ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” რამდენიმე პოზიცია კვლავინდებურად საჭიროებს გაძლიერებას”

იუვენტუსთან ერთად კიუზო პეზიოში , ჯუზეპე მაროტაც იმყოფება , რომელსაც კვალვინდებურად სატრანსფერო საქმიანობაზე მოუწია კომენტარის გაკეთება : ” სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ამ პერიოდის პროდუქტიულად გამოყენებას . მინდა დაგარწმუნოთ , რომ შემადგენლობა კიდევ გაძლიერდება , რადგან არის გუნდში პოზიციები რომელიც ამას საჭიროებს . შევეცდებით ყველა ის მოთამაშე დავიმატოთ , რომელიც ანტონიო კონტეს სურს . პლიუს ამასთან გათვალისწინებული იქნება უშუალოდ სატრანსფერო ბაზრის სიტუაცია , სადაც რამდენიმე კლუბი ათეულობით მილიონს ხარჯავს . ბონუჩი ? ზენიტმა ოფიციალური წინადადებით მოგვამრთა , მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ ლეოს გასხვისებას , ჩვენ გვჯერა მისი და დიდ იმედებსაც ვამყარებთ . ჯერ ჯერობით გაურკვეველია მანინგერის და სორენსენის ბედი , შესაძლოა რამდენიმე დღეში რაიმე შედეგს მივაღწიოთ , მაგრამ დღეისათვის სიტუაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას . რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს , ვისი მომავალიც ასევე ბურუსით არის მოცული , შევეცდებით რამდენიმე ვარიანტი შევთავაზოთ , რომლებიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს “ .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

33 thoughts on “მაროტა : ” რამდენიმე პოზიცია კვლავინდებურად საჭიროებს გაძლიერებას”

  1. მაგრამ ყველაზე მაგრად იმან გატეხა რომ შტურმს რო გავცდენოდით ბატეს შევხდებოდით და უეჩველი გავიდოდით ლიგაზე

    1. ხო არსენალს დაეტაკა და თუ გაცდება ორმაგად სასიხრულო იქნება,ის რომ უდინეზე გავა და ის რომ ინგლის 3გუნდი ეყოლება ლიგაზე

      1. ზაპატა, ინლერი და ალექსისი გაყიდა და როგორ გავა არსენალთან არ ვიცი ….. ერთი შანსია ამ სამ იგროკში აღებული ფული არსენალს უნდა შესთავაზონ გარიგებით და იქნებ გაუშვან ლიგაზე / ისე მოედანზე შანსი არ არის

  2. დღეს არის პაციანცას დაბადების დღე-ვულოცავ მიკელეს პირველ დაბადების დღეს ბიანკონერის მაისურში!! წარმატებებიიიიი!!!!!! :juvee: :juvee:

  3. აბსოლუტურად ვეთანხმები ბეპეს მოსაზრებას-ბონუჩი იუვეს მომავალია, ძალიან პროგრესირებს ეს ბიჭი და ეს თვალშისაცემია-სერიოზული სეზონი ექნება, ამისთანა კადრებს გასაქანი უნდა მიცე, რომ მთელი რესურსი გაჩვენოს;
    ამას იმასაც დავამატებ, რომ მომავლის კაპიტნად-მარკიზიო მესახება;
    მარად და ყველგან-ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  4. ამ სეზონში მე პირადად დიდი იმედები მაქვს, მართალი ბევრს ვაკრიტიკებ მაროტასაც და ზოგზოგიერთ ფეხბურთელებს (დათკამ ეს ყველაზე კარგად იცის) მაგრამ მე იუვეს ბალეშიკი ვარ და ვინც არ უნდა იყოს შავ-თეთრი ფორმით მე იმას ვუქომაგებ
    ხოდა წელს სკუდეტო მინდა,
    მიდი იუვე, მე მჯერა რო წელს ძალიან მაგარ სეზონს ჩავატარებთ
    ოღონდ რამდენიმე კაცი კიდევ უნდა დავიმატოთ და გასაშვებები გავუშვათ

  5. იუვე იყო ფლაგმანი ევროპაში და რაც ახლა იტალია ჭირს თავის თავს დააბრალონ, იუვენტუსი რაც გააგდეს მის მერე დაერხა სერია ა-ს. კი მოიგო ინტერმა ლიგა მაგრამ სხვა არაფერი სასიკეთო არ მომხდარა, ერთი ადგილიც დავკარგეთ და გერმანელებმა გადაგვისწრეს. ევროპა ლიგას საერთოდ დიდ ყურადღებას არასოდეს უთმობდნენ, მაგრამ თუ რამე არ შეიცვალა ამ მხრივ იტალიური ფეხბურთი საერთოდ გაფარჩაკდება, ესპანელები, გერმანელები, ინგლისელები თუ სხვა ქვეყნის გუნდები ყველა ტურნირში ბოლომდე იხარჯებიან, მარტო იტალიაში ხდება ასეთი რამ, იუვემ შარშან ევროპა ლიგა და თასი დაიკიდა, რეალმა კი თასის მოგებით ისე გაიხარა თითქოს მე-10 ლიგა მოეგოს.
    ყველა თამშში ბოლომდე და ჯილკით უნდა ითამაშონ, მეორე და მესამე ხარისხოვანი თამაშები აგარ უნდა იყოს და ეშველება იტალიასაც, თუ არა და მართლა კიდებ ბევრი ჩემპიონატი გადაგვისწრებს

  6. რას ვგულისხმობ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე , კრიტიკა , ცინიზმი უკვე აუტანელია ! მითუმეტეს გუნდი ეხლა სწორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს და მაინც იმენა კრიტიკა და იუვეს ფეხბურთელების და წარმომადგენლების მიმართ აუტანელი ცინიზმი მოდის !

  7. გაეცანით გალიანის განცხადებას, ამბობს რომ საფრანგეთის ჩემპიონატი მალე გადაუსწრებს იტალიისას … საშინელებაა , პალერმო და უდინეზე ევროპულ სარბიელზეა და ისეთი მეომარი გუნდები როგორც პარმა და ფიორენტინაა (იუვეზე რომ არაფერი ვთქვათ)სახლში უნდა ისხდნენ მთელი სეზონი … მომავალ სეზონში იტალიას 3 გუნდი ეყოლება ლიგაზე, ისე რუსეთსაც სამი ყავს …

  8. maik-lee

    ჰოდა ინტერიც ეგერა ძმაა, მილანიც, სიტიც, ბარსაც და რეალიც : )) უგულშემატკივრე იმას ვისაც კვერცხები არ მოჰყავს

    ვისაც გვჯერა გაგვატარეთ..

  9. პალერმო ევროპის ლიგიდან გამოვარდა : | გამისწორდა იმიტომ რომ დინამოს და ზესტაფონს შეიძლება შეხვედროდა..

  10. ეს წამია თუნმა პალერმო გააგდო ევროტურნირიდან.. მეთქი ამ წელს მაინც გვაქვს უპირატესობა გუნდებსი და ამოვუქაჩავთ გერმანელებს, თავი მოჭრა პალერმომ მთელ სერია A-ს :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.