ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას სატრანსფერო ფანჯარა ლექსად …

იუვენტინომ ( თორნიკე საურმა )  კიდევ ერთი ლექსი დაწერა, რომელიც ბიანკონერის სატრანსფერო ფანჯარას ეძღვნება, ლექსში საკმაოდ კარგად არის გადმოცემული თუ რა გააკეთა ბეპე მაროტამ სატრანსფერო ფანჯრის დროს …

სატრანსფერო ფანჯარაში
ბევრი ჩიტი გამოფრინდა,
და მაროტაც ტყვია-წამლით
სანადიროდ გამოვიდა.

მოიარა იტალია,
ესპანეთშიც გადაფრინდა.
მე კი მინდა ლექსად გითხრათ
ვის ყიდის და ვინ იყიდა.

წლის ტრანსფერად ახალ მწყემსად
მისტერ კონტე გადმოვიდა,
ჩამოწერა შავი სია
და დაიწყო დიდი წმენდა.

გაისტუმრა რინაუდო,
ლანძაფამე, ჰასანი და
ერთი ძველი მამლუქივით
მელო თურქეთში გაყიდა.

წავა ალბათ ამაურიც,
მომო ფრანგებთან წავიდა.
ცხვირაც წავა იაკინტა,
მგონი ეგეც აღარ გვინდა.

მაროტასაც რაც შეეძლო,
კონტეს თხოვნით გუნდი წმინდა,
ერთი რამ კი ვერ გავიგე:
მოტა რა ჯანდაბად გვინდა?

განა მარტო ხალხს უშვებდა
და იუვეს ჯიბეს ზრდიდა,
მატრის, კვალის და სიმონეს
არენდა გამოისყიდა.

კიდევ იყო free ტრანსფერი,
პაციენცა გადმოვიდა.
რეტოც, პირლოც გაშავთეთრდა,
პროსტა მილანს დარჩა დიდა :(

გადაწყვიტა მაროტამ და
დედაქალაქში ჩავიდა,
ცოტა ფული დახარჯა და
შტეფანითურთ ჩამოვიდა.

მერე შეხვდა ფაშისტებს და
მეფე არტური იყიდა.
ვიდალს უყვარს იუვე და
ბავარია დაიკიდა.

ჯერი დადგა თავდამსხმელზე,
ბეპემ თვალი სამ კაცს ჰკიდა.
აგუერო, როსი, მირკო,
მათგან ერთი მაინც გვინდა.

როსის გუნდი აღარ უშვებს,
ორი ხელით ჩაეჭიდა.
აგუერო, ფულის ხამი,
არაბ შეიხს გაეკიდა.

დარჩა მირკო ვუჩინიჩი,
ბევრჯერ რომ გადირკა დიდა.
ჩაალაგა ჩემოდანი
და ტურინში ჩამოვიდა.

კიდევ მოვა ალბათ ხალხი,
ვთქვათ ლუგანო, ვარგასი და
პეროტი თუ გადმოვიდნენ
მე პირადად მაგრად მინდა.

მგონი ბეპე უკვე მოგწონთ,
თითქოს თავად მოჯი ზრდიდა.
მაგრამ მაინც ვერ გავიგე:
მოტა რა ჯანდაბად გვინდა???

პერსონალური მადლობა BuFFoN… !!! – ს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

47 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito chanturia
13 years ago

sg magari leqsiaaa

jjj jjj
13 years ago

ერთი რამ კი ვერ გავიგე:
მოტა რა ჯანდაბად გვინდა? :chuvak: :chuvak: :chuvak:
ძაან მაგარი ლექსია საღოლ!

NEDVEDA11..
13 years ago

მაგრამ მაინც ვერ გავიგე:
მოტა რა ჯანდაბად გვინდა??? :lool:

RooT
13 years ago

ძაან მაგარი იყო რაა :forza: :juvee: :juvee: :juvee:

Rezo Robakidze
13 years ago

მართლაც კარგი ლექსი იყო,
მშვენიერი გამოვიდა
მაგრამ ვერც მე ვერ გავიგე
მოტა რა ჯანდაბად გვინდა.

| Newsphere by AF themes.
47
0
Would love your thoughts, please comment.x