ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოლი “იუვეში”, მანინგერი “სამპდორიაში” ?

გენუის “სამპდორიას” ალექსანდერ მანინგერისადმი გამოჩენილი ინტერესი ჯუზეპე მაროტამ შესაძლოა მის სასარგებლოდ გამოიყენოს.საქმე იმაშია, რომ ვეტერანი ავსტრიელი კიპერის სანაცვლოდ “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ანდრეა პოლის მოითხოვს და ამ ტრანსფერით მოედნის ცენტრს გააძლიერებს, რაც ანტონიო კონტეს კიდევ ერთი საფიქრალია.ll Secolo XIX – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაროტა იტალიის U21 ნაკრების წევრის დიდი გულშემატკივარია, რამეთუ გენუურ კლუბში მუშაობისას პოლის ტრანსფერი სწორედ ჯუზეპემ განახორციელა და ახლა ცდილობს, ახალგაზრდა ნახევარმცველი ბებერ ქალბატონში გადმოიყვანოს.”სამპდორიას” პრეზიდენტს, რიკარდო გარონეს პოლის გასხვისება არ სურს, მაგრამ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, ბუნებრივია, მის ტრანსფერზეც დაფიქრდება.

წყარო : Football Italia

12 thoughts on “პოლი “იუვეში”, მანინგერი “სამპდორიაში” ?

  1. მაროტამ ჩემი კომენტარი წაიკითხა გუშინ? :lool: აქ დავწერე, მანინგერი თუ უნდა სამპას, პოლის ტრანსფერში ჩავრთოთქო :lool: მინდა მაგრად ამის ტრანსფერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.