კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი
რვა გატანილი გოლი და რაც მთავარია პროგრესი სახეზეა . გუნდის ახალგაზრდა თავკაცი , ანტონიო კონტე კმაყოფილია არამარტო შედეგით არამედ თამაშის ხარისხითაც …
” ჩვენ განვაგრძობთ მზადებას , დღევანდელი მატჩი კი , კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია . რათქმაუნდა არის კიდევ რამდენიმე ასპექტი გამოსასწორებელი , მაგრამ უნდა აღინიშნოს გუნდის მიდგომა ნებისმიერ შეხვედრაში . ბრძოლა , აგრესიულობა , გამარჯვებისკენ სწრაფვა – მე მომწონს ასეთი იუვენტუსი და ფეხბურთელების დამოკიდებულება საკუთარ საქმესთან . შესაძლოა ამხანაგური მატჩი იყო , მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს მიდგომას . ვცდილობთ გამარჯვებული მენტალიტეტის დაბრუნებას , რომელიც დაგვეხმარება მომავალში დიდი მიზნების მიღწევაში ” .
კონტემ მირკო ვუჩინიჩის დებიუტზეც ისაუბრა…
” დროულად დაგვემატა ! მაროტმა ბრწყინვალე შენაძენი განახორციელა . ეხლა ჩემს არსენალში , კიდევ ერთი მძლავრი იარაღი იმყოფება , რომელსაც აუწონადი პოტენციალი გააჩნია . მირკო ბრწყინვალედ არის მომზადებული ტექნიკურად და ამავე დროს , მშვენივრად ესმის ტაქტიკური ნიუანსები . ის ძლიერია , სწრაფია და შეუძლია ერთ ტემპში ასპარეზობა მთელი მატჩის განმავლობაში : ვუჩინიჩი თანამედროვე ფეხბურთელის ბრწყინვალე მაგალითია ! ” .
მწვთნელი ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც შეეხო : ” პასკუატოს არაჩვეულებრივი საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია , რითაც მას ფლანგზე პროდუქტიულად შეუძლია ასპარეზობა . ის თანდათან უმატებს , ისევე როგორც დე სილვესტრო და რიჯეირო . მათ დაგვანახეს , რომ შეუძლიათ მოედანზე გუნდისთვის სარგებლის მოტანა ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ლიხშტაინერი მაგრად თამაშობს ! იმენა გიჟია რა
საღოლ ანტონიო :)სება არ გაფუჭებულა ნაკრების წევრია

შესანიშნავია კონტე მომწონხარ
ციგლერი მომწონს ძალიან და ვფიქრობ მარცხენა ფლანგზე უნდა დაიკავოს ადგილი
გენაცვალე, მასე გააგრძელე კონტე და ახალგაზრდებს მიეცი ხოლმე შანსი… გიოვინკოსავით არ გააფუჭოთ პასკუატო, სორენსენი, ჯიანდონატო და დე სილვესტრო…
დაცვის ხაზში ვინ იდგა ხო არ იციით?
ლიხშტაინერი-ბონუჩი-კიელინი-დეჩელიე
მე2 ტაიმში
მოტა-სორენსენი-გრიგერა-ციგლერი
გაიხარე ძმა, იმედია ბონუჩი-კილინის დუეტი იქნება კონტესვის მთავარი!!!

კიელინი-ლუგანო ჯობია და ბონუჩი თუ ფორმაში იქნება როტაციები იქნება, მეი კონკურენცია და კარგია…:up: