჟე სკამების ხეხვაც არ მოუწევს იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ტრავმები ექნება ფუიიი
9 ნომერი კოჭლს ააქ და დაგითმოს რა თვითონ მაინც ვერ თამაშობს სეზონის 98% თამაშს არ თამაშობს :X
11 ნომერი უნდა იყოს მარკიზიო ან ბონიპერტი. მაინცდამაინც პავლიკასნაირი რატო? პავლიკამდეც არსებობდა 11 და იარსებებს კიდეც
მშვენიერი ნომერი აქვს მატრის
32 : ) როგორც ლეგენდარულ ბობო ვიერის საუკეთესო წლებში
9 მემგონი მატრი გახდება ისე მირკოს მოსვლამ მაგრად გამახარა რა

9 მატრის მინდა როგორც ნამდვილი ცენტრალური ფორვარდი : ))
თუ 14 გევასება აჰა მირკო
11 ამას რათ უნდა :| არ იმსახურებს ეს 11 ცოტა სხვანაირ ფეხბურთელს უნდა . ნედვედ მის იუ :(
9. ვუჩინიჩი
11. ნანი/ბასტოსი
მართაკი ხარ მაგრამ სად ვიპოვოთ პავლიკას ნაირი 11ნომერი?
ეს იაკინტა ხომ ვერ მოვიშორეთ რა…
4-5-9-11 ვაკანტური ნომრები და იმედია 9ზე და 11ზე გადავლენ ფორვარდები…
მაგარი კაცია.. ამის სიტყვებში იუვენტუსის სიყვარული იგრძნობა, თან უკვე გაშინაურდა!!! წარმატებები მირკო, მე მჯერა შენი
ისე 9 მატრისაც დაამშვენებდა ამას უფრო 11
აჰა ნომერიც ტქვა მგარამ კვინტა რო წავა ეს იქნება 9