ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

რვა გატანილი გოლი და რაც მთავარია პროგრესი სახეზეა . გუნდის ახალგაზრდა თავკაცი , ანტონიო კონტე კმაყოფილია არამარტო შედეგით არამედ თამაშის ხარისხითაც …

” ჩვენ განვაგრძობთ მზადებას , დღევანდელი მატჩი კი , კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია . რათქმაუნდა არის კიდევ რამდენიმე ასპექტი გამოსასწორებელი , მაგრამ უნდა აღინიშნოს გუნდის მიდგომა ნებისმიერ შეხვედრაში . ბრძოლა , აგრესიულობა , გამარჯვებისკენ სწრაფვა – მე მომწონს ასეთი იუვენტუსი და ფეხბურთელების დამოკიდებულება საკუთარ საქმესთან . შესაძლოა ამხანაგური მატჩი იყო , მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს მიდგომას . ვცდილობთ გამარჯვებული მენტალიტეტის დაბრუნებას , რომელიც დაგვეხმარება მომავალში დიდი მიზნების მიღწევაში  ” .

კონტემ მირკო ვუჩინიჩის დებიუტზეც ისაუბრა…

” დროულად დაგვემატა ! მაროტმა ბრწყინვალე შენაძენი განახორციელა . ეხლა ჩემს არსენალში , კიდევ ერთი მძლავრი იარაღი იმყოფება , რომელსაც აუწონადი პოტენციალი გააჩნია . მირკო ბრწყინვალედ არის მომზადებული ტექნიკურად და ამავე დროს , მშვენივრად ესმის ტაქტიკური ნიუანსები . ის ძლიერია , სწრაფია და შეუძლია ერთ ტემპში ასპარეზობა მთელი მატჩის განმავლობაში : ვუჩინიჩი თანამედროვე ფეხბურთელის ბრწყინვალე მაგალითია ! ” .

მწვთნელი ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც შეეხო : ” პასკუატოს არაჩვეულებრივი საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია , რითაც მას ფლანგზე პროდუქტიულად შეუძლია ასპარეზობა . ის თანდათან უმატებს , ისევე როგორც დე სილვესტრო და რიჯეირო . მათ დაგვანახეს , რომ შეუძლიათ მოედანზე გუნდისთვის სარგებლის მოტანა ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

9 thoughts on “კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. შესანიშნავია კონტე მომწონხარ :kiss:

    ციგლერი მომწონს ძალიან და ვფიქრობ მარცხენა ფლანგზე უნდა დაიკავოს ადგილი :chuvak:

  2. გენაცვალე, მასე გააგრძელე კონტე და ახალგაზრდებს მიეცი ხოლმე შანსი… გიოვინკოსავით არ გააფუჭოთ პასკუატო, სორენსენი, ჯიანდონატო და დე სილვესტრო…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

არ გამოგრჩეთ