ადმინისტრაციის განცხადება
სტატიებთან დაკავშირებული მცირე ინფორმაცია …
ბოლო პერიოდში შეამჩნევდით , რომ ჩვენს საიტზე მეტ ნაკლებად იკლო სტატიების რაოდენობამ . ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ზაფხულის ” არდადეგები ” და პლიუს რათქმაუნდა აუტანელი სიცხე , რომელიც ფაქტიურად გვაიძულებს ყველანაირი ხერხით თავი დავაღწიოთ მისგან . დამეთანხმებით ასეთ სიტუაციაში საკმაოდ რთულია იჯდე ხშირად კომპიუტერთან და არეფრეშო რამდენიმე ვებ გვერდი ინფორმაციების ძიებაში . მაგრამ მიუხედავად ამისა , ალბათ უკლებლივ ყველა დამეთანხმებით იმაში , რომ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოველგვარი დაგვიანების გარეშე იდება . ძირითადათ ბოლო პერიოდში , ოპერატიულად სხვადასხვა სატრანსფერო ჭორები არ ქვეყნდება , რომელიც პირადად მე უკვე მომბეზრდა და წაკითხვის სურვილიც კი არ მიჩნდება . მომავალში ჩვენ ვგეგმავთ , რომ საერთოდ ამოვიღოთ ასეთი ტიპის ინფორმაციები და საერთოდ რამდენიმე უცხოური წყაროს ბლოკირებასაც კი განვახორციელებთ . მაგალითად Goal.Com – ი , ამ სიის უპირველესი კანდიდატია , სადაც ისეთი ამოუცნობი ” ჯიშის ” მასალები იდება , რომ ზოგჯერ თავი არა დედამიწაზე , არამედ რომელიმე სხვა პლანეტაზე მგონია .
ის ვინც ჩვენს საიტს დიდი ხანია უკვე სტუმრობს , კარგად მოეხსენება რამდენად ოპერატიულია ForzaJuve.Ge . ჩვენ ამ კურსს მომავალშიც შევინარჩუნებთ , უბრალოდ საკმაოდ რთულია ერთ ტემპში მთელი წლის განმავლობაში მუშაობა , ამიტომ მცირე პაუზის და არა ჩავარდნის შემთხვევაში , იმედია გაგებით მოეკიდებით ამ საკითხს . გარწმუნებთ ჩემპიონატის სტარტიდან ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში და ტემპში გაგრძელდება , რადგან ჩვენი ფან კლუბი არ შეიცვლის საკუთარ სახეს და იმ პლიუსებს რაც გააჩნია . მიმდინარე ეტაპზე კი შესაძლოა რამდენიმე სატრანსფერო სიახლე , ერთ დიდ და ვრცელ სტატიად გამოქვეყნდეს ხოლმე საღამოობით . მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ სტატიები მხოლოდ დილით და საღამოს გამოქვეყნდება , თუ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე , ის აუცილებლად ყოველგვარი დაგვიანების გარეშე დაიდება ვებ გვერდზე . არანაირი პირდაპირი ტრანსლიაციების ბმულების დაგვიანება ან საერთოდ დავიწყება , პრინციპში ამაში თავადაც დარწმუნდებოდით , როდესაც ღამის სამ და ოთხ საათზე ერთად ვუყურებდით იუვენტუსის თამაშებს ამერიკის შეერთებულ შტატებში .
ერთი სიტყვით , გმადლობთ , რომ ჩვენთან ერთად ხართ და გარწმუნებთ , თქვენ ყოველთვის იქნებით საქმის კურსში თუ რა ხდება იუვენტუსის გარშემო . პლიუს ამასთან არანაირი დაგვიანება , ეს ყველაფერი ოპერატიულად განხორციელდება .
ძირითადად ინფორმაციას juventus.ru da forzajuve.ru დან ვგებულობ, აქაც საინტერესოა შემოსლა, მადლობას გიხდით კარგი მუშაობისთვის
საღოლ, საღოლ. ჯიგრები ხართ
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ვფიქრობ თქვენი მუშაობა შექებას იმსახურებს და გეთანხმებით, არაა აუცილებელი ყველა მონაჭორის დადება საიტზე.
მართლა რა დაგემართათ ხალხოოო
იუვენტუსი სადღაც იტალიის მთებში ისვენებდა 4 დღით, არანაირი რეალური ინფორმაცია არ მოდიოდა და ფიზიკურად არ იყო სიახლეები..
ხომ იცით თვის ბოლოს სატრანსფერო ციებ ცხელება იქნება და დამერწმუნეთ, ეს საიტი თავის კლასს განახებთ

მადლობა თქვენ forcajuve.ge-ის შექმნისთვის

დიდი მადლობა საიტის მესვეურებს! დიდებულია!მომწონს ოპერატიულობა და საქმისადმი მიდგომა.
რაც შეეხება საიტის მუშაობას, მემგონი არცერთი ქართული ფანკლუბის საიტზე არ იდება ისეთი სიხშირით სიახლეები , როგორც ჩვენთან. თუმცა ვეთანხმები ადმინისტრაციას: ჯობია ცოტა იყოს და ხარისხიანი. მართლა მოსაბეზრებელია ამდენი სატრანსფერო ჭორები. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა სტატიები გუნდის ვარჯიშებზე.
საერთოდ კი საიტი მაგრად მუშაობს. დიდი მადლობა ყველას ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ საშვილთაშვილო საქმეში. ავტორებსაც და მომხმარებლებსაც.
მე პირადად მომხრე ვარ გოალ.კომ-ის “სატრანსფერო ჭორების” სამუდამო დისკვალიფიკაციის. მაგათ ეტყობა ვინმე ქართველი “ჟურნალისტი” წერს.
სხვა ყველაფერი კარგი აქვთ: ინტერვიუები, მიმოხილვები, თამაშების პრევიუები მართლა მომწონს. ძაან მომწონს ასევე, რომ თამაშების შემდეგ მომხმარებლებიც აკეთებენ ფეხბურთელების შეფასებას. ესეთი ტიპის რამე რომ დაემატებოდეს ფორცაიუვეს მემგონი კარგი იქნება.
წავიკითხე სტატია და გეთანხმები 100%
მე პირადად ეს საიტი ძაან მომწონს სულ რო 1 კვირა სტატია არ დაიდოს წარმოდგენა ამ საიტზე მაინც არ დამეკარგება
მომეცით საიტის ლინკები და მეც გადავტარგმნი თემებსს
ყველაპერი ყოველთვის დროულად იდება )) მადლობა ადმინისტრაციას !!
დათკა ეგ რა საჭირო იყო, ისედაც ვიცით რომ ერთ-ერთი საუკეთესო საიი გვაქვს და ოპერატიულად მუშაობთ…


ყველაფრით კმაყოფილი და ყოველთვის გაგებით ვეკიდები თქვენს საქმიანობას…
საუკეთესო ადმინასტია გვყავს და მწერლები, ასევე ოპერატიულად ვიგებთ სიახლეებს იუვეზე და ყველა თამაშის ლინკი გვაქვს… გენაცვალეთ თქვენ… სხვებთან ბოდიში მაგრამ…
დათკა და დარჯა საუკეთესონი არიან და მიყვარხართ ძაან
ჩემი და გიოს აზრი სულ ემთხვევა, აი მე და დათკა ხშირად ვკამათობდით, მაგრამ ბოლოს საერთო აზრიც გამოვნახეთ
აბა თქვენ იცით ბიჭებო ესე გააგრძელეთ… სექტემბრიდან ბევრი ბედნიერი წუთები გველის…
სიახლე გვინდა რამეე
იუვენტუსმა 26 მილიონად ნასრი იყიდა. აი სიახლე მარა გოალ.კომ-ისეული :D
მასე რა გაიხარე
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის,ძალიან მაგრად მუშაობს საიტი დღემდე და იმედია იქამდე იმუშავებს სადამდეც იუვე იარსებებს

გეთანხმები რაც საჭიროა ჯერჯერობით ყველაგერს ვგებულობთ