ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას სატრანსფერო ფანჯარა ლექსად …

იუვენტინომ ( თორნიკე საურმა )  კიდევ ერთი ლექსი დაწერა, რომელიც ბიანკონერის სატრანსფერო ფანჯარას ეძღვნება, ლექსში საკმაოდ კარგად არის გადმოცემული თუ რა გააკეთა ბეპე მაროტამ სატრანსფერო ფანჯრის დროს …

სატრანსფერო ფანჯარაში
ბევრი ჩიტი გამოფრინდა,
და მაროტაც ტყვია-წამლით
სანადიროდ გამოვიდა.

მოიარა იტალია,
ესპანეთშიც გადაფრინდა.
მე კი მინდა ლექსად გითხრათ
ვის ყიდის და ვინ იყიდა.

წლის ტრანსფერად ახალ მწყემსად
მისტერ კონტე გადმოვიდა,
ჩამოწერა შავი სია
და დაიწყო დიდი წმენდა.

გაისტუმრა რინაუდო,
ლანძაფამე, ჰასანი და
ერთი ძველი მამლუქივით
მელო თურქეთში გაყიდა.

წავა ალბათ ამაურიც,
მომო ფრანგებთან წავიდა.
ცხვირაც წავა იაკინტა,
მგონი ეგეც აღარ გვინდა.

მაროტასაც რაც შეეძლო,
კონტეს თხოვნით გუნდი წმინდა,
ერთი რამ კი ვერ გავიგე:
მოტა რა ჯანდაბად გვინდა?

განა მარტო ხალხს უშვებდა
და იუვეს ჯიბეს ზრდიდა,
მატრის, კვალის და სიმონეს
არენდა გამოისყიდა.

კიდევ იყო free ტრანსფერი,
პაციენცა გადმოვიდა.
რეტოც, პირლოც გაშავთეთრდა,
პროსტა მილანს დარჩა დიდა :(

გადაწყვიტა მაროტამ და
დედაქალაქში ჩავიდა,
ცოტა ფული დახარჯა და
შტეფანითურთ ჩამოვიდა.

მერე შეხვდა ფაშისტებს და
მეფე არტური იყიდა.
ვიდალს უყვარს იუვე და
ბავარია დაიკიდა.

ჯერი დადგა თავდამსხმელზე,
ბეპემ თვალი სამ კაცს ჰკიდა.
აგუერო, როსი, მირკო,
მათგან ერთი მაინც გვინდა.

როსის გუნდი აღარ უშვებს,
ორი ხელით ჩაეჭიდა.
აგუერო, ფულის ხამი,
არაბ შეიხს გაეკიდა.

დარჩა მირკო ვუჩინიჩი,
ბევრჯერ რომ გადირკა დიდა.
ჩაალაგა ჩემოდანი
და ტურინში ჩამოვიდა.

კიდევ მოვა ალბათ ხალხი,
ვთქვათ ლუგანო, ვარგასი და
პეროტი თუ გადმოვიდნენ
მე პირადად მაგრად მინდა.

მგონი ბეპე უკვე მოგწონთ,
თითქოს თავად მოჯი ზრდიდა.
მაგრამ მაინც ვერ გავიგე:
მოტა რა ჯანდაბად გვინდა???

პერსონალური მადლობა BuFFoN… !!! – ს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

47 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
14 years ago

მაგარი ლექსია ძაან. მალადეც :oops:

Nachke
14 years ago

member -ერთი ბეწო სტატიაში სამი შეცდომა ვიპოვე, აქედან ერთი სათაურში, მარა ეს არაფერია. მთავარი ისაა რო ზედმეტად ხშირად დებ ამ ტიპის სტატიებს, ახლა იყოს რახანც მკითხველებს მოეწონათ პოსტების მიხედვით მარა ეს სპორტული ფან-კლუბია და უფლება-მოსილებებს ბოროტად ნუ გამოიყენებ. და კიდე, ეჭვი მაქ მაგრად უპასუხისმგებლოდ ეკიდები სტატიების დებას და ეგრე რო გვეყარა აქამდე სპორტულ საიტებს შორის საუკეთესო არ ვიქნებოდით, ასე რომ დისციპლინა დავიცვათ!

Nachke
14 years ago

აუ მკლავთ რა მკლავთ რა! არ გინდათ ასეთი სტატიები სპორტული ფან-კლუბია ტოო, ფორუმზე დაწერეთ, არც წავიკითხავ პროტესტის ნიშნად! :mad: სუ რო გალაკტიონმა წრებრუნვები აკეთოს საფლავში ისეთი ლექსი იყოს არ ერგება ამ ტიპის საიტს

14 years ago
Reply to  Nachke

შინაარსით ჩვეულებრივი სტატიაა ძმაო :lool: :lool: :lool:

Nachke
14 years ago
Reply to 

სად შოულობ ამ სიცხეში ლექსების წერის ნერვებს :euf:

14 years ago

საღოლ თორნიკე…. შენი ფანი ვარ!!! 2 პოეტი მომწონს ყველაზე მაგრად გოგლა ლეონიძე და თორნიკე საური

14 years ago

modit ase davamtavreb
tumc satqmeli bevri aris:-D <<<< ეს ჩემი სიტყვებიაა :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

beso janelidze
14 years ago
Reply to 

შენი სიტყვები რატოაა???:-D

14 years ago
Reply to  beso janelidze

ჩემი ძველი ლექსიდანაა. არ გახსოვს? :D:D:D

beso janelidze
14 years ago

ადმინ ცენზურა დაცულია დაა ნუ შლი რაიყოოო

beso janelidze
14 years ago

დადეთ რა ჩემი ლექსიი

eric jagaryan
14 years ago

მაგარიააა

malxazi ediberidze
14 years ago

ლექსი ძალიან კარგია
შენ კი მოითმინე ცოტა
სეზონის გახურებამდე
ეგებ გაიყიდოს მოტა

Nodari gogaladze
14 years ago

ერტი კუპლეტი მეც მინდა შემოგთავაზოთ: ჩვენი კონტე ბიძია
ფეხბურთელი ბიჭია
ჩაატარა სერია
სკუდეტო ხომ ჩვენია! :chuvak: :chuvak:

14 years ago

ჰო, სკუდეტო ჩვენია.
ინტერს რჩება ჟენია.
ბრაზილიის მუნდიალზე
გაიმარჯვებს კენია :lool:

Nodari gogaladze
14 years ago
Reply to 

:lool: :lool:

Nodari gogaladze
14 years ago

საგოლ კაია :lool:

kakhinio10
14 years ago

ლექსია ლქსებს შორის. ==== გავავრცელე და არ გაგიტყდეს გავარეკლამე.ავტორის უფლებებბიც დავიცავი.ისე დამევასა ეგ ლექსი რო უნდა გაგიოს ხალხმა რა ნიჭიერი ხალხი ბალეშიკობს იუვენტუს

14 years ago
Reply to  kakhinio10

არა რა უნდა გამიტყდეს :lool:

kakhinio10
14 years ago
Reply to 

საღოლ შენ ;)

giorgi tsotsoria
14 years ago

ბოლოს ასე უნდა დაამთავრო

“მე ვინმე გურჯი მელექსე
მე იუვენტუსის ფანი ვარ”

iosi shalolashvili
14 years ago

საღოლ ძაან მაგარი ლექსია

Juvent1no
14 years ago

ძაან მაგარი ლექსია საღოლ :)

giorgi sidiani
14 years ago

sagol avtor.bolos maagri iyo bevri vicine :D:D

Gio Darja
14 years ago

კვალიარელა – ვარგასის გაცვლაზე ერთი სტატია უკვე დაიდო მორჩეს ეხლა ამაზე საუბარი, სანამ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდება..

ამაზე უკვე დაიდო სტატია – – – დააკლიკ – – –

gvasa
14 years ago

სტატია ვინ წაშალა? და რატომ?

mogvenatrebi aleks
14 years ago

საღოლ კაიაააააააააა

irakli kobeshavidze
14 years ago

მოტა ახალგაზრდააა და პრესპეკტიულია მე მჯერა მაგ ჩუვაკის და ვნახოთ

flip flap
14 years ago

მეც მასე ვფიქრობ ამ კაცს მეტი შეუძლია

14 years ago

რითმას ჭირდებოდა ძმა :P

flip flap
14 years ago
Reply to 

და მეც რო დავწერო ოგონდ როგორც სტატია და ჩემებური ხედვით შეიზლება ლექსების წერა არ გამომდის უფრო მწერალი ვიდრე პოეტი :lool: :juvee: :forza:

14 years ago

:lool: :lool: :lool:

flip flap
14 years ago

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას 3 კაცი მინდა მე პირადად და მერე შეიზლება სატრანსფერო ფანჯარის დახურვა
1 ალექსი(ლუგანო)
2 კასანო
3 კასერესი და ეგაა გუნდი დაკომპლექტებულია :juvee:

14 years ago
Reply to  flip flap

ლუგანო ჯობია

flip flap
14 years ago
Reply to 

ხო ლუგანოში მომწონს რო სულ და გულს დებს მოედანზე და გაცილებით სტაბილურია ალექსი უბრალოდ ცხოველია ამ ფეხბურთელებს თუ დავიმატებთ ინტერმა ტევესიც რომ იყიდოს უბრალოდ სკუდეტო ჩვენია :juvee:

kirsona
14 years ago

მაგარი ლექსია,გაიხარე ძმაო :forza:

14 years ago

მეც ვერ გავიგე მოტა რა ჯანდაბად გვინდა :lool:

flip flap
14 years ago

აუ ძმა საგოლ მაგაში გეთანხმები ბეპე მაგრად გავს მოჯის და ძან ჭკვიანი კაცია ეს კაცი დიდხანს უნდა დარჩეს და დიდ გუნდს დააყენებს რაც შეეხება მოტას ეგ კაცი მიყვარს :lool: :juvee: რატომგაც მგონია რო მაგისგან შეიძლება კაი მცველი დააყენონ ისე კი ჩემი ფავორიტი დაცვაში მომავა უვეში სორენსენია

14 years ago
Reply to  flip flap

სორენსენზე გეთანხმები :) მოტაში ქაჯის მეტი ვერაფერი დავინახე :D

flip flap
14 years ago
Reply to 

ხო სორენსენში უდაოდ დიდი ნიჭია არა მოტა ტურინში მედც არ მომწონდა მაგრამ 2 თამაში მახსოვს სადაც დაცვაში იფრინა იმენა თან უდინეზეში საკაიფოდ თამაშობდა და როგორც ზამენა მინიმუმ კაია :juvee:

| Newsphere by AF themes.
47
0
Would love your thoughts, please comment.x