ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები

ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ შეტევის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად ანტონიო კონტესა და ჯუზეპე მაროტას არჩევანი “ფიორენტინას” ფლანგელ , ხუან მანუელ ვარგასზე შეჩერდა.ტურინელები მზად არიან პერუელის სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადონ, ან ტრანსფერში ხორხე მარტინესისა და კარვალიო ამაურის უფლებათა პაკეტები ჩართონ.დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად, უპირველესი კანდიდატი კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი, ამჯერად ურუგვაელი დუეგო ლუგანოა, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “ფენერბაჰჩეს” მეორე დივიზიონში გაძევებისთანავე გუნდს დატოვებს.იმ შემთხვევაში, თუ თურქული გუნდი ადგილს ელიტ ლიგაში შეინარჩუნებს, მაროტა მცველის სანაცვლოდ 3.5 მილიონს გადაიხდის.ურუგვაის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ალტერნატივად “ჩელსის” ფეხბურთელი ალექსი და “ნასიონალის” უკანახაზელი კოატესი სახელდებიან.Sky Sport 24 – ის ჟურნალისტმა, ლუკა მარკეტიმ უკვე დაასახელა ჯუზეპე მაროტას მთავარი სატრანსფერი სამიზნეები : “დიახ, სწორედ ლუგანო და ვარგასი ითვლებიან ტურინელთა მთავარ სამიზნეებად.”

წყარო : Tuttosport, Tuttojuve

22 thoughts on “სატრანსფერო სიახლეები

    1. ვაა მაგარია.. აბონემენტები იმაზე მეტი გაყიდულა ვიდრე წარმომედგინა.. ცალკე ისე გასაყიდი ბილეთებიც ხომ უნდა დარჩეს : )

  1. ვარგასის და ვუჩინიჩი სახით იუვე ორ ისეთ ფეხბურთელს მიპოვებს რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეეძლება.. მალე იუვენტუსის ყველას შეეშინდება!!!

  2. nedvednedvednedved – ეგ ინფო საიდან ძმა?? 23 000 ბილეთიაო გაყიდულიო შენ რომ თქვი.. მშვენიერი ამბავია. ანშლაგი გარანტირებული ექნება იუვეს ახალ არენას

  3. 27 წლის ფეხბურთელს ბებერს რომ უძახით იმაზე ვკაიფობ :lool: თუ მესი ან რონალდუ არ ხარ, ნორმალური ფეხბურთელი ფორმის პიკს სწორედ ამ ასაკში აღწევს, როცა უკვე საკმაო გამოცდილება აქვს და ჩამოყალიბებული ფეხბურთელია..იგივე ბასტოსი და იგივე ვარგასი..

  4. ვარგასი და ბასტოსი ორივე ძალიან კარგი ვარიანტია ოღონდ უნდა შედგეს ერთ-ერთის ტრანსფერი თორემ ისე აქამდე აგუერო და ტევესი იუვეს ფეხბურთელებად გამოაცხადეს…:shock::shock::shock:ნანის არ გაყიდის ფერგიუსონი… ისე აფელაი რომ შეიძინონ ეგეც ძაან ძლიერი … თან უძლიერსი მაგისმა გამოსვლა გადაწყიტა რეალი-ბარსელონას თამაშის ბედი

  5. ნანი მირჩევნია ყველა თან ახალგაზრდაა და მაგ პპონტში კაია .. ეს უკვე 27-28 წლის არის .. და ვაფშე ჯოვინკო ნანის მერე ყველაზე მეტად მევასება ოგონდ თუ არ დაიწყო თავის ფასება

  6. ჩვენს სტადიონზე თამაშებზე დასასწრები 23 000 სეზონური ბილეთია უკვე გაყიდული, რაც მთლიანი სტადიონის 56% არის. ძალიან მაგარია :juvee: ყველა თამაშზე მაქსიმალური დასწრება იქნება ალბათ და იმენა მაგრად მიხარია, რა ატმოსფერო შეიქმნება წარმოიდგინეთ : ) :juvee:

  7. ახალგაზრდა არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ დაადასტურა, რომ იგი კარიერას ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” განაგრძობს და ეს მიუხევად იმისა, რომ ყველა დეტალი ჯერ შეთანხმებული არაა. <<<<< გავსკდი სიცილით. რამ გააგიჟა ფულზე ეს ახალგაზრდობა

    1. აუ ფიორემ ვარგას თუ დაადო 40 :lool: მაშინ ლიონმა ბასტოს მინიმუმ 60 უნდა დაადოს :lool: რა 40 ხო არ გაგიჯდით მაგაში 15 მილიონზე მეტი არ გირს გადახდა :blin:

  8. კაია ვითომ ფიორენტინა მგონი გილას გაყიდის და თავდამსხმელი დაჭირდებატ ჩვენ კიდე ამაურის და მარტტინესს მივცემთ და და მაგარ მოგებაში დარჩებიან მარტინესი შეცვლის ვარგასს ამაური ჯილას და ფულსაც მოიგებენ და იყიდიან კიდე ვინმეს მემგონი დათანხმდებიან და ჩვენ ამოვისუნთქავთ :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.