ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში მიემგზავრებიან
ეროვნული ნაკრებების მატჩები ახლოვდება.შემდეგ კვირაში მსოფლიო მასშტაბით არაერთი მეგობრული მატჩი გაიმართება, რომელშიც ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას. კიუზა პესიოში მყოფ მოთამაშეთაგან 10 საკუთარ ნაკრებს შეუერთდება, არტურო ვიდალი კი ამჟამად კოპა ამერიკის შემდეგ ძალებს განცალკევებით იღდგენს.
ჯიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო და ანდრეა პირლო სკუადრა აძურას შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ლუკა მარონე იტალიის U21 ნაკრებში ივარჯიშებს, მილოშ კრასიჩი სერბეთში გაემგზავრება, შტეფან ლიხშტაინერი და რეტო ციგლერი შვეიცარიის ნაკრების ღირსებას დაიცავენ, ფრედერიკ სორენსენი დანიის ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდება, არტურო ვიდალი კი ჩილეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს და ფრანგებს დაუპირისპირდება. მონპელიეში გამართული მატჩის შემდეგ, ნახევარცმველი ტურინს ეწვევა და გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ხუთშაბათს, 11 აგვისტოს, ვილარ-პეროზაში მეგობრული მატჩი გაიმართება, რომელშიც სავარაუდოდ მეფე არტურის დებიუტი შედგება.
“მეფე არტური” ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა
ტაპტოლოგიააა ტექსტში ,,ივარჯიშებს”
11 აგვისტოს ვის ვეთამაშებით ?
Juve
აგერ არის ძმა კალენდარი და ნახე
https://forzajuve.ge/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-1011/
da seria a rodis icyeba mitxarit ra juventussis tmashi rodidaa visac kalendari nanaxi nanaxi gaqvt ar dagavicydebodat ))
Juve

ამ საიტზევე სულ თავში კალენდარი წერია შედი მანდ და ნახავ ყველაფერს.
27 აგვისტოს იწყება და ჩვენ 28-ში გვაქვს.
როგორც ყოველთვის იტალიის ნაკრების ძირითად ბირთვს (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა) იუვეს ფეხბურთელები შეადგენენ. რაც შეეხება თავდასხმას მატრიმ ბევრჯერ დაამტკიცა ამ მოკლე პერიოდში მაღალი კლასის ფორვარდი რომაა, იმედია პრანდელიც მიხვდება.
დარწმუნებული ვარ მატრის არ გამოძახების ერთადერთი მიზეზი ალეს დასვენებაა, პრანდელი ნამდვილად იუვენტუსისკენ იხრება და უკვე მეორედ აკეთებს ეგეთს, იქ ინტერის წინააღმდეგ დაასვენა მატრი და გოლიც გაიტანა ალემ, აქ სეზონის წინ არ გადატვირთა..
საფრანგეთს კი არა , ესპანეთს ვეთამაშებით
საფრანგეთი ჩილეს ეთამაშება.. ანუ ვიდალი ითამაშებს საფრანგეთის წინააღმდეგ და შემოგვიერთდება
ხო ეგ გასაგებია, მაგრამ მე მაგაზე არ დამიწერია. მექანიკური შეცდომა იყო სტატიაში: იქ სადაც ახლა ესპანეთი წერია , საფრანგეთი ეწერა და მაგაზე მივუთითე.
მატრის როგორ არ იძახებს ეს შობელ ძაღლი?? მატრი ერთხელ გამოვიდა მოედანზე და გაიტანა გოლი მეტი რა უნდა?? რით არარის კმაყოფილი?
მეც მაგრად გამიტყდა მატრი რომ არ გამოიძახა, რა გააკეთა ბალოტელიმ ან კასანომ მატრიზე მეტი ამ სეზონში და ამ ბოლო თამაშებში
10 იუვენტინი საკუტარ ნაკრებებში ეს უკვე მომწონს